11 წლის გოგოს მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა

11 წლის გოგოს, 40 წლამდე მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა და თან ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის ორივე ფორმის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს და ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის წარუდგინეს, რომ ქმარს შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა. მოძალადე მამინაცვალს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დედა ამბობდა, რომ მოზარდის არ სჯეროდა, თუმცა 3-წლიანი გაუპატიურების ფაქტები გამოძიებამ და ექსპერტიზებმა დაადასტურა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კაცი წლების განმავლობაში შშმ ბავშვს ქუჩაში გასვლას აიძულებდა და შეგროვებულ თანხას მეუღლესთან ერთად იყოფდა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ძმასთან ერთად, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეესწრო, მინდობით…

მეტი...

,,ვიღაც არაკაცმა გაიმეტა” – ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლეს

ვარკეთილში, გვიან ღამით მიუსაფარი ძაღლი მოკლეს. ამის შესახებ, ინფორმაცია ცხოველთა დამცველებმა სოციალური ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელებს. „ვარკეთილში ვიღაც ნაბიჭვარმა ძაღლი დაჩეხა დანით. ძაღლი სავარაუდოდ სისხლით დაიცალა. უსაყვარლესი ცუგოა, ყველა ვეფერებოდით ხოლმე, „მაჭახელას“ წინ იწვა ხოლმე. ვიღაც არაკაცმა გაიმეტა…“, – წერენ ჯგუფში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

„სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების მიზანი, „საქართველოს უკრაინიზაცია” იყო. მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ცნობილი იყო, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. „იმ დროისთვის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და ისინი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ თავად ჰქონდათ ომის დაწყების მოლოდინი. შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე მომწიფებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი იყო მოსალოდნელი. ამ კონტექსტში ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მის არალეგალურად ჩამოყვანაში…

მეტი...

ისრაელის დელეგაცია პარიზში მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ისრაელის დელეგაცია პარიზში მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მოლაპარაკებები ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას CIA-ის, მოსადის, ისრაელის საშინაო დაზვერვის, ეგვიპტის დაზვერვის ლიდერები და კატარის პრემიერმინისტრი მიიღებენ.

მეტი...

აშშ-ში ერთმანეთს 43 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ABC NEWS-ის ინფორმაციით, ამერიკის მერილენდის შტატში, ერთმანეთს 43 ავტომობილი შეეჯახა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კენჭის ყრაში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. უცხოური მედიის ცნობით, ხმის მიცემა, დაახლოებით, 4,5 მილიონ მოქალაქეს შეეძლო. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიხურა. წინასწარი შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. მედია წერს, რომ მოსალოდნელია მეორე ტური ორ წამყვან კანდიდატს შორის. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, კოალიციური პარტიის კანდიდატი ალექსანდრ სტაბი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო, რომელსაც 23% აქვს. ცნობისთვის, ფინეთის მოქმედი პრეზიდენტი საული ნიინისტეა. ის ფინეთის მოსახლეობამ თანამდებობაზე ექვსწლიანი ვადით, ორჯერ უკვე აირჩია.

მეტი...

ბრიტანეთში თავდასხმის შედეგად 2 მოზარდი დაიღუპა

ბრიტანეთში, სამხრეთ ბრისტოლაში თავდასხმის შედეგად 15 და 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ. დაღუპულებს ნოულ ვესტში შაბათს, დაახლოებით 23:20 საათზე, ჯგუფურად დაესხნენ თავს. ოფიცრები გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ და ბიჭებს პირველადი დახმარება გაუწიეს შემთხვევის ადგილზე, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კვირას დილით გარდაიცვალნენ. თავდასხმაზე დაკავებულია 44 და 15 წლის ორი ადამიანი. ასევე ამოღებულია ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გაიქცნენ. გამოძიება მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის მეფეს ოპერაცია ჩაუტარდა

BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიჰბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ. „ჩარლზ მესამე ბედნიერია იმის გაგებით, რომ მის დიაგნოზს საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ პოზიტიური გავლენა ჰქონდა” – აღნიშნულია ინფორმაციაში. ჩარლზის მეუღლემ, დედოფალმა კამილამ მედიასთან განაცხადა, რომ მონარქი თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

რუსებმა ბერისლავი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

ბაკურიანში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი იქვე არსებულ ბოძს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ბორჯომი TV ავრცელებს. მომხდარის შესახებ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. „ქალაქ მეზონ-ალფორში გამართული საფრანგეთის ჩემპიონატი ხმლით გუნდურ პირველობაში, კიდევ ერთხელ ფარიკაობის კლუბმა ორლეანმა მოიგო, რომლის ლიდერი მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა! ორლეანის ღირსებას სანდროსთან ერთად, ფრანგები ბოლად აპიტი და ძმები ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ” – წერია ინფორმაციაში.

