გერმანიაში, ქიმიურ ქარხანაში კონტეინერიდან ტოქსიკური აირის გაჟონვის გამო 25 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კონსტანცში ქიმიურ ქარხანაში კონტეინერიდან ტოქსიკურმა აირმა გაჟონა, რის გამოც 25 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ინციდენტი მოხდა ქარხანაში, რომელიც ხილის დასამუშავებელ ხსნარებს ამზადებს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ტემპერატურის ზრდამ ქიმიური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც მაღალტოქსიკურმა აირებმა ქარხნის სარდაფში შენახული კონტეინერიდან გაჟონა. ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაჟონვის ფაქტი მალევე დააფიქსირა და კონტეინერი ქარხნის ფარგლებს გარეთ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაიტანა. მიუხედავად ამისა, 25 ადამიანი სასუნთქი გზების ანთებით საავადმყოფოში მოხვდა.

მეტი...

კიევის სავაჭრო ცენტრში, ბავშვთა გასართობ სივრცეში ხანძარია

კიევში სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტში, საბავშვო სივრცეში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ,,დედაქალაქის სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტიდან”, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს”, – წერს კლიჩკო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

დანია ახალი მონარქის კორონაციისთვის ემზადება

დანია ახალი მონარქის კორონაციისთვის ემზადება. 83 წლის დედოფალი მარგარეტი 52 წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტზე უარს ხვალ იტყვის, რის შემდეგაც სამეფო გვირგვინს მის ვაჟს, პრინც ფრედერიკს გადასცემენ. კორონაციისთვის მზადება კოპენჰაგენში უკვე კულმინაციას აღწევს. ქვეყნის დედაქალაქი ცერემონიისთვის ეროვნულ დროშებით გააფორმეს.

მეტი...

გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულოა ზამთრის საბურავები

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნახეთ გზების ჩამონათვალი სადაც აკრძალვებია დაწესებული: სამცხე–ჯავახეთი ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე – 138 კმ; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი – 82 კმ; ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი – 2,40 კმ; კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა – მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა – 128 კმ; დაბა ბაკურიანის წრიული – მთლიანად წრიული – 3 კმ; დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი – სრულად – 2,60 კმ; ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის…

მეტი...

დანია უკრაინას 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დანია უკრაინას ქალაქ მიკოლაივის აღდგენისთვის 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს პროექტებს სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, ასევე მიკოლაივის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოებისთვის საერთო საცხოვრებლის რეკონსტრუქციას, რომელიც განხორციელდება ორგანიზაციებთან UNOPS Ukraine და All Ukraine-სთან ერთად.

მეტი...

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“ – ბაიდენი

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა უილიამ ლაიმ გაიმარჯვა.

მეტი...

კაცი, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, დააკავეს

კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, ძაღლს სანადირო თოფიდან გასროლილი ორი ტყვიით მიაყენეს დაზიანებები. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მეტი...

,,თუ ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში” – კოკა მორგოშია

აქციის ორგანიზატორი კოკა მორგოშია აანონსებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ნატა ფერაძეს არ დაიჭერენ, ძალიან დიდი პრობლემები დაიწყება ქვეყანაში. ,,კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილები და გამკაცრდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და სიწმინდეები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ მივიღებთ უახლოეს პერიოდში. პლუს, ჩვენმა იურისტებმა გაიარეს ძველ პროკურორებთან, იურისტებთან საკითხი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ნატა ფერაძე არის დამნაშავე და არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. განცხადება ჩავაბარეთ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში და ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში პროკურატურა და “ქართული ოცნება” გონს მოეგება. მცირე ხულიგნობის მუხლით წაიყვანეს გამოძიება, ეს არის სისულელე და ევროპელებისთვის…

მეტი...

აქციის ორგანიზატორები ნატა ფერაძის დაკავებას მოითხოვენ

აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტიდან მსვლელობით თაბუკაშვილის განყოფილებამდე მივიდნენ. მათ პოლიციის განყოფილებაში განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, რომ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ის დააკაონ. ახლა ისინი მიემართებიან საპატრიარქოსთან. როგორც თავად ამბობენ, ისინი პატრიაქრს მიულოცავენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამის შემდეგ კი გააგრძელებენ გზას მსვლელობით სამების ტაძრისკენ, სადაც მივლენ იმ ხატთან, რომლის ირგვლივაც აჟიოტაჟი ატყდა და მოილოცავენ ხატს.

