კანონი 1 წუთსა და 7 წამში დაამტკიცეს

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონი მესამე მოსმენით 1 წუთსა და 7 წამში დაამტკიცა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განხილვას სწორედ ეს დრო დასჭირდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის ნულ სართულზე, კინოდარბაზში გაიმართა.

შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატები არ შეუშვეს. პარლამენტს გარეთ კი საპროტესტო აქცია გრძელდება, მობილიზებულია სპეცრაზმი, პოლიცია და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს კიდეც. არიან ნაცემებიც.

კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ და დაამტკიცებენ კიდეც.

 

მსგავსი თემები