მეტი...

6080 ოკუპანტი და 99 ტანკი – რუსეთის 1 კვირის დანაკარგი უკრაინაში

„გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 6080 რუსი ტერორისტი. კერძოდ, მათ გაანადგურეს 99 ტანკი და არა მხოლოდ” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა. მისივე ცნობით, რუსეთმა ერთი კვირის განმავლობაში 6080 ჯარისკაცი, 952 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა. 21-დან 28 იანვრამდე განადგურებულია 99 ტანკი, 205 ჯავშანტექნიკა; 222 საარტილერიო სისტემა; 4 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 241 საავტომობილო ტექნიკა; 44 ერთეული სპეცტექნიკა. ამასთან, პავლიუკის ინფორმაციით, განადგურებულია 27 რაკეტა და 105 დრონი.

მეტი...

EU-ს წარმომადგენელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა. კლაარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს აფხაზეთში მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებს ათწლეულზე მეტია. „ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, 2024 წლის იანვრის ბოლოს ვაპირებდი აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი. დღეს მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება. არ მესმის, როგორ ემსახურება ეს მოვლენები ვინმეს ინტერესებს, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის. აფხაზეთის ღიაობა უკრაინაში რუსეთის ომს არ უნდა შეეწიროს. ევროკავშირი ხელს უწყობს ან…

მეტი...

ჩინეთი – საერთაშორისო მედია და ცეკვა აჭარული (ვიდეო)

ეს ჩინეთია, იუნანის პროვინცია, სადაც საერთაშორისო მედია მოგზაურობს. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი, რომლის შესრულებულმა „აჭარულმა“ 15 ქვეყნის წამყვანი მედია-მენეჯერები აღაფრთოვანა და ააცეკვა.  

მეტი...

რუანდაში სამგზავრო გემი ჩაიძირა – არიან დაღუპულები და დაკარგულები

აღმოსავლეთ რუანდაში სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ერთი. შემთხვევა რვამაგანას რაიონში პარასკევს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გემი ძლიერი ქარის გამო ამობრუნდა, გემიდან 31 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ბორტზე ძირითადად ნგომას რაიონში მოსავლის აღებიდან უკან წამოსული ფერმერები იმყოფებოდნენ.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ლიპყინულის გამო, ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპრტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

მეტი...

ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ

ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შესაწყვეტად ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის. საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დიზელზე.

მეტი...

სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიას დაესხნენ თავს

სტამბოლში შეიარაღებული პირები კათოლიკურ ეკლესიას დაესხნენ თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი თურქეთის დედაქალაქის ევროპულ ნაწილში, წმინდა მარიამის ეკლესიაში, საკვირაო მესის დროს მოხდა. შენობასთან ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ეკლესიაში მყოფი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს, მათი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

საბერძნეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენი ვაშინგტონის წინადადებას დათანხმდა და მზადაა უკრაინას „ტორის,“ „ოსას“ და „S-300“-ის ტიპის სისტემები გაუგზავნოს, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატებისგან 200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიღებს.

მეტი...

ორ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3 500 დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ,,უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. ​მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის ყველა აქტივი – სახელმწიფო ტერორისტული და მასთან დაკავშირებული პირების – გაყინული სხვადასხვა იურისდიქციებში, უნდა მუშაობდეს რუსული აგრესიისგან დასაცავად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში…

მეტი...

სენაკში, ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღებისთვის დაკავებულ ანრი ლოლუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანრი ლოლუა ბრალს აღიარებს. მას ადვოკატი არ ჰყავს. თუმცა, რადგან საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მის ინტერესებს, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი “საქართველოს ბანკის” ფილიალში 26 იანვარს შეიჭრა. მუქარით ის თანხას ითხოვდა და 900 ევროს წაღება მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. გატაცებული თანხაც და დანაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მეტი...