მეტი...

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა. მეწყერმა დაფარა ქალაქების, მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

მეტი...

,,ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა” – ირმა ინაშვილი

,,ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა”. ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. ინაშვილი ცოტა ხნის წინ ,,რადიკალების” მიერ დაორგანიზებულ აქციას შეუერთდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. ,,არც დავით თარხან მოურავი და არც მე ამ ხატის დაწერაში მონაწილეობას არ ვღებულობდით. ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა. ეს ხატმწერი მარხულობს, ის არის ქართველი ხატმწერი, ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, ჩაცხრება ეს ვნებათარელვა და დავასახელებთ ხატმწერის ვინაობას, შეგნებულად არ ვასახელებდი მანამდე, რომ თქვენ არ შეგეჭამათ. იმ…

მეტი...

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟორნე, პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სეჟორნე კიევში ჩავიდა, რათა დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს და საფრანგეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს ,,თითქმის 2 წელია, უკრაინა ფრონტის ხაზზე თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იბრძვის. საფრანგეთის დახმარება გრძელვადიანია. ეს არის ის, რის სათქმელადაც კიევში, ჩემი პირველი მოგზაურობით, ჩამოვედი,” – ამბობს სეჟორნე. უკრაინული მედია კი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, კატრინ კოლონას ვიზიტი იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობაში საკადრო გადანაცვლებებმა გეგმები შეცვალა.

მეტი...

გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს – არიან დაღუპულები

,,გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 71-ჯერ დაბომბეს”. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 71 ჭურვი ისროლა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, BpLA-დან, ხოლო ავიაციიდან 424 ჭურვი,” – აცხადებს პროკუდინი. მისი თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია იყო.

მეტი...

,,არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი” – რუსთაველზე ,,რადიკალების” აქცია იწყება

სტალინის გამოსახულებიანი ხატის დასაცავად, ,,რადიკალური მოძრაობის წევრები” რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. კოკა მორგოშია და აქციის ორგანიზატორები ცოტა ხანში მიმართავენ ხელისუფლებას და დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს და თავიანთ გეგმას გააჟღერებენ. ,,აუცილებლად, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 166-ე მუხლი საერთოდ არ გამოხატავს ქართველი მოქალაქეების ნებას. აუცილებლად სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს ნატა ფერაძე და საქართველომ უნდა ნახოს მყარი და პრინციპული სახელმწიფოს პოზიცია. არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს კანონიკურად არასწორია. მაგრამ არასწორია და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც არადეკვატურად მიიღებს ულტრალიბერალური ფლანგი. აღიქვამს, როგორც გამარჯვებას და…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ღია წერილს ავრცელებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ღია წერილს ავრცელებენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკის რეაბილიტაციის პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება მუდმივი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ უწევთ. გავრცელებულ ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: ,,პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბატონო ბიძინა, მოგესალმებით და მოგმართავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი ღია წერილით. მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ქვეყნის წამყვან სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიულ ცენტრად, რომლის კედლებში ცნობილ პროფესორ-მასწავლებელთა არაერთი თაობა აღიზარდა. რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი კოლექტივით ყოველთვის ერთგულად იდგა და დღესაც დგას სახელმწიფოს და…

მეტი...

საპატრაიქრქო ყველას მოუწოდებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრიში არ გადავიდეს

მატრონა მოსკოველის ხატის სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებასა და შემდგომ გან ვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს. როგოც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი პროტესტი მშვიდობისნი ფორმით უნდა წარიმართოს და ის პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს. „ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ. იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება“ – აცხადებენ საპატრიარქოში. შეგახსენებთ, რომ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინი იყო…

მეტი...

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

​ბორჯომში, რველი-ზანავის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას TV ბორჯომი ავრცელებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე საცობია და ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

მეტი...

ხატზე საღებავის შესხმას საპატრიარქო ეკლესიის დარბევად აფასებს

საქართველოს საპატრიარქო მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას ეკლესიის დარბევად აფასებს და განცხადებას ავრცელებს. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის. ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების…

მეტი...

სასამართლომ დონალდ ტრამპს 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის  400 000-მდე აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. ,,დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ,” – განაცხადა New York Times-ის სპიკერმა, დანიელ როუდს ჰამ. ცნობისთვის, 2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი…

მეტი...

