„აპირებდნენ გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა“- შსს აქციის ორგანიზატორებზე

„გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირებ“ – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დაგეგმილი იყო, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს „გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია…

მეტი...

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“,-შარლ მიშელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ვროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონიო საუბარი შედგა. ამის შესახებ, შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი განცხადებით, სატელეფონო საუბარში საქართველოში მიმდინარე  მოვლენები განიხილეს. „სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ეცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგი ახლა საჭიროა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

„არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობა“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში ახალგაზრდებმა პარლამენტზე თავდასხმა განახორციელეს, რომლებსაც მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აქეზებდენენ. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და აღნიშნა, რომ უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება  ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა. “ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს…

მეტი...

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისმოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. აქციის  მონაწილეებს ადგილზე პოლიციიდს კორდონი დახვდათ. შეკრებილებს მმართველი პარტიის ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

მეტი...

მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ

აქცის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ონების“ ოფისისკენ დაიძრნენ.  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველო არასდოს გარუსდება. „საქართველო…”  „საქართველო“…, “ჩვენი გზა ევროპაშია”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათი გეგმაა ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი  იუსტიციის სახლთან, სადაც გზინ გადაკეტვას აპირებენ.  

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, რომლები პარლამენტთან იმყოფებოდნენ, მსვლელობა დაიწყეს. ისინი “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მიდიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათ მსვლელობას სასტუმრო “პარაგრაფთან” შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი  

მეტი...

პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტი შარლ მიშელს ესაუბრა

სალომე ურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა,   საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.  აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დღევანდელი დღის რელიგიური დატვირთვიდან გამომდინარე, აქციაზე იმაზე მეტ პროვოკაციას ელიან, ვიდრე სხვა დღეებში. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ  ყველანაირი შეურაცხყოფისგან და აგრესიისგან თავი უნდა შეიკავონ. შეკრებილები მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.

მეტი...

აქაცია მიმდინარეობს პარლამენტთანაც

სასტუმრო „პარაგრაფის“ პარალელურად აქცია საქრთველოს პარლამენტთანაც მიმდინარეობს. მოქალქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათიდან იკრიბებიან. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც. აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთანაც” მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას ხვდებიან.   სასტუმრო “პარაგრაფთან” აქცია მიმდინარეობს

მეტი...

სასტუმრო “პარაგრაფთან” აქცია მიმდინარეობს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას სასტუმრო „პარაგრაფთან“ მართავენ. ორგანიზატორები მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები არიან. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მიზანია კონფერენციის წევრებს მიაწვდინონ ხმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, იყვნენ სასტუმროსთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობით გადავლენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„ჩემს თანამშრომელს მიასხეს ე.წ. წიწაკის სპრეი“- ვაჟა სირაძე

პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან გაშვებული იყო გაზი. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომელს, ასევე, მიასხეს ე.წ წიწაკის სპრეი. ვაჟა სირაძის განმარტებით, გუშინ, გმირთა მოედანზე გზები ხელოვნურად იყო გადაკეტილი, რთული იყო როგორც პოლიციის, ასევე სხვა სამსახურების მიერ სწრაფი და მყისიერი რეაგირება. „შესაბამისი ორგანოები ყველაფერს დაადგენენ. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი. თუ კანონდარღვევა იყო, ან გადაცდომა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. გუშინ, გმირთა მოედანზე პირადად მეც ვიყავი. ახალგაზრდებს, სადაც გაუსწორდნენ, თქვენ კარგად დაინახეთ…. ქვეყანაში ათასი ფაქტი ხდება, ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ადგილზე იყოს პატრული ან პოლიციელი. ქალაქის მასშტაბით,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი) დაამტკიცა. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

მეტი...

“ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა – სააკაშვილი

„ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა. ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! “, – წერს სააკაშვილი.  

მეტი...

,,დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!!” | გიორგი ქოჩორაშვილი

,,არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!!”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-სთორიში წერს. ,,თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!”, – წერს ქოჩორაშვილი.

მეტი...

ბრაზილიაში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 60

ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 60 ადამიანი. რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა. კაშხლის ჩამონგრევამ ისედაც დატბორილ ზონაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. 15 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სტიქიით დაზარალებული რეგიონი ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოინახულა და ადგილობრივებს ცენტრალური მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ნიღბიანები არ ვიცი, შეიძლება თვითონ გადაიცვეს, თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა” – წაქაძე

,,თქვენ ვეღარ იქნებით ხელისუფლებაში, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეთ ხალხში, მოღალატე კანონებს აწერთ ხელს” – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ “ოცნების” დეპუტატ ბეჟან წაქაძეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტები წაქაძეს, 9 აპრილის სკვერში კომენტარს ართმევდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომ გუშინ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს რამდენიმე პირი თავს დაესხა, წაქაძე პასუხობს, რომ არ იცის ეს თემა და არ უნახავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს აქციის მონაწილეების “ხელმძღვანელების” მიერ იქნებოდა გაკეთებული. ,,არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, როგორც ვიცი პოლიცია არ მისულა, იმიტომ, რომ…

მეტი...