ახალქალაქი-კარწახის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

ექიმები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკასთან აქციას მართავენ. მათ შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და კლინიკის დემონტაჟი ამ ფორმით გააპროტესტეს. „აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას. 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი,” – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა. ცნობისთვის, ექიმების მოთხოვნაა გაუქმდეს საავადმყოფოს…

მეტი...

382 110 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 382 110 (+740) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.01.24-მდე ასეთია: ტანკები – 6280 (+9), ჯავშანტექნიკა – 11671 (+19), საარტილერიო სისტემები – 9097 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 972 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 660 (+0), თვითმფრინავები – 331 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7041 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 1845 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –…

მეტი...

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს „ლუზერად” მოიხსენიებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს  „ლუზერად“ მოიხსენიებს: „დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა მოენახულებინა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების საფლავი პარიზის გარეუბანში და ეს გმირები ლაწირაკებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ჩემს შვილზე და სხვებზე ასე ლაპარაკს. მე მათ პატრიოტებს და გმირებს ვუწოდებ. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია. ეს მე მაბრაზებს, ბოდიშს ვიხდი სიბრაზისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად შეურაცხმყოფს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მეტი...

უკრაინაში კვლავ საჰაერო განგაშია

რაკეტების საფრთხის გამო, უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო საფრთხე გააქტიურებულია კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

მეტი...

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერდა

დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში. მანამდე სააგენტოს დაფინანსება შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ და კანადამ შეუწყვიტეს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია

რუსმა ოკუპანტებმა ღამით დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი 15 წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა 14 მრავალბინიანი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და 9 მანქანა. ,,01:30 საათზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მირნოგრადის საცხოვრებელ ზონაზე. საკუთარ სახლებში ყოფნისას 15 წლის ბიჭმა და 35 წლის კაცმა დაზიანებები, ჭრილობები და სისხლჩაქცევები მიიღეს. მათ მეზობელს კი ექიმებმა თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცადებაში.

მეტი...

სტუდენტების პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ისევ ბლოკირებულია. სტუდენტების მოთხოვნა კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოსახლების დროს დაკავებული კაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებაა. ასევე, გამოსახლებების სერიის შეჩერება. ,,ეს განცხადება არის სამარცხვინო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი დესტრუქციული ნაბიჯი არ გადადგმულა. პირიქით, ჩვენ როდესაც შევედით სამი დღის წინ, შევედით მშვიდობიანად, დავიკავეთ მშვიდობიანად კანცელარია. არ ვაპირებთ გამოსვლას, სანამ ლოგიკური ქმედითუნარიანი ნაბიჯები არ გადაიდგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. თავდებში დადგომას რაც შეეხება, დასაფასებელია, გასაგებია, რომ თავდებში ჩაუდგებიან, თუმცა ეს არის მათი ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი”, – ამბობს თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტი. შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე…

მეტი...

16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ხაშურის რაიონული სასამართლო რამდენიმე საათში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 51 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ,,წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობის. მოტივი არ იცის. დღეს არის პროცესი პირველ საათზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესს დაესწრება, მოიყვანენ,” – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 51 წლის კაცმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არასრულწლოვანს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება,…

მეტი...

ქობულეთში დედამ შვილის საფლავზე დამარხული 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვა

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცველებიც. შეშფოთებული სოფელ გელაურის მცხოვრებლები გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ. ,,როგორც ცნობილია, ფოტოები ზემოდან მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია… ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების “ფეისბუქალბომებიდანაა”აღებული და შემდეგ დაბეჭდილი. სურათებზე აღბეჭდილი პიროვნებები იდენტიფიცირებულია“. ,,ეს ნაკაიძეების საფლავზე მოხდა, დედა ყოველდღე დადის შვილის საფლავზე და უცნაურად დატკეპნილი მიწა, რომ შეამჩნია ის ადგილი ამოთხარა, თან დანაც დარჩა ეტყობა იმ ბოროტ მოქმედს, დანაც იპოვეს… ამოთხარეს და აღმოაჩინეს ეგ სურათები”. ,,ძალიან შემეშინდა, გული მაქვს ცუდად…”, – წერენ…

მეტი...

,,არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს ილ-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს” – პოდოლიაკი

რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში “ილ-76”-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე და ამის მიზანი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის პროცესის შენელებაა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ. კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება. ,,რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები…

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

დუშეთში მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 90-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ,,ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და მის მრევლს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს. „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

მეტი...