,,საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება” – ამირან გამყრელიძე

,,საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდა. გამყრელიძე ეხმაურება ფაქტს, რომ უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1″ მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. ,,თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა… რატომ არ იდება, მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით. რა არის ამაში დასამალი, რამოდენიმე ინტერვიუში ვთქვი, რომ სასურველია, მოსახლეობას…

მეტი...

,,პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას ყველა ერთად არ დავასრულებთ” – ზელენსკი

,,პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას ყველა ერთად არ დავასრულებთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,პუტინს ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით, ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ… მათ რუსებმა ფინეთზე და უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ მას ყველა ერთად არ დავასრულებთ”, –…

მეტი...

,,დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან” – მიხეილ სააკაშვილი

,,დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან”. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადებულ პროცესს ეხმაურება. ,,დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან. მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა “ჩემი ინტერესების მცველად” მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე მეტად იზრუნეს ჩემზე და სხდომა გადადეს. საქმეები, რომელზეც მასამართლებენ, რომ სრულიად შეთითხნილია, ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით -ე.წ. “პიჯაკების საქმე”. მათივე ხელმოწერილი ანალოგიური ხარჯები და შესაბამისი ბრძანებები ვადის გასვლის მიუხედავად კვლავ საიდუმლო გრიფით აქვთ დაცული, რომ პირდაპირ არ ჩაუფლავდეთ ეს აბსურდი!”, – წერს…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ქალი, დაზიანდა სკოლა. უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, დღეს, რუსეთის ძალებმა ორი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს კუპიანსკის რაიონის სოფელ ვილხუვატკას წინააღმდეგ. ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთმა ბომბმა ადგილობრივ სკოლაში ხანძარი გააჩინა, ამჟამად ის ლიკვიდირებულია, თუმცა სკოლა ნაწილობრივ დაიწვა. მეორე ბომბმა კი 48 წლის ქალი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანდა მაღაზია და 10-მდე სახლი.

მეტი...

,,სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!” – პეტიცია

,,სამების საკათედრო ტაძრიდან გამოტანილ იქნას სტალინის გამოსახულებიანი ხატი!”, – ამ სახელწოდებით მოქალაქეების პეტიცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეთში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტი, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აღინიშნებოდა, რომ სტალინის ე.წ. სტუმრობა მატრონასთან იყო შეთხზული ამბავი, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი საერთო არ გააჩნდა. სრულიად გაუგებარია, თუ რატომ დაუშვეს სამების საკათედრო ტაძრის მესვეურებმა საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა ტაძარში. იოსებ სტალინი, საბჭოთა დიქტატორი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს გასაბჭოება, ქვეყანაში…

მეტი...

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია

რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ვადიმ ისმაგილოვი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 4 იანვარს, სარდლობის პუნქტზე ბოლო სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული ჯარების შეერთების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა თავდასხმის დროს მისი 23 ჯარისკაცის, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრების, ლიკვიდაცია დაადასტურა. მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათებით რუსული ბაზის განადგურება დადასტურდა.

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ძაღლზე მოძალადე კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ძაღლზე მოძალადე გალიფ გოიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ცნობისთვის, შემთხვევა მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა. კაცი კი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. დაკავებული არიფ გოიუშოვია პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდება დაკავებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა.

მეტი...

რიკოთზე მიწა ისევ ჩამოიშალა

ამ წუთებში,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მოძრაობა პარალიზებულია. ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოიშალა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაო.  

მეტი...

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღება, ფაქტობრივად, ბოლოა ევროკომისიის მოთხოვნათაგან. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო, 15-მა კი თავი შეიკავა. მედიის ცნობით, შესაბამისი კანონის მიღება ევროკომისიის ოთხი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებაც უკრაინას მარტამდე უნდა დაესრულებინა ევროკომისიის ნოემბრის ანგარიშის გაფართოების შესახებ. ახლა ეს არის რეალურად ერთადერთი პირობა, რომელიც რჩება. ჯერჯერობით უცნობია, როგორი შეფასება აქვს ევროკავშირმა ოთხშაბათს მიღებულ კანონპროექტს. კანონპროექტით, სხვა საკითხებთან ერთად, შემოთავაზებულია განისაზღვროს: – ტერმინოლოგია ლობირების სფეროში; – ლობირების სუბიექტების უფლებები და მოვალეობები; – გავლენის მეთოდები; – ლობირების სუბიექტების ეთიკური ქცევის წესები;…

მეტი...

,,მისაღებად მიმაჩნია, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს”- იაგო ხვიჩია

,,მისაღებად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი  თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. „კაცი ახალი მოსულია და არ მინდა, მის დასანქცირებაზე ველაპარაკო. მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ, რაიმე დამიჯეროს. მაგალითად, ამ მასშტაბის ქველმოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქველმოქმედება ბოლომდე მიიყვანოს და ქართველ ხალხს უბოძოს სამართლიანობა, სიმდიდრე, რომელიც დღეს უპატრონოდ არის მიგდებული. ანუ, სახელმწიფო ქონება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადანააწილოს. ამაზე დიდი ქველმოქმედება მსოფლიო ისტორიის მანძილზე არავის ექნება გაკეთებული. სამწუხაროდ,…

მეტი...

