კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-მესტიის გზა ისევ ჩაკეტილია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვათაცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 08:00 საათამდე იქნებოდა აკრძალული. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელიც კლდოვანი მასის გატანას ცდილობს, თუმცა გზის გაწმენდა ჯერ ვერ მოხდა. ,,გაცნობებთ რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისათვის აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერია განცხადებაში. გზის ჩაკეტვის გამო, ვერ…

მეტი...

ბათუმში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს. მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

მეტი...

ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და მდინარეში გადავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის კაბინაში გაიჭედა და გამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

მეტი...

რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, რაც გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. მხარეები უკვე ახლოს არიან შეთანხმების გაფორმებასთან და წარმატების შემთხვევაში, ირანის რაკეტები შესაძლოა რუსეთში ამ გაზაფხულზე ჩავიდეს. ინფორმაციას WSJ ავრცელებს. “აშშ შეშფოთებულია, რომ რუსული მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვის თაობაზე აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთი აპირებს ირანისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენას”, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვმა ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ირანულ საწვრთნელ ბაზას ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, აეროპორტის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარი შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას იწვევს. იენს სტოლტენბერგმა სხდომა 10 იანვარს ჩანიშნა. ნატოს სპიკერის, დილან უაიტის ინფორმაციით, შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება. „ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხშაბათს, 10 იანვარს, იწვევს უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების ბოლო თავდასხმის შემდეგ“, – წერს უაიტი. რუსეთის მასიური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინამ ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა სთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

მეტი...

ლუკაშენკომ პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ასევე, საპრეზიდენტო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკო შეძლებს გახდეს სახალხო კრების დელეგატი და უვადო სენატორი. შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება. ცვლილებები ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტის მოთხოვნების გარდა, პარლამენტი საპრეზიდენტო კანდიდატის მოთხოვნებსაც ცვლის, რომლის მიხედვითაც კანდიდატს შეუძლია გახდეს პრეზიდენტი თუ ის ბელარუსის მოქალაქეა დაბადებით, არის არანაკლებ 40 წლის და არჩევნებამდე, მინიმუმ 20…

მეტი...

ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია. „წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია“, – წერს რაზვოჟჟაევი ტელეგრამის არხზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ სევასტოპოლსა და ფიოლენტის კონცხზე.

მეტი...

ბანკში თავდამსხმელი სათამაშო იარაღით შეიჭრა

„თიბისი“ ბანკში გუშინ შეჭრილი პირი დაკავებულია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იარაღი, რომლითაც ის იმუქრებოდა, სათამაშო იყო. დაკავებული 39 წლის გუგა გოცირიძეა, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია. მას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თიბისი“ ბანკის ყაჩაღობისთვის ბრალდებული დაკავებულია

მეტი...

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, საქართველოში დასვენეების დღეების გამო მის გადმოსვენებას ვერ ახერხებენ

ახალგაზრდა ქალი, ეკა ჭინჭარაული იტალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ის მოულოდნელად, ანევრიზმით გარდაიცვალა. შვილებმა საქართველოს საელჩოს ყველა საჭირო დოკუმენტი გადაუგზავნეს, რაც საქართველოში გადასვენებსთან დაკავშირებით იყო საჭირო, თუმცა, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება. როგორც ოჯახმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საქართველოს საელჩოში განუმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის დასტურს ელოდებიან, თუმცა, საქართველოში დასვეების დღეების გამო, პროცესი შეფერხებულია. „ეკუნა, რატომ ღმერთო რატომ, როგორ მტკივა გული ღმერთო ჩემო თბილო. ჩემო კეთილო. ჩემო გულიანო გოგო რატომ რატომ. მიყვარხარ ჩემო სიხარულო. ვერასოდეს ვერ მოვიხსენიებ წარსულში  ვერასოდეს ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ ტკბილი ძილი ჩემო მშვენიერო ქალბატონო…“ „არ მინდა დავიჯერო შენი სიკვდილი,…

