სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა

სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ქალი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ასე­ვე, დღეს ქო­ბუ­ლეთ­ში შუ­ახ­ნის ქალი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და, იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა “ევექსში” გა­და­იყ­ვა­ნა. ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მეტი...

„არსებობს ინტერესი უნგრეთის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის“ – ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინამ და უნგრეთმა „ძლიერი ნაბიჯი” გადადგეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრისკენ: „ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ არსებობს ინტერესი უნგრეთის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გადავდგით ძალიან ძლიერი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა იყოს წარმატებული და რეალურად გახსნას ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში” – განაცხადა ერმაკმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ. ერმაკის თქმით, თუ როდის შედგება შეხვედრა, კონკრეტულ თარიღზე…

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქე და ერთ-ერთი რუსული ორგანიზაცია დაასანქცირა

ევროკავშირმა რუსეთის 4 მოქალაქეს და ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციას, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში შედის სამი პირი, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სასამართლო სისტემაში და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის თვითნებურ დაპატიმრებებზე და დაკავებებზე, განსაკუთრებით რუსი ოპოზიციის ლიდერის ვოლოდიმირ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებით. ასევე დასანქცირდა “უსაფრთხო ინტერნეტ ლიგა”, რომელიც ეხმარება რუსეთის მთავრობას ცენზურაში. სანქცირებულთა სიაში მოხვდა, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინას, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნების თავისუფლების სერიოზულ და სისტემატურ დარღვევაზე.

მეტი...

თბილისში, პლასტმასის ქარხნის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ,,ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა”, – წერია განცხადებაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„აშშ-ს ირანთან ომი არ სურს“ – ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ომი არ სურს. მისი თქმით, აშშ-ს სტაბულური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი სურს. „ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, ეს თავდასხმები გრძელდება. ჩვენ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. მე უზენაესი ლიდერის სახელით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი გვსურს და გვინდა, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს… ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს „კატაიბ ჰეზბოლა“ უჭერს, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის…

მეტი...

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში?

რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში? ამის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში განმარტებას ავრცელებს. ,,პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. ამ დროს მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას”, – განაცხადეს საია-ში. როგორც მათ აღნიშნეს, პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ მთავრობის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ,,პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის…

მეტი...

„უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ“ – პიტერ სიიარტო

„ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს“ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. საგარეო უწყების მინისტრმა მხარდაჭერა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიმართ. „ომი თითქმის ორი წელია გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.  

მეტი...

ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 30 იანვარს 1 აშშ დოლარი 2.6773 ლარი ეღირება, 1 ევრო – 2.8963 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4002 ლარი.

მეტი...

ლოიდ ოსტინი პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა

თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს პენტაგონში სამუშაოდ დაბრუნდა. 15 იანვარს, უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გაწერის შემდეგ, მინისტრი მოვალეობას სახლიდან ასრულებდა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, 5 იანვარს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო, 1 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე კი ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით პენტაგონმა გამოაცხადა, რომ მინისტრი პროსტატის კიბოს მკურნალობას გადიოდა, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა.

მეტი...

„თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?!“ – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ „კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ უშვებს”. ამასთან, სამადაშვილი „ქართულ ოცნებას” გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალად მოიხსენიებს. „ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი – კარგ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა” – აცხადებს სამადაშვილი.

მეტი...

„რჩევები გავცვალეთ მეგობრული” – გვარამია-სააკაშვილის შეხვედრა

ნიკა გვარამიამ „ვივა მედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა: „ვიყავი ჩემს მეგობართან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, აქტიურად არ ვარ ამ საქმეში ჩართული ბევრი გარემოების გამო, მათ შორის მიშასთან შეთანხმებითაც, მაგრამ როდესაც მეგობარი, დაცვის ქვეშ მყოფი შემოსვლას გთხოვს და შენც გინდა, ამას აკეთებ. კონსულტაციებს ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე მეგობრებთან ზოგადად გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არა მგონია… რჩევები გავცვალეთ მეგობრული. მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ, ჩემი დამოკიდებულება მისი პარტიის მიმართ…” – განაცხადა ნიკა გვარამია.

