აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აფხაზეთში საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია, მუშაობს მხოლოდ “პოდოროჟნიკის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. რუსეთის ფედერაციამ აკრძალა ხელშეკრულებების გაფორმება ყველა მომწოდებლთან, გარდა “როსნეფტისა”. სოხუმის მოხაჯირების სანაპიროზე საწვავის კომპანიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა აწყობენ შეხვედრას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან. ცნობისთვის, 23 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონებს, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის რუსულ მხარეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული, მალე აფხაზეთში…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთი კორეა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ფხენიანის სამხედრო აქტიურობას მუდმივად აკვირდება და რაკეტების გასროლის ფაქტი ამ მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაკეტებმა მცირე მანძილი დაფარეს, ფრენის ტრაექტორიის მიხედვით, ისინი ბირთვული ქობინის მატარებელი ფრთოსანი რაკეტები იყო.

მეტი...

,,იმ­ყო­ფე­ბა ისევ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში” – ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ზურა ბერიკაშვილის ოჯახის ახლობელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზურა გერ­მა­ნი­ა­შია. ამ წუ­თის­თვის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიახლე არა­ფე­რია. მისი იქ გა­დაყ­ვა­ნა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მო­ხერ­ხდა. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პრო­ცეს­შია. და­ნარ­ჩე­ნი, რაც აქაც ვი­ცო­დით, ტვინ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ რა­მე­ნა­ი­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ფიქ­სირ­დეს. სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სათ­ქმე­ლი არა­ფე­რია. იმ­ყო­ფე­ბა ისევ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში. რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­სნეს, მაგ­რამ მა­ინც ვერ იღე­ბენ ჯერ სა­თა­ნა­დო შე­დეგს და თან ცდი­ლო­ბენ, რომ ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვა არ მი­ი­ღოს. გერ­მა­ნი­ი­დან ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ეს ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს“, – აღ­ნიშ­ნავს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

,,ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე” – ოდიშარია

,,ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე… შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე”. ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების” წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტის კითხვას გამოაცხადებს თუ არა ხელისუფლება გამოსახლების შესახებ მორატორიუმს. ,,ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის ენჯეოები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი არ მაინტერესებს. ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ საკითხზე და კიდევ ერთხელ გიმეორებთ მივიღებთ იმ ზომებს, რომლებიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მეტი...

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა კეკელიძეზე დაკავებულები მოინახულეს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. ,,17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში, ხელწერილით გაათავისუფლეს). ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი…

მეტი...

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენ ვუბრუნდებით ამ პრაქტიკას. შემდეგი მსგავსი შეხვედრები ვარშავაში მარტის მეორე ნახევარში გაიმართება. ეს არის ის, რაზეც ადრე შევთანხმდით უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამ საუბრებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ეს ასევე არანაკლებ დაკავშირებულია ფერმერების პროტესტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინულ მხარესთან ასეთი ვარიანტების შემუშავება, რათა ჩვენს მწარმოებლებსა და ფერმერებს უკრაინიდან პროდუქციის ტალღა არ დაემუქროს”, – განაცხადა ტუსკმა.

მეტი...

რუსებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსეთმა ხერსონში, დნიპროს რაიონში საავადმყოფო დაბომბეს. შედეგად სამი სამედიცინო მუშაკი დაშავდა. ოფიციალური პირები მოსახლეობას სთხოვენ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ. ,,რუსეთის ფედერაციის არმია ხერსონს დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ბომბავს”, – ნათქვამია ხერსონის МВА-ს განცხადებაში.

მეტი...

ჩინეთში, მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში ჯიანგსის მაღაზიაში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ათობით თანამშრომელი, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ჩატარება და ქვეყანაში მსგავსი სასიკვდილო ინციდენტების “მტკიცე შეკავება” მოითხოვა.

მეტი...

უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორბანთან და მისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო. ,,მივესალმები პრემიერმინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ. მოუთმენლად ველი რატიფიცირებას პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. უნგრეთი ამ დრომდე ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერჯერობით არ მოუხდენია შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება. ცნობისთვის, გუშინ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პარლამენტმა.

