ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ

პედაგოგ ლადო აფხაზავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია. იგი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

მეტი...

„ჩვენი ორი ქვეყანა გაანათებს ჩვენს გზას ისტორიის ჩირაღდნით“ – სი ძინპინი საფრაგეთში ჩავიდა

მესამე სახელმწიფო ვიზიტით ჩნეთის პრეზიენტი საფრანგეთის დედაქალქში იმყოფება. „მე მაქვს ძლიერი დეჟა ვუ, როდესაც ისევ ფეხს ვადგამ თქვენი მშვენიერი ქვეყნის მიწაზე“ – ასე მიმართა ჩინეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოეგას. „ჩემთვის დიდი სიამოვნებაა პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწვევით საფრანგეთის რესპუბლიკაში მესამე სახელმწიფო ვიზიტის დაწყება. ჯერ კიდევ 2014 და 2019 წლებში საფრანგეთში ორჯერ ვიმოგზაურე, ორივე გაზაფხულზე, საფრანგეთის ხალხთან ერთად ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 50-ე და 55 წლის იუბილეების აღსანიშნავად. როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დიპლომატიური კავშირების 60 წლის იუბილეს, მე მაქვს ძლიერი დეჟა ვუ, როდესაც ისევ ფეხს ვადგამ თქვენი მშვენიერი ქვეყნის მიწაზე“ – აღნიშნა სი ძინპინმა. როგორც…

მეტი...

ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი მე-11 დღეა ეძებს

თბილისში ახალგაზრდა მამკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, თორნიკე დალაქიშვილი 25 აპრილიდან არ გამოდის კონტაქტზე. არსებული ინფორმაციით, ის ბოლოს წალკის სიახლოვეს შენიშნეს. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ . თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861“- წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.

მეტი...

მიცვალებულისთვის მიტანილი ვარდები ტუალეტის ქაღალდი აღმოჩნდა (ვიდეო)

SOS – ტუალეტის ქაღალდი ვარდის ნაცვლად.  ეს არის თაღლითობის კიდევ ერთი შემთხვევა. მიცვალებულთან მიტანილ ვარდებში ტუალეტის ქაღალდი აღმოჩნდა. რგოლად დახვეულ ტუალეტის ქაღალდს რამდენიმე ცალი ვარდის ფოთოლი ჰქონდა შემოხვეული და მთლიანად ასე იყო აწყობილი ვარდების კონა.

მეტი...

ბრაზილიაში წყალდიდობაა – დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიის სამხრეთ შტატში უამინდობას ებრძვიან. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ განაცხადა, რომ 67 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წყალდიდობამ შტატის რამდენიმე რეგიონში გზები და ხიდები გაანადგურა. დატბორილია ქუჩები.

მეტი...

საუკუნოვანი ტრადიცია „ლელო“ ლანჩხუთში

უამინდობის მიუხედავად ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ტრადიციული “ლელო” მიმდინარეობს. თამაში, რომელიც საუკუნეებს ითვლის, ყველა წელს, ზუსტად აღდგომის დღეს იმართება. ერთმანეთს სოფელ შუხუთის ორი უბანი, ზემოურები და ქვემოურები უპირისპირდებიან.

მეტი...

მესტიაში, მდინარეში გადაჩეხილი ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, მდინარე ნაკრაში სამდღიანი ძებნის შემდეგ  ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. გრძელდება დანარჩენი ორი ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურში იპოვეს. 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა.

მეტი...

თელ-ავივში ომის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თელ-ავივში, ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სდებს ბრალს. ბოლო ცნობებით, “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 100-მდე მძევალი. ცნობისთვის, კაიროში მოძრაობა “ჰამასის” დელეგაცია შუამავლებს შეხვდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. დავის მთავარი საგანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაა.

მეტი...

რუსეთის მიერ მიტანილმა იერიშმა უკრაინაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 802-ე დღეა. ბოლო 24 საათში, 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მიტანილმა მორიგმა იერიშმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

“სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე”- პატრიარქის ეპისტოლე

„სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა“- ვკითხულობთ პატრიარქის ეპისტოლეში. პატრიარქი ბრძანებს, რომ ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა. „სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ…

მეტი...

„უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“ – პატრიარქი

„ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა“ – ბრძანებს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში. პატრიარქი ყველას მოუწოდებს, “ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის”. „ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან…

მეტი...

„ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს“ – პატრიარქის ეპისტოლე

„სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ“ – ეს გახლავთ ამონარიდი პატრიარქის სააღდგო ეპიტოლედან. როგორც პატრიარქი ბრძანებს, დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება. „პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ…

მეტი...

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25). აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, – ქრისტე აღდგა! ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული…

მეტი...