„თუ ხატს არ წაიღებენ, საპატრიარქო გაააკეთებს ამას“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სამების ტაძარში საღებავი შეასხეს არა სტალინს, არამედ მატრონას. როგორც მეუფე განარტავს, ეს დასაგმობია. რაც შეეხება ხატის გადაწერას, მეუფე აბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. „შეიძლება წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა და ეს მოგეწონოს? ვიღაცამ შეასხა, ეს არ არის ნორმალური მოქმედება. საღებავი სტალინისთვის არავის შეუსხამს. თუ სტალინის მიმართ პროტესტი გვაქვს, გამოვხატოთ, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეიძლება მატრონას სახეში საღებავი შეასხა და ეს ნორმალურად ჩათვალო?“ – ამბობს მეუფე. მისი განმარტებუთ, ხატი უნდა შეიცვალოს. „ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს განცხადება ამომწურავი იყო.  თუ შემომწირველები ამ ხატს არ წაიღებენ, ეს ადვილი არ…

მეტი...

„სტალინი მატრონასთან საერთოდ არ ყოფილა, ხატზე მისი გამოსახვა უმეცრებაა“ – მეუფე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სტალინი მატრონასთან საერთოდ არ ყოფილა და ხატზე მისი გამოსახულება უმეცრების შედეგია. როგორც მეუფე განმარტავს, ზოგადად, კომუნისტური რეჟიმი და სტალინიც უნდა გასამართლდეს. „სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალი იყო. უმეცრება იმისი, ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა. რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა?  სტალინი არ ყოფილა საერთოდ მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია და ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი. რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და მათ იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია. მთელი კომუნისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სტალინიც და სასამართლომ…

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ორ​​ თანამზრახველს კი პოლიცია ეძებს

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ორ ეჭვმიტანილს კი ამ დრომდე ეძებენ. გერმანული მედიის ცნობით, ქართველმა კაცმა სუპერმარკეტის ტერიტორია ორ თანამზრახველთან ერთად დატოვა. პოლიციამ ისინი სხვა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა. სანამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა დგინდებოდა, ორმა თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სოფლები დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ,,სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე.

მეტი...

,,კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია, პენსია 1 მაისიდან გაიზრდება” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად – საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული…

მეტი...

ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის 3 იანვარს დააკავეს. საქმის გამოძიებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო ინტერესები ესტონეთის მიმართ ისევ მაღალ დონეზეა. სასამართლომ მოროზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტარტუს უნივერსიტეტმა კი ვიაჩესლავ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად – საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის…

მეტი...

ზელენსკი დავოსში ბლინკენსა და სალივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეკ სალივანს შეხვდა. ,,აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში უკრაინასა და აშშ-ს შორის შემდგომი თანამშრომლობა, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორი დისტანციურ იარაღზე.

მეტი...

,,რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული” – ლეიენი

,,რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლეიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ,,რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. ეს არის უპირველეს ყოვლისა სამხედრო მარცხი. რუსეთის წარუმატებლობა ასევე ეკონომიკურია. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. უკრაინამ დღემდე შეინარჩუნა თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოსკოვთან თითქმის ორწლიანი ომის დროს. ამავდროულად, უკრაინა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე EU-ში გაწევრიანებასთან”, – განაცხადა ფონ დენ ლაიაენმა.

მეტი...

,,ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს” – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს. ,,კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება ისწავლოს ესტონურ ენაზე. ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი”, – თქვა კალასმა. არსებული ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობა აპირებს “ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე” გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსულენოვანი სკოლების მხარდასაჭერად თანხებს აღარ გამოყოფს. ცნობისთვის, ესტონეთმა ერთიან ესტონურ ენოვან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო, ახალი კანონპროექტი ქვეყანაში სკოლების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად, რომლებიც ძირითადად რუსულ ენაზე ასწავლიან. კანონპროექტის თანახმად, პროცესი 2033 წლისთვის დასრულდება.

მეტი...

სტოლტენბერგი ნატო-ს წევრებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს და ეს ქველმოქმედება არ არის. აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკოომიკურ ფორუმზე გააკეთა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფება. „მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ფარგლებში მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერის გაწევას, ვინაიდან, უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არაა. უკრაინის მხარდაჭერა ინვესტიციებია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში“ –  განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე შეაფსებით, ასევე მნიშვნელოვანია იარაღის წარმოების მასშტაბების გაფართოება. „ნატო იარაღის წარმოებას ზრდის. მიღწეულია შეთანხმება  საზენიტო-სარაკეტო „Patriot“ – ის კომპლექსებისთვის 1000 რაკეტის შეძენის შესახებ. ეს კი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ. ასევე,…

მეტი...

