,,ჩინეთის არმია ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს ტაივანის დამოუკიდებლობის მცდელობები” – ჩჟან სიაოგანი

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ ძალისხმევას ჩაახშობენ. ,,ჩინეთის არმია ყოველთვის ინარჩუნებს სიფხიზლეს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მცდელობები ნებისმიერი ფორმით”, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჩჟან სიაოგანმა. ჩჟან სიაოგანმა ტაივანის მმართველი პარტია იმაში დაადანაშაულა, რომ კუნძულს ომის სახიფათო პირობებისკენ უბიძგებს. ცნობისთვის, ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.

მეტი...

,,აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი” – ჯონ კირბი

,,აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი”. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ,,ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ირანთან. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას და არ არსებობს სიტუაციის ესკალაციის მიზეზი, გარდა იმისა, რაც მოხდა ბოლო დღეებში”, – აღნიშნა ჯონ კირბმა. ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს. რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად,…

მეტი...

საქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებში, როგორიცაა: 2011 წ. „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი) 2013 წ. „ერთი–ერთში“ (ფინალისტი) 2014 წ. „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული) 2015 წ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი) 2017 წ. „The Voice of Turkey“(ნახევარფინალისტი) 2020 წ. „ყველა ერთად“(ფინალისტი) 2021 წ. Kenga Magjike (გამარჯვებული) 2021 წ. „ყველა ერთად“ (ფინალისტი) 2023 წ. American Idol (ტოპ 12) 2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023…

მეტი...

,,შეთანხმება კრემლთან მიღწეულია და ახლა ოჩამჩირის პორტი ტექნიკურად არის მოსამზადებელი” – შამბა

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შამბა ამბობს, შეთანხმება კრემლთან მიღწეულია და ახლა ოჩამჩირის პორტი  ტექნიკურად არის მოსამზადებელი, რომ მან დიდი გაბარიტების სამხედრო გემების მიღება შეძლოს. ,,სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან…

მეტი...

4 უკრაინელი მეზღვაური იემენელი ჰუტების ტყვეობაშია – ზელენსკი

იემენის შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჰუთებს, ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე“, – თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ცნობისთვის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა და მოკავშირეებმა გასულ ღამეს იემენში ჰუტების 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. საუბარია სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,…

მეტი...

თოვის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე

მარნეული-სადახლოს გზაზე, ქალაქ მარნეულთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ორივეს მძღოლი და მგზავრები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ. „ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ უკრაინის კანონის დარღვევით. ეს ადამიანების, თუ ისინი არიან მობილიზაციის ასაკის, უნდა იყვნენ უკრაინაში და დაეხმარონ უკრაინას. მე არ ვსაუბრობ იმაზე, უნდა იყვნენ თუ არა და ვინ უნდა იყოს ფრონტის ხაზზე, ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, თუმცა აქ საუბარია ეთიკასა და მორალზე“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ”„თუ იმყოფები უკრაინაში და არ ხარ ფრონტის ხაზზე, თუმცა მუშაობ და იხდი გადასახადებს, ასევე შეგაქვს წვლილი, იცავ ქვეყანას, ეს ძალიან…

მეტი...

,,აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ”- ერდოღანი

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით,  აშშ და ბრიტანეთი არაპროპორციულ ძალას იყენებენ. „იემენი, „ჰუსიტებთან“ ერთად და მთელი ძალის გამოყენებით, ამბობს, რომ გასცემს აუცილებელ პასუხს რეგიონში ამერიკასა და ინგლისს. ამბობენ, რომ აქ ოდნავი უმოქმედობის ადგილი არ არის. ამ დროისთვის, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიახლეებს ძალიან განსხვავებული არხებიდან. ჩვენ გვესმის სხვადასხვა არხებიდან, რომ „ჰუსიტები“ ძალიან წარმატებულ თავდაცვას ახორციელებენ და წარმატებით პასუხობენ ამერიკასა და ინგლისს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

თოვლი, ქარბუქი, ყინვა – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია  3-4 ბალიანი  შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია – “MESKO S.A”-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ,,საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ”- ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ,,ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ”, – აცხადებს ბუდანოვი.  

