,,შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით” – კობახიძე

შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარტნიორების პოზიციაში კონსტრუქციულობის ელემენტები შეინიშნება და იქმნება შთაბეჭდილება კანონის ნორმებზე დისკუსიის მზაობის შესახებ. „მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახლა არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თავად არ წერს ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ…

მეტი...

,,კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა” – კობახიძე

რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას – მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა, რამაც ამ კანონის მიღება გახადა აუცილებელი. „ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიცირება, მიღება აუცილებელი – პირველ რიგში…

მეტი...

18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს რუსული კანონი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ და რუსული კანონის გაწვევისა და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ. ,,ჩვენ, ხელმომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” ხელახალი შემოღების და ჟურნალისტების და რეპორტიორების მიმართ ძალადობის უეცარი ზრდის და სხვა შეზღუდვების შესახებ. ვიმეორებთ მოწოდებას კანონპროექტის დაუყოვნებლივ გაუქმების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, 20 მედიამუშაკის…

მეტი...

კრიტიკული ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებმა პრემიერთან შეხვედრა დროებით დატოვეს

პრემიერ  კობახიძესთან შეხვედრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებმა დროებით დატოვეს. მიზეზი კობახიძის ჩვეული პროპაგანდისტული განცხადებები გახდა. თოქშოუების წამყვანებმა კობახიძეს შეახსენეს, რომ ისინი იქ კითხვების დასასმელად მივიდნენ და არა მისი ყოველდღიური განცხადებების მოსასმენად. ,,რუსული კანონის პროპაგანდა არ მჭირდება, მე აქ მოვედი იმისთვის რომ კითხვები დაგისვათ. თუ გინდათ კითხვებზე პასუხი, მოგვისმინეთ. მთავრობის სხდომაზე ისედაც ხომ საუბრობთ ამ ყოველივეს”, – მიმართა მთავრობის მეთაურს ეკა მიშველაძემ. ამის შემდეგ კი “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წარმომადგენლებმა შეხვედრა დროებით, შეკითხვების ეტაპზე გადასვლამდე დატოვეს.

მეტი...

,,ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს” – კალაძე

,,ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს”, – ამბობს თბილისის მერი, კახი კალაძე. ,,დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია “ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია”. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას. ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი მესიჯები. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ”, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

სასწორზე დევს ევროატლანტიკური გზა და ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობას – ლუკ კოფი რუსულ კანონზე

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ რუსული კანონით სასწორზე დევს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ზიანი ადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს: ,,მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას და ასევე ქართველ ხალხს, თუ რა დევს სასწორზე ამ კანონპროექტით. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ გზას და ასევე ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობას. ამიტომ, მე ვთვლი, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, თუ რა ვითარებაა ახლა. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება იქნება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ერთიან პლატფორმაზე, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები და არჩევნებზე შეეცადონ რომ შეცალონ არსებული ხელისუფლება”,…

მეტი...

„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!… მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“ – ნუცა ბუზალაძე შთამბეჭდავი გამოსვლის კადრებს აქვეყნებს

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და გუშინდელი გამოსვლის კადრებს აზიარებს. „ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ! მიყვარხართ მთელი გულით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს უპირობო სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!!! მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

მეტი...

რას ედავებიან სამხედრო ბლოგერს, რომელიც გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს

ბლოგერი უჩა აბაშიძე, დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას ელოდება. დაკავებიდან მეორე დღეს, ის ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და მისი პოზიციები მოისმინა. უჩა აბაშიძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამოღებული იარაღიდან მხოლოდ ორია ნამდვილი, რომელიც ოფიციალურად, ისედაც უჩა აბაშიძის სახელზეა რეგისტრირებული, დანარჩენი იარაღი კი ,,აირსოფტის” სათამაშოდ გამოიყენება. უჩა აბაშიძე, სამართალდამცველებმა გუშინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს: კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. თუმცა,…

მეტი...

,,მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა” – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები: ,,ელჩი დანიგანი შეხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”, – წერს საელჩო.  

მეტი...

