,,მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?“- დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული. მისი თქმით, ამდენი ტყუილის ატანა უკვე აღარ შეუძლია.

,,მორიგი რაღაც ტყუილებია, გავაფრენ ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ. როდის დაიწერა ეს ხატი? – 2018 წელს და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია მელოტი ვარ. მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?“, – აცხადებს თარხან-მოურავი.

მსგავსი თემები