მეტი...

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა

ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა. პროექტი “ჰამასს” დღეს წარედგინება. უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები ახალი ზავის საფუძველზე ღაზის სექტორიდან მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ეს გულისხმობს საომარი მოქმედებების შეჩერებას და ტყვეთა გაცვლას. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საომარი მოქმედებები დაახლოებით 30 დღით შეწყდება. აღნიშნული დროის განმავლობაში, “ჰამასი” ქალებს, მოხუცებსა და დაჭრილ მძევლებს გაათავისუფლებს. ამ დროში, მხარეები მეორე ფაზის დეტალებს შეიმუშავებენ, რომლებიც საომარ მოქმედებებს ისრაელის ჯარისკაცებისა და მამაკაცი სამოქალაქო პირების გასაცვლელად კიდევ დაახლოებით 30 დღით შეაჩერებს.

მეტი...

თელ-ავივი ღაზის სექტორის მხრიდან იბომბება

ერთი თვის შემდეგ პირველად, თელ-ავივი ღაზის სექტორის მხრიდან იბომბება. ქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სირენების ხმა, ასევე, ისმის რიშონ ლეზიონში, ჰოლონში, ბატ იამში და ცენტრში მდებარე სხვა ადგილებში.

მეტი...

„ძალიან კარგად გაართვა თავი“ – მეუფე იაკობი ირაკლი ღარიბაშვილზე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო. მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანა ვითარდება და აღნიშნულ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს. „ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. რთულ პერიოდში იყო, ძალიან კარგად გაართვა თავი. არჩევნების პერიოდია და რაიმე ისეთს ხედავთ?! ადამიანი ხან იქნები თანამდებობაზე, ხან – არა. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მოსწონებოდა ირაკლი ღარიბაშვილი. წარმატებული პრემიერი იყო. კობახიძეც კარგი ადამიანია. ქვეყანა ვითარდება. ჩვენი ვალია განვითარდეთ, პრობლემას ვერ ვხედავ თანამდებობიდან წასვლასა და მოსვლაში. მქონდა თანამდებობა და დავტოვე, ამაში ისეთს ვერაფერს ვხედავ. ადამიანი რამდენი წელი უნდა იყო, ვფიქრობ,…

მეტი...

თელავში სახლი იწვის

თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. ადგილზე კერძო სახლი იწვის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ჩაქრობას მაშველებიამ დრომდე  ცდილობენ.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უგრძელებს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკური სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე შენარჩუნდება. რუსეთისთვის სანქციების განახლება პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ ხდება. ევროკავშირის კომუნიკეს მიხდვით, სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს.  

მეტი...

პუტინი თურქეთში ვიზიტისთვის ემზადება

თებერვლის თვეში, რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში ჩავა. როგორც რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშუ ვკითხულობთ, თურქეთის პრეზიდენტთან  ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უკრაინა იქნება. თურქეთის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტო ჩრდილოეთ კორეაშიც ჩავა.  

მეტი...

„ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან  ხაბეიშვილის განცხსადებით, სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. მისი თქმით, ”ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს”. „ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება, ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში“. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ.…

მეტი...

,,პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვამაყობ შედეგებით, რომებლსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ,,სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მეტი...

,,დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს…ახლა მეტი დრო მექნება ოჯახისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მადლობა გადაუღა მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. ,,თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. ,,გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავარგძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდ მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს,…

მეტი...

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაშავდა ორი ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომა. დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. “რუსებმა ნიკოპოლს არტილერიით დაარტყეს. დაშავდა ორი ახალგაზრდა, 19 და 21 წლის. ერთ-ერთ დაშავებულს მკურნალობას სახლში გაუწევენ. მეორეს მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ექიმები დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ,” – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი.

მეტი...

,,წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ”- რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

,,მე წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება,”- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, ბედნიერია, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს. ,,ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება. არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო, კომპენსაციებთან დაკავშირებით, თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას, კონფიდენციალურს ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან, შესაბამისი დოკუმენტი, იურიდიულად გაფორმდა. პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება, კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება“, – განცხადა ილია ღუდუშაურმა.