,,ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი” – სტუდენტების პასუხი კობახიძეს

,,ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი”, – წერს ორგანიზაცია სტუდენტები ევროპული მომავლისთვის და პრემიერ კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ანტირუსული აქციების მონაწილე ახალგაზრდებზე დღეს თქვა, რომ ისინი ,,ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფები” არიან: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება, ი. კობახიძე უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას ჩვენს ორგანიზაციაზე – ამბობს, რომ ვართ ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდები. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ემსახურება ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის ტარგეტირებასა და გაშავებას. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, რომ ეს გაუგონარი სიცრუეა, ამ განცხადების ადრესატი რუსული ოცნებაა, რომელსაც მივმართავთ: ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი. მადლობა ყურადღებისათვის!”, – წერს ორგანიზაცია.

მეტი...

,,ყველა ნორალური მთავრობა იამაყებდა ასეთი ახალგაზრდით – ესენი ციხეში სვამენ” – Freeuni-ის პროფესორი

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა ოსმანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 9 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტი კურსდამთავრებული, გუგა მიქაბერიძე დააკავეს. ,,SOS! SOS! SOS! გუშინ დაიჭირეს (დაკავების ვიდეოა კომენტარში) ფიზიკის პირველი ნაკადის საუკეთესო სტუდენტი (ჩვენი ალუმნი) გუგა მიქაბერიძე: თავისუფალი უნივერსიტეტის სახე, დაამთავრა არა მარტო ფიზიკის სკოლა, არამედ მათემატიკის და კომპ. მეცნიერებათა სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლის საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოს მლობელი (იხ. ბმული), ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამზადებდა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებისთვის ნაკრებებს წარმატებით (ოქროს მედლები), იყო ზეილონა გორას უნივერსიტეტში ერაზმუს პროგრამით წასული და შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა სადოქტორო პროგრამის…

მეტი...

,,ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი მესიჯები” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა. კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად. „დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას. ძალადობაა,…

მეტი...

საჯარო მოხელის მიმართვა ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებს

ბათუმში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელმა მიმართა. ,,მუნიციპალურ სამსახურში, და რაც არ მიშლის ხელს ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა არის, ვიდგე სახელმწიფოებირივი ინტერესების დასაცავად. როგორც ერთ-ერთი მთავარი ქართველი, ვაჟა-ფშაველა იტყოდა, “არ დაიკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა”. ვფიქრობ, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ ღიად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, იდგნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”, – ამბობს აქციის მონაწილე საჯარო მოხელე.

მეტი...

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ჩამოდის

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი ჩამოდის. ინფორმაციას გამოცემა ,,პუბლიკას” აშშ-ის საელჩო უდასტურებს. როგორც მათ აღნიშნეს, ვიზიტის დეტალები მოგვიანებით ოფიციალურად გახდება ცნობილი.

მეტი...

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს მიმართავენ, გადახედონ გადაწყვეტილებას კანონპროეტზე

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების  საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიმართავენ და მოუწოდებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას გადახედონ. „ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს“ – აღნიშნულია განცხადებაში. წერილის მეორე ნაწილი კი უშუალოდ კანონპროექტიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირდება. „„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის…

მეტი...

ჟურნალისტს მანქანა დაუზიანეს, სახლთან კი ბანერები გაუკრეს

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილს ავტომანქანა დაუზიანეს.  საცხოვრებელი სახლის ფასადზე კი შეურაცხმყოფელი პლაკატები გაუკრეს. „ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას“ – აცხადებემ „სტუდია მონიტორში“.  

მეტი...

პაპუაშვილის უარის მიუხედავად, საპარლამენტო დელეგაციები თბილისში მაინც ჩამოდიან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე ქვეყნის დელეგაციას საქართველოში ჩამოსვლა სურდა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დელეგაციისთვის უარის თქმა მოუწია. „რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის – მე ვერ შევხვდები, – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე განმარტებით, მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და მაინც აპირებენ ჩამოსვლას. „ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის. 13-14 ორშაბათი-სამშაბათი. ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე…

მეტი...

“თითქოს სათამაშო იარაღზე იყო საუბარი, მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ“ – პაპუაშვილი ბლოგერის დაკავებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, ფაქტის შესახებ ოპოზიცია და ენჯეოები მოტივირებული არიან სიყალბე გაავრცელონ. „ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა – იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის,…

მეტი...

„დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ძალადობისკენ“- პაპუაშვილი

„დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ენჯეო-ების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს პარლამენტის პიკეტირებისკენ მუწოდებენ. „მე ვერ ვნახე ვერც ერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის NGO-ები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, ვთქვათ, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც თავისთავად უკვე კანონის დარღვევაა“- განაცახდა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამგვარი მოწოდებების მიზანი ძალადობის…

მეტი...

„დაბლოკილია მსჯელობა, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც ჩართულია“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, ხოლო საკითხის ტრაფარეტებით გადაფარვა მიმდინარეობს. რაშიც, პაპუაშვილის მტკიცებით უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული. მან ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძის ახალგაზრდებისადმი გავრცელებულ ღია წერილზე და თქვა, რომ საკითხებს არ უნდა შეხედონ მხოლოდ ემოციებით, მნიშვნელოვანია შინაარსი. „ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში, არის ის, რომ დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული იმ მხრივ, რომ ნაცვლად იმისა, იყოს საღი დისკუსია საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, ჯიუტი მცდელობაა, არ შევიდეს ვინმე დისკუსიაში და მიეკეროს კლიშეები ამა თუ…

მეტი...

„ძარცვა და არასრულწლოვნების მიმართ ტრეფიკინგი“ – შსს-მ 15 ადამიანი დააკავა

შსს-მ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უწყების ინფორმაციით,  არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000…

მეტი...

„ამ კანონის, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები იქნება ბევრ პროგრამაზე“- აშშ-ს სავაჭრო პალატა

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაციები და როგორც წესი, არ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, მაგრამ იმის გამო, რაც ახლა ხდება, იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ამ კანონს, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები ექნება ბევრ პროგრამაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ბევრი პროგრამა ხორციელდება განათლების, კულტურის, ტურიზმის სფეროში და კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მათი გაგრძელება ძალიან რთული აღმოჩნდეს. „ვფიქრობ, ამ კანონის შეთავაზება, რომ უცხოური ჩარევა დასავლელი მოკავშირეებისგან პოტენციურად ცუდია, აუცილებლად გადადებს ბევრ უცხოურ ინვესტიციას…

მეტი...

“ქართული ოცნების“ ოფიში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

მეტი...

„სოლიდარობას ვუცხადებთ,  გუშინ დაზარალებულ თანამემამულეებს. ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” – ენმ

„გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! – აღნიშნულის შესახებ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. პარტიაში გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტის  დაკავების ფაქტსაც ეხმაურებიან. ენმ მომხდარს სამარცხვინო ფაქტს უწოდებს. „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს აქტიურად აგრძელებს. გუშინ საღამოს ყველამ ნათლად ვიხილეთ სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძის მიმართ განხორციელებული ყოვლად სამარცხვინო ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები. ყველასთვის ნათელია, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნითაა ნაკარნახევი. ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ მათ ეზოში მობილიზებული ე.წ. ზონდერ დაჯგუფებები,…

მეტი...

„ადგილსამყოფელის შეუტყობინებლობა, ძალის გადამეტება“ – აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის დროს გამოკვეთილი პრობლემები

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებებს იცავენ, ასახელებენ პრობლემურ ტენდენციებს, რომლებიც მათ მიერ პროცესში გამოიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით 8 ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, არსებობს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა; ასევე, დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება და დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. „8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას. 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება 134 დაკავებული პირის შესახებ. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი…

მეტი...

რომელი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები გაივლიან ნარკოლოგიურ შემოწმებას

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვისაც ნარჩუნდება. ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება. აღნიშნული ცვლილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს დაუჭირა მხარი. პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად კი, დაგეგმილი იყო იმ ნორმის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.  

მეტი...