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილისთვის ტრიბუნის მიცემა არ შეიძლება, თავის თავსაც უბედურებას დამართებს და ქვეყანასაც“ – მაჭარაშვილი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ტრიბუნაზე დგომის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუ რატომ, ამას მაჭარაშვილი შემდეგნაირად ხსნის. „როგორც ბავშვეს ვერ მისცემ ასანთს, რადგანაც რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგანაც, რამდენიც ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას. როცა ის ტრიბუნასთან დგას, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, თავისივე ამომრჩეველს. სხვანაირად არ შეუძლია ამ ადამიანს. ჩვენ სად გვაქვს იმისი რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი, რომ ასანთი…

მეტი...

უცხოელები, ვინც რუსეთის არმიასთან ითანამშრომლებენ, რუსეთის მოქალაქეები გახდებიან

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ და მის სამსახურში ჩადგებიან, ავტომატურად  რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ. განკარგულების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობა მათი ოჯახის წევრებსაც მიენიჭებათ და უფრო მეტიც, შეღავაღებითაც ისარგებლებენ.  

მეტი...

ისრაელს ენტონი ბლინკენი ესტუმრება

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩადის. სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ესტუმრება და სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა კი მზარდია.  

მეტი...

ზამთრის კურორტი ჩინეთში და ბეწვის თხილამურების წარმოება

ეს  სინძიანგ უიგურის ავტონომიური რეგიონია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ყინულისა და თოვლის ინდუქსტია აქ ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ზამთრის პერიოდში კი ტურიზმის ხიბლი უფრო და უფრო იზრდება განსაკუთრებით მათთვია, ვისაც სრიალი, თხილამურები, ყუნულისგან ფიგურების გამოთლა და ზამთრის სპორტული სანახაობები ხიბლავს. ჯიანჯუნის სამთო-სათხილამურო კურორტი ალტაიში, სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს.  აქ ადრე მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩადიოდნენ ტურისტები. დღეს კი მწვრთნელებსაც ქირაობენ და თხილამურებუთ სრიალს სწავლობენ. როგორც ლიუ იაოპინგი, მწვრთნელი ჯიანჯუნის სამთო სათხილამურო კურორტის სათხილამურო სასწავლო ცენტრიდან ამბობს, სასწავლო ცენტრს მხოლოდ 50 მწვრთნელი ჰყავდა, დღეს კი მაღი რაოდენობა 180-ზე მეტია. პარალელურად, იზრდება სასრიალო ტრასების რაოდენობაც. სინციანში…

მეტი...

32 მილიონიანი „ჭკვიანი ქალაქი“ ჩუნცინი ჩინეთის პროვინციაში (ფოტორეპორტაჟი)

ჩუნცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის  ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. მის შემადგენლობაშია 38 რაიონი და ოლქი, 32 მილიონი მოსახლით. ჩუნცინი არის დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების ცენტრი, ისევე როგორც კავშირი „სარტყელსა და გზას“ და მდინარე იანცის ეკონომიკურ სარტყელს შორის. ეს არის ქალაქი 3 000 წლიანი ისტორიით.   აქ ცნობილია „ბაიუ“-ს  კულტურა. ის არის „ბაიუს“  სამშობლო, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და სცენური ადგილებით, როგორიცაა „Dazu“ –  ქვაზე კვეთის და ჰეჩუანის სათევზაო ქალაქი. ჩუნცინი არის მთებისა…

მეტი...

„თიბისი“ ბანკის ყაჩაღობისთვის ბრალდებული დაკავებულია

„თიბისი ბანკის“ ფილიალზე გუშინ მომხდარ თავდამსხმის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტის წერილი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის. თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი…

მეტი...

საქართველოს პატრიარქი იუბილარია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. პატრიარქი (ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის ბერად 1957 წელს აღიკვეცა და ილია ეწოდა. ილია მეორე 1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა; 1969 წელს კი  მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღნიშნეს.  

მეტი...