„გავუთენოთ საქართველოს“- აქციის მონაწილეები ხვალ პარლამენტთან დარჩებიან

„ხვალ უნდა გავუთენოთ საქართველოს, უნდა დავრჩეთ პარლამენტთან“- მიმართეს ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს. მათი თქმით, სწორედ 13 მაისს არის დაგეგმილი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა. „უნდა ვაიძულოთ 83 დეპუტატი თვალებში ჩაგვხედონ. თუ ჩვენ ხვალ პარლამეტთან არ დავრჩებით, დავრჩებით საქართველოს გარეშე“- აცხადებენ ისინი.

მეტი...

მმართველი გუნდის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია

“ქართული ოცნების” ოფისთან და ევროპის მოედნის მიმდებარედ, სადაც ამ წუთებში  მარშის მონაწილეები იკრიბებიან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. აქ აქცია უკვე დაიწყო. ორგანიზატორები სიტყვთ მიმართავენ მოქალაქეებს. მათი თქმით, ისინი ხავლ 10:00 საათიდან კვლავ შეიკრიბებიან. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.   აქციის მონაწილეთა ნაწილი ევროპის მოედანზე მივიდა

მეტი...

აქციის მონაწილეთა ნაწილი ევროპის მოედანზე მივიდა

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეთა ნაწილი ევროპის მოედანზე მივიდა. აქ უკვე დაიწყო აქცია, გჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. მოწყობილის პეციალური სცენა, საიდანაც ორგანიზატორები და სხვა მსურველები მოქალაქეებს მიმართავენ.  

მეტი...

„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ სერიოზული გზავნილები ექნებათ, მთავრობა ვერ გაუძლებს“- გიგაური

„ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ – იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან“- განაცხადა ეკა გიგაურმა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორის თქმით, ქართველი ხალხი პროევროპულია და ისინი რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდებიან. “ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი რუსული მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი პროევროპული ხალხია, რომელიც რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გახდნენ. ამიტომ, მთავრობა შეეშვას ამ რუსულ მეთოდებს. მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე, რა თქმა უნდა,…

მეტი...

„სახის ძვლები ხორცდება, მაგრამ ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან“- ხაბეიშვილი

“„რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ქართველი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ისინი ვეღარ გამთელდებიან, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით ხელისუფლებას დაკარგული აქვს მხარდაჭერა და ისინი ძალდობაზე გადავიდნენ. „კანონი, რომელიც ქართველი ხალხისთვის არ არის და ქართველ ხალხს არ სჭირდება, უნდა გაიწვიონ! ხელისუფლებას ლეგიტიმაცია, მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ამიტომ ძალადობაზე არიან გადასულები. რა მოსატანია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება, როდესაც ადამიანებს ოჯახებში უვარდებიან, სახლში აწიოკებენ, პენსიონერ დედ-მამას, მცირეწლოვან ბავშვებს, მეუღლეებს. ხალხს სახლთან ხვდებიან ჩასაფრებით და სცემენ, აგონიაში არიან, რადგან…

მეტი...

„პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა“- იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, აღნიშნულს ხელისუფლება არ გმობს, მაშინ პასუხს აგებს. „საზიზღარი, შეურაცხმყოფელი და არალეგალური. პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა. თუ არა, [მაშინ] ამას საკუთარ თავზე იღებენ და პასუხს აგებენ”, – წერს კელი.

მეტი...

მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები

დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ ეწყობა. რუსთაველის გამზირი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტროსადგური „300 არაგველი“ ეს ის ლოკაციებია საიდანაც მოქალაქეთა კოლონა დაიძრა. აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილია „არა რუსულ კანონს“. „ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და აქ ვიდგები სულ“- მსვლელობა ევროპის მოედნისკენ დაიწყო

მეტი...

„ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და აქ ვიდგები სულ“- მსვლელობა ევროპის მოედნისკენ დაიწყო

„საქართველო“ ამ შეძახილებთ მიმდინარეობს მსვლელობა ევროპოს მოედნისკენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ. შეკრებას რამდენიმე დღის წინ თავდასხმის შედეგად დაშავებული ზურა ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძეც შეუერთდა. „არ გვეშინია, არ ვიღლებით, არ ვკვდებით. ახლა არ არის ჩვენი პირადი ამბების დრო. ახლა წყდება ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის მომავალი. ტვინის შერყევით ვდაგავრ აქ და აქ ვიდგები სულ. ან ჩვენ ვიქნებით სამართლიანობის, მორალის, მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში ან ვიქნებით ამორალობის, უსამართლობის, სიღარიბის სივრცეში ,რუსეთის უკანა ეზო“, – აცხადებს გია ჯაფარიძე.

მეტი...

“პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია“- პოლიტიკური გართიანება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ. განცახდებას შვიდი პარტია აწერს ხელს. “ქართული ოცნების’” წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“- ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ინიციატივის გამო მოსახლეობა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა. ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ…

მეტი...

მობილიზებულია სპეცრაზმი

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები. აქცია „არა რუსულ კანონს,“ თბილისში რამდენიმე წერტილში დაიწყო, აქციის მონაწილეები კი მსვლელობით რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ.

მეტი...

“საქართველოს მომავალი რუსული არ არის“-  “ევროპული მარში” სხვადასხვა ლოკაციებზე

საპროტესტო მარში მიმდინარეობს თბილისში ოთხ ლოკაციაზე. აქციის მომაწილეები, რომლებიც ე. წ „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ ევროპოს მოედანზე შეიკრიბებიან და სწორედ იქ იტყვიან სათქმელს. როგორც შეკრების მონაწილეები ამბობენ, მათი მომავბალი არ არის რუსული. „საქართველოს მომავალი არ არის რუსული.  საქართველო საქართველოა, ჩვენ თუ ევროპაში შევალთ ჩვეთვისვე იქნება კარგი. ხალხმა უნდა გაანალიზოს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპა“- ამბობს აქციის მონაწილე. შეკრებას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალქეები უერთდებიან. მშობლების მსვლელობა – “არა რუსულ კანონს” (ვიდეო)

მეტი...

აქციის მონაწილეები ტაძარში თავს ვერ შეაფარებენ – ტაძრის კარი დაიკეტება

ქაშვეთის ტაძრის  კარი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაიკეტება და აქციის მონაწილეები ვერ შეძლებენ ტაძარს თავი შეაფარონ. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

„ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა“- ღარიბაშვილი

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო – ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა“- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კითხვის საპასუხოდ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ინიციატივა დრულია. „2014 წელს, როდესაც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც 2-3 წელში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში – განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს, ეგონათ, რომ პოპულიზმი იყო. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე რა მოხდა – დღეს…

მეტი...

საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე ქალებმა  “მშობლების მარში”  „ექსპო ჯორჯიასთან“ მოაწყვეს და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც მათ აქციის სხვა მონაწილეებიც დახვდებიან. “ჩვენი შვილები დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ არჩევანს აპროტესტებენ. რაც უნდათ ჩვენს შვილებს, იმას გავაკეთებთ ჩვენც. ამ ქვეყნის ახალგაზრდები რუსეთის ორბიტაზე მყოფი სახელმწიფოს მოქალაქეები არ იქნებიან. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელიც სხვა დეპუტატ ქალებთან ერთად ” მშობლების მარშს შეუერთდა. მსგავსი შეკრებები იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე. 18:00 საათზე კი  მასშტაბური აქცია ევროპის მოედანზე იგეგმება. პროტესტს საქართველოს სხვადსხვა ქალაქებიდანაც…

მეტი...

ინტიმური მასალების გადაღება-შენახვა – რაში ადანაშაულებენ დაკავებულ ცოლ-ქმარს?!

„უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს“ – ეს განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა  თეიმურაზ კუპატაძემ დაკავებულებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, ჩანაწერებში  საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ,  რომლებსაც ცოლ-ქმარი უღებდა. „დადგინდამ ომ უ.მ.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც…

მეტი...

„ასეულობით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ცნობილი პირების მონაწილეობით“- შსს ბლოგერის და მისი მეუღლის დაკავებაზე

შს სამინისტროში, ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ჩატარდა, იმის  შესახებ თუ რატომ მოხდა სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, წყვილი  სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდა და ინახავდა ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.   უწყების ცნობით, მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას  აღმოჩენილ იქნა ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომელშიც ცნობილი პირებიც მონაწილეობდნენ. „ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს,…

მეტი...