,,უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის”- ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის. “ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ იქნა…

მეტი...

,,ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის 1 მილიონი ჭურვი მიაწოდოს”- ევროკომისარი

ევროკომისარ ტიერი ბრენტონის განცხადებით, ევროკავშირი შეძლებს შეასრულოს დასახული გეგმა და უკრაინას გაზაფხულისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. მისი თქმით, ამ მიზნის შესასრულებლად ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე. ბრენტონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს ასევე აქვს შესაძლებლობა რომ ორ წელიწადში რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოების მაჩვენებლით.  

მეტი...

ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი, 200 მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას “შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს”. მისივე თქმით, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი 200 მილიონი ევროს ოდენობით. ,,იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577 ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში”, –  განაცხადა ნაუსედამ.

მეტი...

,,ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის მხრიდან ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს”- ირაკლი ქადაგიშვილი

ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპის ძირითად ქვეყნებში 4-5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იმიტომ არის, რომ ეს ხელს უწყობს სტაბილური სურათის ჩამოყალიბებას. „ოპოზიციის განცხადება იქნება, რომ ისინი გაიმარჯვებენ – ეს ცენტრებით იქნება, უცენტროდ, დაიცენტრებიან თუ არა. რეალობას 2024 წლის არჩევნები გვაჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნების უსაფუძვლო გაპროტესტებით კიდევ ერთხელ არ დაღლიან არც საზოგადოებას და არც ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს. ევროპის ძირითად ქვეყნებში 4-5-პროცენტიანი საარჩევნო…

მეტი...

„ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს”- ვიქტორ ოსიმენის აგენტი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა ეხმაურება. მისი თქმით, ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს. „ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და სხვების საქმეს პატივი სცეს. არ არის სწორი სხვა ფეხბურთელების მომავალზე საუბარი. ეს გაუგებრობას, პრობლემებსა და არასწორ ვარაუდებს ქმნის. მამუკა ჯუღელის სიტყვები ცუდი, ზედაპირული და მიუღებელია. ეს სიტყვები ჩემს ფეხბურთელს, ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან, უსაფუძვლო პრობლემებს შეუქმნის. კლუბთან კონტრაქტი ახლახანს გავახანგრძლივეთ და ჩვენი სურვილი, აფრიკის ერთა თასის მოგებასთან ერთად, ნაპოლისთვის დახმარების გაწევაა. სხვა ყველაფერი სისულელეა“, – წერს კალენდა. ცნობისთვის, მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში განაცხადა:…

მეტი...

დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

მეტი...

ტიბეტი, ცაში გამოკიდებული მწვანე ქალაქი ნიინჩი

ტიბეტი – მწვანე ზონა. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი გნსაკუთრებით ჰგავს საქართველოს მთიან რეგიონებს. ეს არის ქალაქი  ნიინჩი (ლინჯი), რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული. ეს არის მთიანი ზონა ცასთან ახლოს. ნიინჩი არის პრეფექტურის დონის ქალაქი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. „ტყის რეგიონი,“ შეიძლება ასე ეწოდოს ამ ზონას, ტიბეტის დედაქალაქისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად კდლოვანია. ქალაქის ტყით დაფარვის მაჩვენებელი 26,4 მილიარდი კუბური მეტრია და აქ 800 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ხეა.  ველური ბუნების სახეობებს მიეკუთვნება „ბენგალის ვეფხვი, ლეოპარდი, დათვი, ცხვირწინ მაიმუნი, ანტილოპა და მცირე პანდა“. რაც შეეხება ხე-მცენარეებს, ტყეები 2000-ზე მეტი სახეობითაა დაფარული.  მათ შორის…

მეტი...

ხარკოვის ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაბომბეს

რუსეთის მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაზიანდა. ხარკოვის მერის ინფორმაციით,  დაბომბვის შედეგად 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. “ეს არის ცალსახად სამოქალაქო ობიექტი, ამიტომ, ჩვენმა მტერმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ის ტერორისტია ” – წერს იგორ ტერეხოვი. დაბომბვის შედეგად სოფელ სლობოჟანსკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლის საკრებულოს შენობაც.

მეტი...

სემეკში ქალი სტაჟიორების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და იურიდიულ დეპარტამენტებში, ასევე კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინერის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს. სტაჟირების…

მეტი...

,,მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”- შსს

ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა”- გია ვოლსკი

 ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქია, მაგალითად, დავით კეზერაშვილი. „დემოკრატიის ციტადელის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიფში არ ყოფილა ადამიანი, ვის ოჯახსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს – არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. დიდ ფინანსურ რესურსზე თუ არის საუბარი, გაიხსენეთ „ლელო“, დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული. ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის…

მეტი...

ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია

ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც “ალტ ინფოს” წევრებმა შეკრება დააანონსეს და ფერაძეს დაემუქრნენ. შეგახსენებთ, ფერაძემ გუშინ  სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც საღებავი ჰქონდა შესხმული.