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება

,,ჩვენი ბრძოლა გრძელდება! არა რუსულ რეჟიმს!”. დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება. ,,ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი! არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები. ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები. თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები. მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად. #საქართველოჩვენია #არარუსულრეჟიმს #არარუსულკანონს #არარუსულმთავრობას,” – წერს აქციის ორგანიზატორი, ,,დაფიონი.”

მეტი...

“ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას” – მასაცუგუ ასაკავა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ბპროცესებთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აკეთებს.  როგორც ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა აცხადებს, არსებულ მდგომარეობას აკვირდება, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია. „აზიის განვითარების ბანკი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს და ვერ გააკეთებს, მაგრამ ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან  პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ქვეყნის მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს, თუ სხვა საკითხებს. თავისთავად გვესმის, რამდენად კრიტიკულია როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო…

მეტი...

ცნობილია, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული სამი ახალგაზრდის ვინაობა

სვანეთში, სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა, ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი და გიორგი ვიბლიანი, მანქანით მდინარეში გადავარდა. სამძებრო სამუშაოებში, ამ დრომდე ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ,,სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად… მაშველები ამ დრომდე ეძებენ… სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს,მთელს სვანეთს… უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!”, – წერს სვანეთი ნიუსი.

მეტი...

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 83 წელი შეუსრულდა

3 მაისს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა. ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი. 1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში ნონა გაფრინდაშვილი პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი იყო. ის არის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა შორის (1978, ჭადრაკის ისტორიაში პირველად). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 – სსრკ ნაკრებში; 1992 – საქართველოს ნაკრებში). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის…

მეტი...

„გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში იმართება  მართულია. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მას ორგანიზებას „ენჯეოები“ და პარტიები უწევენ. „გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, როგორც წესი, ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს“ – აცხადებს პაპუაშვილი. მისი შეფასებით, სწორედ „ენჯეოების“ ლიდერების მოწოდებების საფუძველზე ხდებოდა…

მეტი...

„დროა, ამ ბრძანებაზე უარი თქვათ და გადადგეთ“ – კინზინგერი პოლიციელებს მიმართავს

„ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება“ – აცხადებს  ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი შეფსებით, საქართველო იყო ამერიკის საუკეთესო მოკავშირეებს შორის ავღანეთში. „ჩვენ ერთმანეთისგან ვისწავლეთ. მე შევხვდი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცებს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადიოდნენ იმ სულიერი და ფიზიკური ჭრილობებისგან, რომელიც ჩვენს გვერდით ბრძოლაში მიიღეს. ბევრი ამ ჯარისკაცისგან ახლა პოლიციელია. ბევრ ამ პოლიციელს აძლევენ ბრძანებას, დაჩაგრონ საკუთარი ხალხი, ახლა დროა, ამ ბრძანებაზე უარი თქვათ და გადადგეთ, ან შეურთდეთ ქართველ ხალხს ქუჩებში, რომლის ერთადერთი სურვილია, იცხოვროს თავისუფლად რუსეთისგან…

მეტი...

„გადაწყვიტეს, საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ“ – ადამ კინზინგერი

ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ივანიშვილმა  გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ. „ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ტყუილებისა და პროპაგანდის გაშლით, თითქოს აშშ ცდილობს, საქართველო რუსეთს დააპირისპიროს უკრაინის გამო. ეს აშკარად სიგიჟეა“ – აცხადებს ყოფილი კონგრესმენი. მისივე განცხადებით, მათ ხელახლა წარადგინეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ.…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის ელჩის განცხადებას აკრიტიკებს

„დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდეს“  – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ხელისუფლება პარტნიორებთან სასაუბროდ ყოველთვის მზადაა. „სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრები, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა, როდესაც ასეთ…

მეტი...

შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მომაყენოთ – კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ, მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად. „დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს. შეურაცხყოფა მომაყენონ და…

მეტი...

გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. „ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები – არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო.…

მეტი...