მეტი...

“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა დაახლობეით 2.5%-ით მოიმატა და 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია. დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ხუთშაბათს, ომანის სანაპიროსთან ტანკერი დააკავა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ომანის ყურე, სადაც ტანკერი დააკავეს, ახლოსაა  ჰორმუზის სრუტესთან, რომელიც ნავთობის მომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გადაზიდვის მარშრუტს წარმოადგენს. ”ბიბისის” ინფორმაციით,  ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოძრაობს ამ ვიწრო გასასვლელში.

მეტი...

ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება – ირმა ინაშვილი

“ვემორჩილებით პატრიარქის რჩევას – არ მოხდება ხატის გატანა იმიტომ, რომ არ არის საჭიროება ხატი გავიდეს ტაძრიდან, დარჩება ხატი ტაძარში” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძრისთვის შეწირულ ხატში კანონიკა დარღვეული არაა, ე.წ. სტალინის ეპიზოდს ხატში მაინც შეცვლიან”. „ჩვენ ვართ მაზიარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პატრიარქის რჩევა. როგორც მე ვიცი, ეს განცხადება იყო პატრიარქთან შეთანხმებული და იმის მიუხედავად, რომ პირადად ამ განცხადებამ სულ არ გამახარა და სხვაგვარად გადავწყვეტდი ამ საკითხს, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ რჩევას. ტექნიკურად ეს როგორ განხორციელდება ამაზე საუბარი…

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ კამპანიაში – #ვზრუნავმიუსაფარზე კერძო კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ

მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ კამპანიაში – #ვზრუნავმიუსაფარზე კერძო კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ. მონაწილეებს მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერები კომპანია ,,ზოოარეამ“, ხოლო, საკვები კომპანია ,,ზოომარტმა“ გადასცათ. სოციალური კამპანია – ,,ვზრუნავ მისაფარზე“ 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. კამპანიის პირობების მიხედვით, მოქალაქეებს ამ პერიოდში ჰეშთეგის #ვზრუნავმიუსაფარზე გამოყენებით, თავიანთ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის ისტორია უნდა გაეზიარებინათ. კამპანია 25 დეკემბერს დასრულდა და მისი ყველა მონაწილესთვის საჩუქრების გადაცემას კერძო კომპანიები კვლავ განაგრძობენ. სოციალური კამპანია – #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავდა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონზე 73 თავდასხმა განახორციელეს. რ  

მეტი...

,,გახარია ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას”- გია ვოლსკი

გია ვოლსკი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება. მისი თქმით,  გახარია პრემიერ-მინისტრობის დროს, ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა. „პრემიერ-მინისტრი (გიორგი გახარია) ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა (გახარიამ) და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

“ჩვენთვის ბევრად ხელმისაწვდომია რუსული ხორბალი” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

რატომ რჩება რუსეთი ხორბლის მთავარ მომწოდებლად ქართველი მეწარმეებისთვის – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ფასები და ხარისხია. „ჩვენ ყველთვის ვამბობთ, თუ რატომ არ არის ალტერნატივა.  მაგალითად, რატომ არ შემოგვაქვს ყაზახეთიდან და რატომ შემოგვაქვს რუსეთიდან. პირდაპირ გეტყვით, აქ არავითარი კავშირი არ არის პოლიტიკასთან. ჩვენთვის ბევრად ხელმისაწვდომია როგორც ფასებში ისე ხარისხში რუსული ხორბალი. რუსული ხორბალი არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს ჩვენზე მეტი გააქვს, რომელიც ადგილზე იქცევა ფქვილად.  ყაზახეთიდან  ბევრად ძვირი ჯდება შემოტანა. ამიტომ ძირითადი მომწოდებელი მაინც რჩება რუსეთი. ჩენ…

მეტი...

,,შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის”- იოვანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილიშენდობას ითხოვს. მისი თქმით, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა ეცნობებინა საპატრიარქოსთვის. ,,მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,” – წერს იოვანე მჭედლიშვილი.

მეტი...

