ინდოეთში ჩაიძირა ნავი, რომელზეც პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ

ინდოეთში ჩაიძირა ნავი, რომელზეც პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმეტესობა ბავშვია.

მაშველებმა რამდენიმე ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამძებრო სამუშაოები ტბაში ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი, ნავზე დასაშვები წონის გადაჭარბება იყო.

მსგავსი თემები