გააგზავნიან თუ არა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში?

რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს ახალ კანონპროექტს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. ავტორების თქმით, კანონი ხელს შეუწყობს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” წარმატებით გაგრძელებას. ,,იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი კანონებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება აქვს, მიზანშეწონილია ამ კანონის მიღებაც,” – ვკითხულობთ მიმართვაში. ექსპერტების აზრით, ახალ კანონპროექტს ერთადერთი დანიშნულება აქვს, რუსეთს სურს ისე შეავსოს საკუთარი შეიარაღებული ძალების რიგები, რომ საყოველთაო მობილიზება არ გამოაცხადოს და რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება არ გაამწვავოს.

მეტი...

გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს

გორში, სოფელ რეხაში, ძაღლის მოკვლა სცადეს. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მეტი...

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 6. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს, პინგდინშანში, ადგილობრივი დაახლოებით 12:55 საათზე მოხდა. აფეთქების დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

მოქალაქეების პეტიცია და მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილის სახელზე მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი მას, მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ,,საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი ექსკლუზიური უფლებამოსილება, შეწყალების უფლება, და პოლიტიკური პატიმრობისაგან გაათავისუფლოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. თქვენი გადაწყვეტილება იქნება თქვენი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნებზე, რომელიც საქართველოს წარედგინა, როგორც წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად. მიგვაჩნია, რომ: მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოში მას არ აქვს უფლება ისარგებლოს თავისუფალი სასამართლოთი. ჩვენს მოსაზრებას საქართველოს სასამართლოების მხრიდან შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების პრაქტიკა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების…

მეტი...

ფოთის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტერი 85 000 ლარის მითვისებაშია ბრალდებული

ფოთის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ბუღალტერი დარეჯან ზუხბაია 85 000 ლარის მითვისებაშია ბრალდებული. ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აუდიტის სამსახურმა დევნილთა პოლიკლინიკა შეამოწმა და დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ დიდი ოდენობით თანხის მითვისების მიუხედავად ბუღალტერი სამსახურებრივ მოვალეობას კიდევ ერთი წელი ასრულებდა. მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაკონტროლებლის შესვლის შემდეგ დადგა. ერთ-ერთი ვერსიით, დევნილთ პოლიკლინიკაში აუდიტის სამსახურის შესვლის შემდეგ ბუღალტერი დარეჯან ზუხბაია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით გაიქცა და თავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფარებდა. ფაქტს ოჯახის ახლობელი არ ადასტურებს. 85 000 ლარის დაკარგვა შესამჩნევი, ერთი წლის შემდგომ, მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის გახდა, ამიტომ ექსპერტები…

მეტი...

ბორის აკუნინი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა. „ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. მონაწილეობდა უცხოელი აგენტების შეტყობინებების შექმნასა და გავრცელებაში“, – აცხადებს იუსტიცია. ცნობისთვის, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა აკუნინი “ტერორისტებისა და ექსტრემისტების” რეესტრში შეიყვანა. მოსკოვის თეატრმა კი მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა. მწერალმა რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანებს ნანგრევებში ისევ ეძებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. 37 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ მაგრამ, სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულები არიან 35 და 40 წლის მამაკაცები. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ. საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ. დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გამოძიება.

მეტი...

31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.4 მილიარდი ლარია

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგებმა კი, 856.7 მილიონი ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 477 ათასი ადამიანია. “საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთი მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ, კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა…

მეტი...

დეკემბერში, ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, საშუალო გასაყიდი ფასი კი გაიზარდა

2023 წლის დეკემბერში, ბათუმში 1 203 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში ბინების გაყიდვები გასული წლის ბოლოს 33%-ით შემცირდა. ,,2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – აღნიშნულია დეკემბრის მიმოხილვაში.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

აშშ-მა “ჰუსიტების” წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს “ჰუსიტების” სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა მათ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, “ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკულმა ავიამზიდებმა და ბრიტანულმა ავიაციამ, ფაქტობრივად, ერთდროულად, “ჰუსიტების” ბაზებზე წერტილოვანი თავდასხმები განახორციელეს. აფეთქებების შედეგად, მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. ,,უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი” მოიგერია,” – წერს უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი.

მეტი...