,,დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ”- გია ვოლსკი

დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ რეალობაში იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. „დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც…

მეტი...

რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

დიდი  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა.  გავრცელებული ინფორმაციით, სუნაკი კიევში სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების (3 მილიარდ დოლარზე მეტის) პაკეტს გამოაცხადებს. ,,უკრაინაში ვარ, რათა უბრალო გზავნილი გადავცე, ჩვენი მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს და არ შესუსტდება. ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთან არის იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება”, -წერს სუნაკი.

მეტი...

,,მე არ ვარ მომხრე წმინდა მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულება წაიშალოს”- კონსტანტინე მორგოშია

კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, წმინდა მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულების წაშლის წინააღმდეგია. მისი თქმით, სტალინის წმინდა მატრონას მასთან შეხვედრაც, დიდი შინაარსისა და სიმბოლოს მატარებელია. ,,ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ, რომ მე არ ვარ მომხრე წმინდა მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულება წაიშალოს, რადგან სტალინი, გარდა იმისა, რომ ისტორიაში ძალიან დიდი მოვლენაა, წმინდა მატრონას მასთან შეხვედრაც, დიდი შინაარსისა და სიმბოლოს მატარებელია! მაგრამ პირადად მეც და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიც, ამაზე იმ შემთხვევაში იქნება თანახმა, თუ სტალინის გამოსახულების ნაცვლად, ნატა ფერაძეს ჩაახატავთ მანდ(იმ პოზაში, რომელშიც ხატს საღებავს ასხავს), მაგ შემთხვევაში, ესეც ისტორიული მოვლენა იქნება, მეც…

მეტი...

„შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას ავრცელებს. ჯაღმაიძის თქმით, მისი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქგვერდი. „შექმნილია ჩემი ფბ გვერდის იმიტირებული გვერდი და არის მიმოწერები, კომენტარები და პროვოკაციული პოსტები.Andrea Jagmaidze-დან გაკეთებული კომენტარი ან მიმოწერა ყალბია და სავარაუდოდ გუშინ დაწყებულ ნეგატიური კამპანიას ემსახურება“,-წერს ჯაღმაიძე.

მეტი...

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხო. თანამდებობდა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სტეფან სეჟორნე ასევე  გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორია. ფრანგული მედიის ცნობით,  მათ დაშორება საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებია. თუმცა, საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში, ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს. კულტურის მინისტრის თანამდებობა  რაშიდა დათიმ დაიკავა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად კეტრინ ვოტრინი დაინიშნა, ამელი ოუდეა-კასტერა კი, განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.  

მეტი...

,,ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა”- ხვიჩია

,,მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა,”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი. „ივანიშვილის დებატებში გამოწვევაც ლოგიკური იყო, იქიდან გამიმდინარე, რომ მოღალატეს როცა გეძახიან, სულ მცირე დაგაინტერესებს და საჯარო სივრცეში მოისმინო, ამას რატომ გეუბნებიან. არც კობახიძის პასუხი გაკვირვებია არავის. მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა. გააჩნია, შენ რას იტყვი და დარწმუნებული ვარ, გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი. ისევე, როგორც ბატონ ბიძინას…

მეტი...

,,სასაცილოა, მოსკოვთან დაკავშირებით საერთოდ რომ საუბრობს კომკავშირის ყოფილი მდივანი”- პაპუაშვილი ხაზარაძეზე

სასაცილოა, მოსკოვთან დაკავშირებით საერთოდ რომ საუბრობს კომკავშირის ყოფილი მდივანი, ვისთვისაც მოსკოვი ცენტრი იყო, მამუკა ხაზარაძე ქვეყნის გარეთ იყურება, რას დაავალებს ცენტრი და როგორ უნდა იმოქმედოს, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. „ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი – პროექცია, როცა ადამიანი საკუთარ რაღაც პრობლების თუ თვისებების პროექციას სხვაზე ცდილობს. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთს და მოსკოვს. სასაცილოა, მოსკოვთან დაკავშირებით საერთოდ რომ საუბრობს კომკავშირის ყოფილი მდივანი, ვისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი. ეს არის პროექცია.…

მეტი...

