EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საუბარი იყოს სანქციების სიებში დამატებაზე, ვაჭრობის დამატებით შეზღუდვებსა და არსებული სანქციების გვერდის ავლით ბრძოლის ახალ ზომებზე.

გარდა ამისა, გრძელდება დისკუსიები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი ფონდის შექმნის გეგმებზე, რათა ხელი შეეწყოს დახმარების დაფინანსებას.

მსგავსი თემები