მეტი...

,,წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად აღდგება”- ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად აღდგება. „პროექტის დასაწყისში როგორც იყო ნათქვამი, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. ამ გამზირზე მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მეტი...

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება – მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის წინასწარი ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 4,8%-ით გაიზრდება, რაც 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 6,5% იყო, 0,7%-ით ნაკლებია. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ჯერ 10,5%-ით, შემდეგ კი 10,4%-ით გაიზარდა. 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6,5%-მდე შემცირდა.  

მეტი...

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

,,ძვირ­ფა­სო მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლო, სა­მარ­ცხვი­ნო და ბინ­ძუ­რი ხარ!”- ოსიმენი კვარაცხელიას აგენტს პასუხობს

”ნაპოლის” ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელია აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით პასუხობს. “ძვირ­ფა­სო მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლო, სა­მარ­ცხვი­ნო და ბინ­ძუ­რი ხარ! მრცხვე­ნია შენი მსჯე­ლო­ბის უნა­რის გამო. ჩემი სა­ხე­ლი აღარ ახ­სე­ნო, იდი­ო­ტო”, – წერს ოსი­მე­ნი. ცნობისთვის, მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში განაცხადა: “თქვენ გგო­ნი­ათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნე­ა­პოლ­ში ითა­მა­შებს ოსი­მე­ნი? მა­შინ მე წი­ნას­წარ გე­ტყვით, ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე წავა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ხვი­ჩას მი­ლი­არ­დი რომ მის­ცე, არა­ბეთ­ში არ წავა, ხვი­ჩა წავა “რე­ალ­ში”, “ბა­ვა­რია”, “ბარ­სე­ლო­ნა”, “მან­ჩეს­ტერ სიტი”, ამ გუნ­დებს სი­ტყვა­ზე გე­უბ­ნე­ბით. ხვი­ჩას სხვა გე­მოვ­ნე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვი­ნი აქვს. ხვი­ჩას სურს, რომ სულ…

მეტი...

სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს

სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა 6 იანვარს შირაქის რაიონის სოფელ არაპში, „ოპელის“ მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლისას პარკი გადააგდო. პარკში თეთრი ნივთიერება იყო მოთავსებული. მძღოლი და სამი მგზავრი, მათ შორის ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ჩხრეკისას თეთრი ნივთიერება აღმოუჩინეს.

მეტი...

,,კვლევებმა 2 დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო, თუ შეიძინეთ, დაგვიბრუნეთ”- კომპანია მომხმარებლებს მიმართავს

ლაბორატორიულმა კვლევებმა ორი დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო – აღნიშნულის შესახებ კომპანია  „სამი ძმა” განცხადებას ავრცელებს. კომპანია მომხმარებლებს მიმართავს, თუ  აღნიშნული ბუშტები შეიძინეს, უკან დაუბრუნონ: ,,კომპანია  „სამი ძმა„ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე,  უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა: თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები,(იხილეთ ფოტო) გთხოვთ, დაგვიბრუნოთ  „სამი ძმის“ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნების ზუსტი ვადა მოიცავს 10.01.2024-დან  09.03.2024-მდე პერიოდს. უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე,სერია/მარკა AUF-20,  ბუშტი XIONG…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. ,,13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს. ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000-…

მეტი...

ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციაეს ზელენსკი ტელეგრამ-არხში ავრცელებს. მისივე ცნობით, ვილნიუსის შემდგომ, ტალინსა და რიგაში გეგმავს ვიზიტებს. ,,ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში – დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე”, – წერს ზელენსკი. ვილნიუსიში ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია.  

მეტი...

,,ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ, საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, შეიზღუდება”- საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშულებების წარმომადგნელების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება. „სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ, საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ.  გაფიცვა 10 იანვარს დაიწყო და პარასკევს საღამოს დასრულდება. გაფიცულები რკინიგზის ეროვნული ოპერატორი კომპანია Deutsche Bahn-სგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირი მემანქანეებისთვის ყოველკვირეული სამუშაო საათების 38-დან 35-მდე შემცირებას, ყოველთვიური ხელფასის 555 ევროთი გაზრდას და ინფლაციის გათვალისწინებით დასაქმებულებისთვის სამი ათასამდე ევროს ერთჯერადად გადახდას ითხოვს. Deutsche Bahn-ის განცხადებით,  მზად არიან, ხელფასი 11%-ით გაზარდონ.

მეტი...

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციები მკაცრდება

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით…

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია. მისი თქმით, გაუარესება არ აღინიშნება. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. სტაბილურია პარამეტრები, იქნება ეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები. გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. კვების კომპონენტი გაუმჯობესებულია, კალორაჟი მომატებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენიც არის სასურველი და რაც ნუტრიციოლოგების მიერ რეკომენდებულია“, – განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ პირველ არხს.

მეტი...

„საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, არის ქალისათვის დამამცირებელი“ – რომან გოცირიძე

საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი – ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. „ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება.  როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს. საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის…

მეტი...