“ვინც შენ რამე გაპატიოს  ის იყოს უკანასკნელი კაცი! შენ გინდა, ბიჭო, შვილი რომ მომიკლა?” – სამხარაძე ჯაფარიძეს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ „გირჩის“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს შვილის ლიკვიდაციის მუქარას არ შეარჩენს. სამხარაძის ინფორმაციით,  “გირჩი-მეტი თავისუფლების” წარმომადგენელმა, რომელთანაც მას საუბარი ჰქონდა, განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების ოჯახის წევრების ბულინგის დავალება მიიღეს. “24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც გირჩის წევრია! ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, გირჩს დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! 20-მდე აქტივისტმა მზაობა გამოვთქვით, შენთან და შენი ოჯახის წევრებთან დაგვერეკა ან ესემესი მოგვეწერაო! ჩვენს ჩატში,…

მეტი...

,,ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მოსთხოვენ ნათესავებმა და მათმა თანამშრომლებმა აქციებზე არ იარონ” – ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდაჭერას აიძულებენ. ხაბეიშვილი ბიზნესმენებს მიმართავს და ამბობს, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა მათ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთონ ივანიშვილსა და საქართველოს შორის. ,,დღეს, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის, კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რომ რუსული კანონი დაიცვან, მხარი დაუჭირონ და უარი თქვენ ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, არ ვიცი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები,…

მეტი...

აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა – ომბუდსმენის რწმუნებულებმა 8 პირი მოინახულეს

სახალხო დამცველის ცნობით, მისმა რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ,,ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც. არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სახალხო დამცველის…

მეტი...

დიმიტრი ჩიქოვანმა საავადმყოფო დატოვა

,,ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, რომელსაც 8 მაისის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა დატოვა. ,,გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ, გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავთხრით ტ*აკში. არა რუსულ მთავრობას”, – განაცხადა მან.

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ასპარეზობს

ისტორიაში პირველად, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელებს “თბილისის არენაზე” უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 25:27 დათმეს. საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ვენაში გაიმართება და ორი მატჩის შედეგებით გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს. მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ. ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში თამაშის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა.

მეტი...

დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებში აქციები გაიმართება

დღეს, 10 მაისს, რუსული კანონის გასაპროტესტებლად რეგიონებში აქციები იმართება. გორში მოქალაქეები 18:00 საათიდან საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მსვლელობას ლომჭაბუკის სკვერის მიმართულებით გამართავენ. აქციის ორგანიზატორები სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. “ჩვენ როდესაც ჩავდივარ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, რომლებსაც სამწუხაროდ, საზღვარს მოიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სკოლის ფანჯრებიდან, ბაღის ფანჯრებიდან როგორ ყოველ წამს მავთულხლართებს აბამენ და ჩვენ მიწაზე დადიან რუსის ჯარისკაცები, როდესაც შენ ქალაქში ეს ხდება, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო ამ კანონპროექტზე”, – ამბობს აქციის მონაწილე. ,,ჩვენ როდესაც ჩავდივარ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, რომლებსაც სამწუხაროდ, საზღვარდ მოიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სკოლის…

მეტი...

,,ვგმობ, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს” – წულუკიანი ელჩზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რუსული კანონის გამო გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებას ეხმაურება და დიპლომატს აკრიტიკებს. წულუკიანი ამბობს, რომ “ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს.” ,,როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ. დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ…

მეტი...

მაშველებმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში, მე-4 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. მაშველებმა კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 14-16 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მეტი...

წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე – ჩაჩანიძე თავდასხმაზე

წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ. ,,იყვნენ სულ ოთხნი, ორი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი წამოვიდა მეორე მხრიდან, ერთი მანქანით ელოდებოდა, სამანქანო გზაზე გადავირბინე, იქ, გზაზე იყო გაწევ-გამოწევა, წავიქეცი და ფეხებს მირტყამდნენ სახეში, რომ როგორმე სახეზე დაემჩნიათ რამე, რაც ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ კარგად დავიცავი ხელებით, მაჯებით და მუშტებით. არ მაქვს პოლიციის იმედი და შსს-ს რაიმე რეაგირების იმედი, თვითონ არ დამკავშირებიან და არც მე არ ვუკავშირდები დიდად, იმიტომ რომ რა ვიცი, კიდევ რამე ახალი არ მოიფიქრონ,…

მეტი...

,,ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა უდიდესი სირცხვილია” – ზურაბიშვილი კობახიძეს

ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა უდიდესი სირცხვილია, – წერს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ,,ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხიებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სუძულვილის ენა…

მეტი...