მეტი...

,,მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისადმი არ შეწყდება. “მჯერა, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება, რომ ევროპა მარტო არ დარჩება. ეს კომპლექსური საკითხია. მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს იმ დონეზე იარაღით და ფინანსებით დახმარებას, რასაც აქამდე უკრაინა იღებდა. თუ უკრაინა მტერს ვერ მოიგერიებს, პუტინი უფრო წინ წავა და ეს ამერიკის გზავნილი იქნება ევროპისთვის, რომ მას რუსეთთან გამკლავება მარტოს მოუწევს. ეს სერიოზული საკითხია, რითაც პუტინი აუცილებლად ისარგებლებს”, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

,,ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერ-მინისტრი იქნება”- იაგო ხვიჩია

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის გარდა, არავისზე ნაკლები პრემიერ-მინისტრი იქნება, არც არავისზე ნაკლები იქნება ივანიშვილის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ინტელექტუალურად არავის ჩამორჩება. „სამს პლუს შვიდი და შვიდს პლუსს სამი ათს უდრის, ერთ ადგილზე რომელს დააყენებ და მეორეს – სად, ამით ჯამი არ იცვლება. თუ ადრე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მეორე ირაკლი – პარტიის თავმჯდომარე, ახლა ორივე ირაკლი რომ მეორე მხრიდან ჩანაცვლდება, მეეჭვება, ამით ქართველმა ხალხმა რაიმე შვება იგრძნოს, პასუხისმგებლობა მაინც ბიძინა ივანიშვილზეა. ირაკლი კობახიძე, ბიძინა…

მეტი...

,,ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში”- ჯოზეფ ბორელი

ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, – ამის შესახებ ბრიუსელში  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ და ცენტრალურმა აზიამ უნდა განამტკიცონ თავიანთი მედეგობა. „ჩვენ ბევრად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ფიზიკურ კავშირებში, რათა შევძლოთ, ძველი დამოკიდებულებების შეცვლა, დივერსიფიცირება და ახალი ალტერნატივების პოვნა ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისთვის და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას“, დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ…

მეტი...

19 წლის გოგონა კლუბში შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

გასულ ღამეს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. გავრცელებული ინფორმაციითთ, გოგონა უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. წყა­რო ambebi.ge

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 17 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია ”ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ, ხო,ო ირაკლი ღარიბაშვილი  პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

მეტი...

სენაკში, საქართველოს ბანკის ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

სენაკში, საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

თუ პუტინი სასურველ შედეგს მიაღწევს, ეს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს წაახალისებს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს მიაღწევს, ეს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს წაახალისებს. ,,მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია NATO-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, უფლება აქვს შვედეთსა და ფინეთს, ასევე უკრაინასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა არ მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს უკრაინაში, რადგან ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს. დღეს არის უკრაინა, ხვალ შეიძლება იყოს ტაივანი. ამიტომ ჩვენთვის, ისევე როგორც შტატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარი…

მეტი...

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ქალაქ უჟგოროდში შეხვდება. „უჟგოროდში მივდივარ, წინ გრძელი დღე გვაქვს… ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამიერკარპატიის უნგრულმა თემმა დაიბრუნოს თავისი უფლებები“, – წერს პიტერ სიიარტო.  

მეტი...

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 2418.84 ლარი შეადგინა. ,,ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ჩვენ ძალიან რთულ მომენტში ვართ, მაგრამ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა უკრაინა რთულ მომენტშია, თუმცა უკრაინელებს რუსეთის შეჩერება შეუძლიათ. ,,თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ ხალხის, უკრაინის, გჯეროდეთ თქვენი პარტნიორების და მშვიდობის, რადგან ნებისმიერი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ. როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინის, ჩვენი ერის, გლობალური მიგრაციისა და მესამე მსოფლიო ომის განადგურება”, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დანაშაული ვროცლავში მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა. შაბათს 27 იანვარს, დილის 5 საათზე ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც  21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა.

მეტი...