უკრაინაზე სარაკეტო შეტევის დროს, რუსებმა შეცდომით საკუთარი ტერიტორია დაბომბეს

რუსეთის არმიამ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევის დროს შემთხვევით საკუთარი ტერიტორია დაბომბა. ბომბი რუსეთის ვორონეჟის ოლქის სოფელ პეტროპავლოვსკში ჩამოვარდა. მომხდარი დაადასტურა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა და განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა ქუჩა და ათამდე სახლი.

მეტი...

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექვსივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი და მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. „საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემოსულია ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რვა წლამდე ბავშვია. ერთ-ერთი პაციენტი უკვე საოპერაციოშია, მუცლის ღრუს ტრავმა აქვს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. რამდენიმე პაციენტთან ღია მოტეხილობაა, თავის ტვინის ტრავმაა, კვლევები უტარდებათ და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის უკმარისობით და თავის ტვინის ტრავმით მიმდინარე კომატოზური მდგომარეობით არცერთი არ არის, მაგრამ საკმაოდ საყურადღებოდა მძიმე პაციენტები არიან, ერთი უკვე საოპერაციოშია…

მეტი...

მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 31 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატი ბრალდებულის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულია 57 წლის ელდარ საბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში სტუმრად მისულ 31 წლის ვიტალი კოხტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. საბაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ, ფულის გამო დაიწყო. ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ,…

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მიწისძვრა 1-ელ იანვარს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიის შედეგად განადგურდა შენობები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და სატრანსპორტო მიმოსვლა. რამდენიმე პრეფექტურაში ხანძარიც გაჩნდა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა.

მეტი...

ნიუ-იორკში, საახალწლო კონცერტის დაწყებამდე ხალხში მანქანა შევარდა

ნიუ-იორკში, კოდაკის ცენტრთან ხალხში, სადაც საახალწლო კონცერტი უნდა გამართულიყო, მანქანა შევარდა, რომელიც გაზის ავზებით იყო დატვირთული. იქამდე კი ის სხვა ავტომობილს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, რადგან არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობის შესახებ ჩანაწერი და დღიური დატოვა. ის დაკითხვაზეა გადაყვანილი.

მეტი...

ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია გახდა. ოფიციალური ბრიუსელი ამ პოსტს, დღეიდან 30 ივნისამდე დაიკავებს და ამ მოვალეობას მეცამეტეჯერ შეასრულებს. ბელგიას აქვს დაახლოებით 150 საკითხი, რომელიც  ევროპარლამენტის ბოლო გენერალური ასამბლეის სესიამდე უნდა დასრულდეს,  მათ შორისაა, ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვა, უკრაინის დახმარება და მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ შეთანხმებები.

მეტი...

,,რუსულ რაკეტებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა” – ზალუჟნი

,,რუსულ რაკეტებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა”. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი წერს. ,,დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული “კინჟალის” KH-47M2 აერობალისტური რაკეტა ჩამოაგდეს, Patriot-ის სისტემების მეშვეობით. ეს არის რეკორდი. რაკეტებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა”, – წერს ზალუჟნი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მეტი...

„ვისწავლოთ მადლიერება“ – მამა აკაკის ქადაგებიდან

მამა აკაკი (მელიქიძე) მრევლს მადლიერებისკენ მოუწოდებს. დღევადელ ქადაგებაზე მან სწორედ მადლიერებაზე ისაუბრა. „უფალს უნდა ვმადლობდეთ, ვისწავლოთ ეს მადლიერება. უფლის მადლიერები თუ არ ვიქნებით, ვერ გადავრჩებით. ისეთი მოვლენები ხდება ქვეყანაში, მადლიერების გრძნობა უნდა გაგვაჩნდეს. ისწავლეთ ის, რომ როგორმე, მოიწია განსაცდელი, დღეს უფალს ნებავს ჩვენი გადარჩენა. განსაცდელს აქვს მეორე მხარეც, რომ ის შეიცვლება მადლით, შეიცვლება, ასეთია კანონზომიერება ნებისმიერი განსაცდელის. ამ განსაცდელსაც უფალი ისეთნაირად უშვებს, რომ ჩვენ ამითი განვისწავლოთ, გონიერებით აღვივსოთა“  – იქადაგა მამა აკაკიმ სვეტიცხოველში.

