ბრაიანსკის ოლქის თავზე კიდევ ორი ​​დრონი ჩამოაგდეს – ოლქის გუბერნატორი

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, “ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი პოგარსკის და უნეჩსკის რაიონებში” გაანადგურეს.

გუბერნატორის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის.

რუსეთში ნავთობის ბაზა იწვის

მსგავსი თემები