სტუდენტები  პროტესტის ნიშნად ლექციებს არ დაესწრებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან არ შევლენ აუდიტორიებში და შუერთდებიან ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს. “არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა იმ შეუქცევადი კატასტროფის მიმართ. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება მშვიდად აუდიტორიებში ჯდომა. ეს არ არის ორდინარული ვითარება და ასეთი ვითარება ადეკვატურ ქცევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის…

მეტი...

„უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზებას არ მივესალმები“- ღარიბაშვილი

„ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, აგენტობა ღალატია. „მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის – მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია…

მეტი...

“შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა”- კობახიძე

„შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   პრემიერის თქმით, იყო მოლოდინი, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები. “გაუმჭვირვალობა ასეთ ძალებს, რადიკალებს, აძლევს რევოლუციური სცენარების ჩაფიქრების საშუალებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სცენარები არ იყო წარმატებული, არც 2020-2021 წლებში, არც 2022 წელს, არც მანამდე, როდესაც ცდილობდნენ…

მეტი...

შსს ბლოგერს და მის მეუღლეს ინტიმური ხასიათის ჩანაწერების გადაღებაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარი იაშვილი სახლში დამონტაჟებული სპეციალური კამერით უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური სახის ჩანაწერებს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა  თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული უ.ა-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი 1987 წელს მ.უ-ის საცხოვრებელ ბინებში კანონიერი ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა-მ მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი მ.უ-ისთან ერთად…

მეტი...

ოჯახის სიწმინდის დღე – საპატრიარქო განცახდებას ავრცელებს

17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება. ამის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. ამავე ცნობით, 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს. რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ. „ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების,…

მეტი...

ასე უსწორდებიან აქციის აქტივისტებს

დაზიანებული მანქანები, შეურაცხმყოფელი სიტყვები და გამოსახულებები საცხოვრებელ სახლებთან – ეს სწორედ ის ფოტოებია, როგორც აქციის აქტივისტებსა და ლიდერებს უსწორდებიან. ბაიკერებს კი “ბაიკები” დაუზიანეს. შეგახსნებეთ, რომ დღეს, თბილისში მასშტაბური აქციებია დაგეგმილი, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგაა მიმართული.

მეტი...

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლეც დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,- ამბობს ადვოკატი. შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძე, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, 2 დღის უკან საკუთარ სახლში დააკავეს. ჩხრეკა დასრულებულია, აბაშიძე დააკავეს    

მეტი...

შს სამინისტრო ბრიფინგს მართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების ცნობით, ბრიფინგს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  თეიმურაზ კუპატაძე გამართავს. თუ რას შეეხება ის, მედიისთვის უცნობია.

მეტი...

„შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან“- კობახიძე

“ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-დან 28 მაისამდე, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან, რაზეც უკვე შედგა ჩვენს შორის საუბარი, საუბარია ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ შორის საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთა „მისი ინიციატივაც იყო და მხარი დავუჭირე, ბატონ კოპმანთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ და რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში. რა თქმა უნდა, მზად ვართ ცვლილებებისთვის, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და…

მეტი...

“გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი გამაღიზიანებელია ვიღაცებისთვის” – კობახიძე

“გამჭვირვალობის თემის განხილვაც კი გამაღიზიანებელია ვიღაცებისთვის, ეს ჩვენ გვაშფოთებს, იმიტომ, რომ როცა გამჭვირვალობის გეშინია, ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალობით გინდა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირო და ეს თევზი მაინცდამაინც კარგი რამე არ არის ჩვენი გამოცდილებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებები რეალურად შერბილდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა დისკუსიასთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერების საკითხზე. „რაც შეეხება იმას, რატომ არის ასეთი პოზიცია განხილვასთან დაკავშირებითაც კი, რაც თითქოს უცნაურია. გეუბნებიან, რომ არათუ მიღებაა მიუღებელი, განხილვაც კი მიუღებელია და ეს განცხადებები შარშან კიდევ უფრო მძაფრად კეთდებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ…

მეტი...