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ – კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე

გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს. ასევე, მან ისაუბრა სპორტსმენების, მათ შორის, ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული. „მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

წითელი პარასკევი: შესაძლებელია თუ არა ხატისპურების გამოცხობა და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს

იცით, როგორ უნდა გაატაროთ წითელი პარასკევი, წლის ყველაზე სამწუხარო დღე მართლმადიდებლებისთვის? ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ დღეს ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. რა უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს ეს დღე არის ლოცვისა და ღვთის ძის ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ ფიქრის დრო. ეკლესიის მონახულების შემდეგ, მორწმუნეები ანთებენ 12 საეკლესიო სანთელს და დადიან თავიანთი სახლის ყველა კუთხეში, სანამ ყველა ბოლომდე არ დაიწვება. მიუხედავად ამ დღეს მუშაობის აკრძალვისა, ნებადართულია სააღდგომო ნამცხვრების გამოცხობა. ითვლება, რომ ისინი არ ფუჭდებიან და აქვთ სამკურნალო ძალა. ტრადიციულად, დედებისთვის არსებობს რწმენა: შეგიძლიათ ამ დღეს დროებით ჩამოაშოროთ ბავშვი ძუძუთი კვებას, რათა ის გაიზარდოს…

მეტი...

,,აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო” – სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილეობისთვის, ერთ-ერთი სსიპ-ის დეპარტამენტის უფროსმა დაიბარა და არჩევანის გაკეთება მოსთხოვა – ან პოლიტიკა, ან სამსახური”: ,,სამსახურიდან წამოვედი(სახელმწიფო იყო, სიპი). რა იგულისხმება წამოვედიში? ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა) მეძახის და მეუბნება: გუშინ იმედზე გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო, რომ დაურეკეს და უთხრეს რომ გავეფრთხილებინე. მე ვპასუხობ რომ არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, რომ ვიყავი აქციებზე და ისევ ვიქნები სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მეუბნება: “აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახური”. ვინც…

მეტი...

თუ სანქციებს არ დავაწესებთ ამ საშინელი კანონისა და თბილისის ქუჩებში ძალადობის გამო, ცუდი შედეგები მოჰყვება – კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართელოში, იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არა პარტნიორივით, არამედ მოწინააღმდეგესავით იქცევა და ტყუილებს ავრცელებს “გლობალურ ომის პარტიაზე”. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან. როგორც კელი ამბობს, თუ ისინი არ დააწესებენ სანქციებს რუსული კანონის მიღებისა და იმ ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ნახეს, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. ,,საქართველოს ეს მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც პარტნიორის შესაბამისად არ იქცევა, არამედ იქცევა მოწინააღმდეგესავით და ავრცელებს ტყუილებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია. მე შოკირებული ვიყავი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მოსმენისას, როდესაც…

მეტი...

,,ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ” – ლექსმანი

,,ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ”, – წერს X-ზე ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. ,,ქართველ ხალხს არ სურს, მათი ქვეყანა ოლიგარქმა და მისმა კრემლთან დაახლოებულმა პირებმა მოიპარონ. ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ”.

მეტი...

,,ივანიშვილმა ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების საზარბაზნე ხორცად გადაქცევაში” – კანდელაკი ოლიგარქს აქებს

პუტინის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი, ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლური განცხადების გაკეთების გამო აქებს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. ,,2008 წელი – ომი, მყისიერი დამარცხება, ლტოლვილები, ტერიტორიის დაკარგვა. ისევ ძალაუფლების შეცვლა. აქ ღირდა “გაჩერდის” თქმა და ამ გიჟური კარუსელიდან გადმოდი, მაგრამ მარიონეტების მიერ გაშვებულმა კარუსელმა კვლავ დაიწყო ტრიალი. მაგრამ ახლა ყველაზე ჩუმებიც კი ამაზე საუბრობენ. მილიარდერმა და საქართველოში არსებული ხელისუფლების სისტემის შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დუმდა, ემოციები ვერ შეიკავა და ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების საზარბაზნე ხორცად გადაქცევაში. მისთვის, უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ადამიანისთვის, ეს უფსკრულის მიღმა გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სვანეთში – მდინარეში სამი არასრულწლოვანი გადავარდა

სვანეთში, გუშინ, 2 მაისს, სოფელ ნაკრაში სამი ახალგაზრდა ავტომობილით მდინარეში გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. მაშველები მათ ამ დრომდე ეძებენ. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,მე იმ კაცის დედა …. ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს” – ჯაბა კანკავა

,,მე იმ კაცის დედა …. ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ჯაბა კანკავა Instagram-სთორიში წერს. ცნობისთვის, მანამდე ქართველი ხალხის მხარდამჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა.

მეტი...

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 70 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 20 00 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 37-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი) 33-მა წევრმა მიიღო. თბილისის მერიამ თანხა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა.

მეტი...