მეტი...

თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახა

ტოკიოს აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.  შეჯახებისას ცეცხლი გაჩნდა, არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომ ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 5 წევრი ემსხვერპლა. სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია კი ოპერტიულად მოხდა.  

მეტი...

ტაილანდში ნავი კლდეებს შეეჯახა

ტაილანდში, პუკეტზე ნავი კლდეებს შეეჯახა, რის შედეგადაც რუსი ქალი დაიღუპა და დაშავდა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. უცხოური მედიის ცნობით, ტურისტები კუნძულ ფი-ფიზე ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩქაროსნული ნავი, რომელშიც ჩინელი და რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, მაიტონის კუნძულის პერიფერიაზე კლდეებს შეეჯახა. მსხვერპლთა შორის იყო მძიმედ დაშავებული უცხოელი სტუმარი, უგონო მდგომარეობაში მყოფი 3 წლის ბავშვი და ჩქაროსნული ნავის კაპიტანი. კაპიტანი და ბავშვი ჩალონგის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩებიან. შეჯახების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ახალი წლის ღამეს რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონების გამოყენებით დაესხა თავს

ახალი წლის ღამეს რუსებმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის 90 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით შეუტია. შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 87 “შაჰიდი” გაანადგურეს. შეტევა 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და უკრაინული მხარის ცნობით, საბრძოლო სამუშაოები დაახლოებით დილის 4 საათზე დასრულდა – “ახალი წლის ღამეს სამხრეთში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს შაჰიდ-131/136 ტიპის 51 უპილოტო საფრენი აპარატი: 28 ოდესის რაიონში, 14 ნიკოლაევის რაიონში, 5 ვინიცას რაიონში, 2 დნეპროპეტროვსკის რეგიონში, თითო-თითო ხერსონისა და კიროვოგრადის რაიონებში”. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესის რეგიონში დაზიანდა პორტის ტერმინალი და საცხოვრებელი კორპუსები. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად 15…

მეტი...

ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მანქანის აღჭურვა სავალდებულო გახდა

პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ასევე, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ.…

მეტი...

პუტინმა ბელგოროდზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის არმიის მიერ 29 დეკემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ბელგოროდზე “ტერორისტულ აქტს” უწოდა. მისივე თქმით, რუსეთი არ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ურტყამს ზუსტი იარაღით, რისი საპირისპიროს მტკიცებულებები არსებობს. “ის, რაც ახლახან მოხდა ბელგოროდში, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტია. მათ გაისროლეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან – MLRS, რა არის MLRS? თქვენ, როგორც სამხედრო პირებმა, იცით, ეს არის განურჩეველი იარაღი, რომელიც ურტყამს მოედნებს. უბრალოდ დარტყმა, მიზანმიმართული დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ტერორისტული თავდასხმა და სხვანაირად არ შეიძლება ამას ვუწოდოთ”, – თქვა პუტინმა მოსკოვის…

მეტი...

„ზღვის ბაღი“ და კუნძული სიემენში (ფოტორეპორტაჟი)

სიემენი – ეს  არის უდიდესი ქალაქი ფუჯიანის პროვინციაში და მდებარეობს ფუჯიანის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. კუნძული გულანგიუ  სიემენის შემადგენელი ნაწილია. მისი ფართობით 1.88 კვადრატული კილომეტრია და მდებარეობს ქალაქ სიემენის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფუჯიანის პროვინციაში. ეს უძრავი კუნძული სარგებლობს გაზაფხულის ამინდით მთელი წლის განმავლობაში და მორთულია აყვავებული მწვანე ფერით. მეტსახელად “ზღვის ბაღი” ჰქვია. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის. სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა…

მეტი...