საქართველოში ევროპის კვირეული გაიხსნა

ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები იმართება.  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, სხვადასხვა პავილიონში, ყველა ასაკის დამთვალიერებელს ასაკის შესაბამისი კუთხეები ელის. აქ წარმოდგენილია როგორ გასართობი, ისე შემეცნებითი, კულინარიული, სამეცნიერო და სხვა სახის კუთხეები.  სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა სტუმრებს თავიანთ ქვეყანას წარუდგენს. ესაუბრებიან თავიანთ კულტურაზე,  ტრადიციებზე, ფასეულობებზე. აქვე წარმოდგენილია კუთხე, სადაც მეწარმეებს პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა აქვთ მოწყობილი. მე-6 პავილიონში  მიმდინარეობს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან შეხედრა და საუბრები განათლებაზე, ღორებულებებზე, დემოკრატიაზე, კულტურაზე. გარე სივრცე კი აგრომარკეტს მასპინძლობს, სადაც  „უნიკალური ქართული გემო“ შეგიძლია დააგემოვნო. ფერმერებს გამოფენილი აქვთ ქართული  ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტი. გარე სივრცეში მოწყობილ კარავში კი თოჯინების თეატრია მოწყობილი. ღონისძიებები კი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. სტუმრებს კი თავად ევროკავშირის…

მეტი...

„სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ“- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენს რამდენიმე დღეში შეხვდება. ამის შესახებ მან კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. „თემატიკაზე ვერაფერს გეტყვით, მე დადასტურებული მაქვს შეხვედრა მასთან რამდენიმე დღეში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. თემა სავარაუდოდ უკავშირდება კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა, თუ არა, საუბარი იყოს პერსონალურ სანქციებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს და საბქციები შანტაჟისთვის არ გამოდგება. „მე არ მგონია, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგადად, სანქციები არ არის…

მეტი...

„ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ“- კობახიძე

„ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პრობლემები რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი. „ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებით პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპლელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში, ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში,…

მეტი...

„დარჩით ევროკავშირის გზაზე, დარჩით ევროკავშირის გზაზე“-  ელჩი

„არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას – დარჩით ევროკავშირის გზაზე! – ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს სურს საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. „ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს“- განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით,  შემოდგომაზე გადაწყდება  გადადგამს თუ არა ნაბიჯს საქართველო ევროკავშირისკენ. „შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ…

მეტი...

„არა რუსულ კანონს“- პრემიერის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა

„ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს”. მანამდე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.        

მეტი...

შსს-ს განცხადება ლეონიძის ქუჩაზე დაკავების ფაქტთან დაკავშირებით

შს-სამინისტრო, წუხელ, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ დაკავების ფაქტს ეხმაურება. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა არ გაითვალისწინა არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა, რასაც მოჰყვა მასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე. საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალაგადაადგილებაში. მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი…

მეტი...

„ვითხოვთ ნატო-ს და ვიღებთ უარს, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და ვიღებთ უარს“- პაპუაშვილი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „იმის თქმა, რომ საქართველო მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ აკეთებს, სწორი არ არის“. „არსებობს ობიექტური წინაპირობა. მოლაპარაკებების გახნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას აქვს გახსნილი, უფრო სწორად გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე და როდესაც ყველა ამ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრში და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, მოლაპარაკებები გახსნილი არ…

მეტი...

“კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“- კონგრესმენები კობახიძეს მიმართავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. წერილს, სულ 25 კონგრესმენი აწრეს ხელს, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას კანონპროექტი კიდევ ერთხელ გაიწვიონ. “გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია,” წერენ კონგრესმენები და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, “თქვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარს შემოჭრიდან” რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას“- ვკითხულობთ წერილში. კონგრესმენები…

მეტი...

“ქართული ოცნება” ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით უნდა  დაკომპლექტდეს, უქმდება.  კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული”, – განმარტავენ პროექტის ინიციატორები. ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს –…

მეტი...