კახეთში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

დღეიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება

დღეიდან, პირველი იანვრიდან, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში. მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რეგულაცია არ გავრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის…

მეტი...

იაპონია ცუნამის საფრთხის გამო მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

იაპონიამ დასავლეთ სანაპირო რაიონებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაიცა იშიკავას პროვინციაში, ნოტოს რაიონში, სადაც 5 მეტრამდე სიმაღლის ტალღებს ელოდნენ. მოგვიანებით გაფრთხილების დონე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. პირველი ცუნამის ტალღები 1,2 მეტრი სიმაღლის და უფრო მცირე, იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ზონაში დაფიქსირდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) გააფრთხილა მოსახლეობა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა განმეორებითი მიწისძვრები მოხდეს. ეროვნული მაუწყებელი NHK დაზარალებულ მაყურებლებს მოუწოდებს. JMA-მ განაცხადა, რომ ზედიზედ 21 მიწისძვრა მოხდა 4.0…

მეტი...

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,შემოვიდა ორი პაციენტი პიროტექნიკით დაზიანებული, აღენიშნებოდა ორთავეს მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკის საშუალებით, რომელსაც გამოიყენებდნენ გაუსკდათ ხელში რა, ასე რომ ვთქვათ, მოხმარების დროს”, – ამბობს ექიმი. ორივე დაშავებული კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

მეტი...

იაპონიაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 მაგნიტურა შეადგინა. ცუნამის საფრთხის გამო კი მოსახლეობის ევკუაცია დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 3 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღების რისკი არსებობს. მიწისძვრის ზონაში დაინგრა სახლები და სხვა შენობები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სახლები, არიან დაშავებულებიც. ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებში ნავთობიც დაიღვარა.

მეტი...

პაპის ლოცვა „ტანჯული უკრაინელებისთვის“

რომის პაპმა ომში მყოფი უკრაინისა და უკრაინელებისთვის ილოცა.  პაპმა ფრანცისკემ  საკვირაო კურთხევისას  „ტანჯული უკრაინელებისთვის, პალესტინისა და ისრაელისთვის“ ლოცვა აღავლინა. „უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს – რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და  რამდენი ტანჯვა და სიღარიბე მოიტანა ამ ყველაფერმა“, – აღნიშნა პაპმა ლოცვისას.  

მეტი...

ტიბეტი – დალაი ლამას სასახლეები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო. სიმაღლე 3700 მეტრი. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში. ტიბეტელები  საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლეზე ბორცვზე. ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის…

მეტი...

„ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში“ – პრემიერი

„მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ“ – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საახალწლო მილოცვაში. პრემიერის თქმით, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. „ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი  და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ…

მეტი...