პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”მოქალაქეები იკრიბებიან. აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, რადგან 13 მაისს,   ხელისუფლება ე.წ „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პარალამენტის შესასვლელები ჩაკეტილია სპეციალური რკინის ურდულებით.

 

 

მსგავსი თემები