,,ჩანს, დანიის ელჩი საკმარისად კომპეტენტური არ იყო, აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია არ მომხდარიყო”- პაპუაშვილი

დანიის ელჩმა სავარაუდოდ ვერ შეძლო საკუთარი აზრის ისე წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი არ ჰქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოების თვალში წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას იწვევს ხოლმე. „ევროკავშირის ბოლო რეკომენდაციიდან გამომდინარე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი საკითხი. ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მნიშვნელოვანია რეაგირება. გუშინ ვნახეთ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი გარემოება ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, იმით, რომ ელჩმა ვერ მოახდინა საკუთარი აზრის ისე ფორმულირება, რომ სწორად გაგებულიყო. არაკომპეტენტურობა თუ არის, რომ ელჩი კონტექსტებში ვერ სვამს საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ,…

მეტი...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მეტი...

ფქვილის ძირითად მომწოდებლად ისევ რუსეთი რჩება

საქართველოში პურის ფქვილის დეფიციტი არ არსებობს და როგორც ყოველთვის, 3 თვიანი მარაგი არსებობს. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, იმპორტირებულ ფქვილს ადგილობრივი მოსავალიც ემატება. „საქართველოში ფქვილის მარაგი არსებობს. გვაქვს 3 თვიანი მარაგი.  ადგილობრივი წისქვილებიც მუშაობს, აწარმოებენ ფქვილს, რაც ემატება იმპორტირებულს. ეს კი მეწარმეებს საშუალებას აძლევს, დღევანდელ ეტაპზე, პურის ფასები შენარჩუნებული იყოს“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება კითხვას, საიდან ხორციელდება იმპორტი ძირითადად, მან გვიპასუხა, რომ მთავარი მომწოდებელი ისევ რუსეთია. „ჩვენ ყველთვის ვამბობთ, თუ რატომ არ არის ალტერნატივა.  მაგალითად, რატომ არ შემოგვაქვს ყაზახეთიდან და…

მეტი...

ბათუმში სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სასწრაფოს ავტომობილი ამოტრიალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რრომ დაშავებულია სამი პირი. თვითმხილველების განცხადებით,  ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“, ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება”- ანა ბუჩუკური

„ეს როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი „ტიკ-ტოკ“ ვიდეოების ყურება,”- ასე ეხმაურება  პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის. „ეს როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი „ტიკ-ტოკ“ ვიდეოების ყურება, კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგება და იქნებ, რაღაცნაირად განიმუხტოს. ეს ნახევრად ხუმრობით. შედარებით სერიოზულზე რომ გადავიდეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის, რადგან ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გადაეფარონ ბიძინა ივანიშვილს. მთავარი აქ არის, რომ…

მეტი...

„ამ ეტაპზე, წყლის საფასურის გაზრდა პურის ფასზე არ აისახება“ – მალხაზ დოლოძე „მედიაცენტრ მთავარში“

“წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე არ აისახება, შენარჩუნებული იქნება პურზე ის ფასები, რაც გვაქვს” – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”  განაცხადა. როგორც მან აღნიშნა წყლის საფასურის მატებას დენის ფასის კლება აბალანსებს. „წყალზე მომუშავე კომპანიები, ვისთვისაც წყალი ნედლეული იყო, ქალაქიდან გავიდნენ  იმის გამო, რომ წყლის ტარიფი მართლაც ძალიან მაღალი იყო. მე ვიცი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კომპანია გაკოტრდა წყლის გადასახადის გამო. როდესაც გაჟღერდა წყლის ტარიფის მომატება, ამავე დროს გაჟღერდა ძალიან კარგი ინფორმაცია – შეღავათი ელექტროენერგიაზე. როდესაც ჩვენ ეს გადავიანგარიშეთ, ძალიან კარგად აბალანსებდა ერთი მეორეს. ამან მოგვცა…

მეტი...

,,უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა”- ზელენსკი

უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მის თქმით,  უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას „ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკებსა და ზარალზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ  ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის  ძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...