მეტი...

ფეიერვერკი ჩინეთში – ახალი წლის გრანდიოზული სამზადისი

რამდენიმე დღეში ჩინეთში ახალ წელს აღნიშნავენ. სადღეასწაულო მზადება უკვე დაწყებულია. განათებული ქუჩები, მორთული შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  ჩინური ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ახალი წლის დაწყებას მთვარის ჩინური კალენდრით. ჩინურად, ფესტივალს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც გაზაფხულის ფესტივალს. ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. მორთულობებში დრაკონი მთავარი ფუგურაა, რომელსაც ყველგა ნახავთ, საახალწლო ფუნთუშებზეც კი.  სავსეა ქუჩები ხალხით, ყველანი არიან საახალწლო მორთულობით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. ეს ზეიმი…

მეტი...

აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ

გამოსახლების წინააღმდეგ და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოძრაობა “ხმა” აღსრულების ბიუროში შევიდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები შემობაში იატაკზე წრიულად განთავსდნენ და პროტექსტი ამ ფორმით გამოხატეს, თუმცა, მათ შენობა დაატოვებინეს. შენობაში დაპირისპირებაც მოხდა. მათ მჯდომარე აქციის უფლება არ მისცეს და შენობიდან გააძევეს. როგორც ორგნიზაციის წევრები აცხადებენ, აღსრულების ბიუროში ორი მოთხოვნით მივიდნენ –  შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, რომლებსაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას უპირებენ. ინფორმაციისთვის,  გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა “ხმის” ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს.…

მეტი...

ბელგრადში სავაჭრო ცენტრი იწვის

სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ხანძარია. ბელგრადში სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია სამი ვერტმფრენი. წინასწარი ცნობებით, დაშავებულები არ არიან. მეხანძრეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არ მიუახლოვდნენ სავაჭრო ცენტრს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ეს იყო სრული შოკი, ჩვენ მოგვატყუეს“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. კოლექტივმა, დღეს, კლინიკის ეზოში საპროტესტო აქციაც გამართა. „ტელევიზიით გავიგეთ მინისტრის ინტერვიუდან, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია არ იგეგმება და მოხდება საავადმყოფოს ძველი კორპუსის დემონტაჟი. ამის შემდეგ რადენჯერმე ვცადეთ კომუნიკაცია, რომ რეალურად გაგვერკვია რა ხდებოდა, თუმცა, არანაირი პასუხი არ ყოფილა. ამის შემდეგ გავმართეთ აქციები და აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ დაიწყო შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან“ – ამბობს ნინო ოთარაშვილი, ექიმი. მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან იყო შეცდომების  ერთგვარი აღიარება, რომ კომუნიკაცია უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო მედპერსონალთან. „ამის შემდეგ დაიწყო ჩვენთან კომუნიკაცია. ყველა შეხვედრა მთავრდებოდა ჩვენი დარწმუნებით,…

მეტი...

დაკავებულია ქალი, რომლის 9 თვის შვილმა თავი სათამაშოს დაარტყა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა

რუსეთში, კემეროვოს რაიონში ცხრა თვის ბავშვმა თავი სათამაშოს დაარტყა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. დედას თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია დაზიანებისთვის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ბავშვი გაციების გამო ტიროდა. SHOT-ის ცნობით, ტრაგედია ქალაქ პროკოპიევსკში მდებარე ოჯახში მოხდა. ჯერ კიდევ 12 იანვარს, 9 თვის ბავშვი თავის სათამაშოებით თამაშობდა, დაეცა და თავი დაარტყა. მისმა 28 წლის დედამ გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო დიდად მნიშვნელოვანი და დაავიწყდა ინციდენტი. ორი დღის შემდეგ, საღამოს, ბავშვის ტემპერატურა 37,5-მდე გაიზარდა. დედამ მას ნუროფენი მისცა და ლოგინში დააწვინა. დაახლოებით ორ საათზე ბიჭმა გაიღვიძა და ძლიერად დაიწყო…

მეტი...

ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ღაზაში, რადგან ღაზამ ისრაელს საფრთხე ვეღარ შეუქმნას – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ღაზაში, რადგან ღაზამ ისრაელს საფრთხე ვეღარ შეუქმნას. „ჩვენ განვსაზღვრეთ ომის მიზნები და ისინი ძალაში რჩება, მივაღწიოთ „ჰამასის“ განადგურებას, ჩვენი ყველა მძევლის სახლში დაბრუნებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა -Bloomberg

ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი. გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში. ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს.

მეტი...

საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. „წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

აშშ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად უკრაინას დამატებით 11,8 მილიარდს გამოუყოფს

ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს კიევს 11,8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს, რათა უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი შეავსონ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ვირტუალური შეხვედრის დროს განაცხადა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერით ასტიმულირებს სხვა დონორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ 2024 წლისთვის უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროების დაახლოებით სამ მეოთხედს. ეს დახმარება მხარს უჭერს მთავრობის სასიცოცხლო საჭიროებებს, მათ შორის საავადმყოფოების, სკოლებისა და სასწრაფო დახმარების დაფინანსებას. “უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის წარმატებასთან ბრძოლის ველზე”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ ეს დახმარება დასტურია აშშ-ისა…

მეტი...

,,არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება”- ბექა ოდიშარია

არსებობს ნიადაგი, ვიფიქროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში აღმოჩნდება. ვიმედოვნებ, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. „ვეთანხმები და მათი მოსაზრებები უნდა გაანალიზდეს. ხალხი ღირსია, მეტი იცოდეს. უტყუარია ის ფაქტები, რაც 2012 წლამდე მოხდა. იყო გამოძალვები, წამება, ბიზნესის დაყაჩაღება და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ პარლამენტში ბეღურებივით მობუზული იყვნენ. ბოლო ხანებში კი თავი იჩინა ალიანსმა, რომელიც ხელოვნურად არის დაყოფილი – გამრავლდნენ პარტიებად და არა ელექტორალურად. თეთრი ძაფითაა ნაკერი ის, რასაც…

მეტი...

,,ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება”- პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  თურქეთის პარლამენტის მიერ ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება. „ეს არის თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება. თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ეს არის აბსოლუტურად აშკარა ფაქტი და აქვს თავისი ვალდებულებები, აქვს თავისი მოლაპარაკებების პროცესები ამ ალიანსში თავის მოკავშირეებთან. ეს არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.  

მეტი...

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა კანდელაკს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ზაზა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე – საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

მეტი...

უკრაინამ იცოდა ტყვეების გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, თუმცა თვითმფრინავი სამი რაკეტით ჩამოაგდეს – ანდრეი კარტაპოლოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადებით, ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ილ-76 სამი რაკეტით ჩამოაგდეს. მისი თქმით, უკრაინამ იცოდა ტყვეების გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი სამი რაკეტით ჩამოაგდეს. „უკრაინის ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იცოდა დაგეგმილი გაცვლის შესახებ, ინფორმირებული იყო, როგორ მოხდებოდა ტყვეების ტრანსპორტირება, თუმცა თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს Patriot-ის ან გერმანული წარმოების IRIS T-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი რაკეტით, სპეციალისტები გაერკვევიან“, – განაცხადა  კარტაპილოვმა. მისივე თქმით,  რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ჩამოვარდნილ ილ-76 თვითმფრინავში „იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტყვე, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაიყვანეს“. ბელგოროდში ჩამოვარდნილ…

მეტი...

,,ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. სააგენტოს ცნობით, 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა…

მეტი...

,,ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა”- მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის,  მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება არის კატასტროფა. „ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ განაცხადა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება“.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაატა კალანდაძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა და ახალმა ელჩმა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პაატა კალანდაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, პაატა კალანდაძემ მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისათვის. პაატა კალანდაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

მეტი...

„არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს”- ზურაბ ჯაფარიძე

„არ მგონია, რომ მევახშეობაში რაიმე პრობლემა იყოს,”- ასე აფასებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. „ვალს გადახდა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ არ იარსებებს მექანიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი აიძულო, რომ ვალი გადაიხადოს, არავინ ვალს არ გადაიხდის. მთელი საბანკო სისტემა ამაზე დგას და შემდეგ მთელი ეკონომიკა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.  

მეტი...

ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 63 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელიც დღეს ბელგოროდში, სოფელ კრიივში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედროიმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. ბორტზე კიდევ 9 ადამიანი – 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა. “მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში დაგეგმილი ფრენის დროს Il-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა”, – ნათქვამია  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მეტი...

ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რესპუბლიკურის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მისაღებად 2 კვირა აქვთ

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს; სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს; სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო…

მეტი...

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება. განცხადება პროცესის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე  გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

მეტი...

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს – გენერალი ჰოჯესი

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს. ამის შესახებ გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ,,მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან წარსულში უკვე დავინახეთ შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართ თავშეკავება, რაც ანაკლიის პორტს ეხება. ანაკლია ამ [რუსულ პორტთან] ძალიან, ძალიან ახლოს იქნება. მაინცდამაინც ასე შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს გაანელებს თუნდაც მხოლოდ აქამდე არსებულ ენთუზიაზმს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს შეიძლება პრობლემა გახდეს. ვნახოთ. ვნახოთ რა მოხდება და შეძლებენ თუ არა რუსები მის აშენებას”, – ამბობს ჰოჯესი “ამერიკის…

მეტი...

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი, დიდი ალბათობით, სოფელ კრივის არეალში ჩამოვარდა. ადგილზე რუსეთის სპეციალური სამსახურები არიან მობილიზებულები. საპირისპიროს ამბობენ უკრაინის გენერალურ შტაბში. ისინი ადასტურებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნას, თუმცა განმარტავენ, რომ თვითმფრინავი S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლებიც რუსები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.

მეტი...

გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ Sea King Mk 41 ტიპის ვერტმფრენებს. უკრაინა სათადარიგო ნაწილების კომპლექტთან ერთად ექვს მრავალფუნქციურ ვერტმფრენს მიიღებს. გერმანული მხარე ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს. ,,Sea King არის გამოცდილი და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის ამ ტიპის პირველი გერმანული მიწოდება”, – თქვა ბორის პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. მედიკოსების მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაა, ამიტომ ისინი ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ,,მეხის დაცემაა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ასეთი გადაწყვეტილება. ან ქრთამია აღებული, ან შეკვეთაა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად. ვითხოვთ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა. მედიკოსების თქმით, მსოფლიოს ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მთავრობა სახელმწიფო კლინიკას აპელაციის გარეშე ხურავს. ,,ტენდერს დაჩქარებულ რეჟიმში ვატარებთო, კომპანია შემოვა, რომელიც მოახდენს ამ კონსტრუქციის ჯერ გამაგრებას და მერე დემონტაჟს დაიწყებსო. ფასადის დემონტაჟზე…

მეტი...

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა

2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა. ,,მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი მაისი. აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია – Reuters

ისრაელი და “ჰამასი” თითქმის შეთანხმდნენ, რომ მძევლებისა და ომის ტყვეების გასაცვლელად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ერთი თვით. საბოლოო გადაწყვეტილებას აფერხებს მხარეების შეხედულებები, თუ საბოლოოდ როგორ უნდა დასრულდეს ომი ღაზას სექტორში. ინტენსიურ მოლაპარაკებებს კატარი, ამერიკა და ეგვიპტე ხელმძღვანელობენ, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ისრაელელი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის სანაცვლოდ. დიპლომატიური შეხვედრების ბოლო რაუნდი 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად “ჰამასი” ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას რამდენიმე თვით სთავაზობდა, რაც ისრაელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ მხარეები საბრძოლო მოქმედებების 30 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, წყაროები ამბობენ,…

მეტი...