“ეს არის ომი, განადგურება და შიში” – ზელენკსი დავოსიდან

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში იმყოფება, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პუტინი არ შეიცვლება, თუცა, მას არ უნდა მისცეთ საშუალება, დანაშაული ჩაიდინოს. „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი 2 წელია მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე შეფასებით, აგრესორი ყველა ძალით უნდა შეაკავონ. „პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული…

მეტი...

ჩინეთი და შვეიცარია შეთანხმდნენ

ჩინეთი და შვეიცარია შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭირენ  FTA-ის განახლების ოფიციალური მოლაპარაკებების ადრეულ დაწყებას. ჩინეთმა და შვეიცარიამ დაასრულეს ერთობლივი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩინეთ-შვეიცარიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) განახლების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ FTA-ის განახლების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების ადრეულ დაწყებას. აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ჩიანგმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა  ვიოლა ამჰერდმა გააკეთეს. მიმდინარე წელს, მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩინეთ-შვეიცარიის სტრატეგიული დიალოგის ახალ ეტაპს დაიწყებენ. დიალოგი ფინანსებისა და ენერგეტიკის, განათლების, პოლიტიკის საკითხებს შეეხება. ასევე კონსულტაციები დაიწყება გაეროს უშიშროების საბჭოს საკითხებზე.

მეტი...

,,რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა”- სტოლტენბერგი

რუსეთი ძლიერად უტევს უკრაინას, ვითარება ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმეა, რუსები ახლა უტევენ ფრონტის ხაზის მრავალ ნაწილში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას ჰქონდა. „რა თქმა უნდა, მასშტაბურმა შეტევამ, რომელიც უკრაინელებმა აწარმოეს გასულ ზაფხულს, არ გამოიღო ის შედეგები, რომელთა იმედიც ყველას გვქონდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს, როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან, აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას, როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინაში წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის აუდიტს გეგმავს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების აუდიტის ჩატარებას გეგმავს. „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, აუდიტის შედეგების წარდგენა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე იგეგმება, რომელით პირველ თებერვალს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მოთხოვნას მოჰყვა, რომელმაც უკრაინაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შედარება მოითხოვა. შოლცმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობას, რომელსაც წევრი ქვეყნების უმეტესობა 2024 წლისთვის გეგმავს, ძალიან მცირე უწოდა და მოუწოდა დახმარების გაზრდისა და ამ გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის სამიტამდე. მეტი გამჭვირვალობის ამ მოწოდებას მხარს უჭერენ ბრიუსელის ოფიციალური პირები, რომლებიც თვლიან, რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია მეტი იარაღი მიაწოდოს…

მეტი...

,,ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიზნესის წარმომადგენლები  უკრაინაში ინვესტიციებისა და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის მისაღებადაც მიიწვია. მისი თქმით, უკრაინამ აღადგინა საექსპორტო შესაძლებლობები რუსეთისგან დამოუკიდებელი „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებით. ,,ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან. დავიწყეთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ სხვა საქონლის ტრანსპორტირებაც – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება”- სუნაკი

,,თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება,”–ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს,”- განაცხადა სუნაკმა.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს პროკუდინი.

მეტი...

,,ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გინდა, ოპონენტს ცხვირში უთავაზო”- კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინაა, როცა უბრალოდ გინდა, რომ “ოპონენტს ცხვირში უთავაზო.” მისი თქმით, ასეთი შემთხვევა 2-3-ჯერ ჰქონდა. ,,ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი,”- განაცხადა კულებამ.

მეტი...

,,ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა”- ლაიენი

ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი  თქმით,  რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. „მჯერა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია: რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი – რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო…

მეტი...

,,მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული”- ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. იხილეთ.

მეტი...

თბილისში დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს. ,,ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა აი სულ ყველას !!!”,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

მეტი...

გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს

გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს. სოფლის მეურნეობის სექტორის თანამშრომელთა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები უკვე კვირაა გრძელდება. ბერლინის პოლიციის განმარტებით, გერმანიის დედაქალაქში ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ აქციას 8 500 ადამიანი დაესწრო. გერმანელი ფერმერები მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.

მეტი...

ხარკოვის ოლქში 26 სოფლის ევაკუაცია გამოცხადდა

ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის  თქმით, არაუსაფრთხო სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა ხალხის ევაკუაცია კუპიანსკის რაიონის კონტრაშევსკაიასა და კურილოვსკაიას თემებიდან. თემებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაყვანა, რუსული არმიის სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო. აღნიშნულ თემებში 3043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა ევაკუირებული დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.

მეტი...

,,მინდა, რომ პუტინის კურსი ურყევად გაგრძელდეს”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება. მისი თქმით, სურს პუტინის ეს კურსი ურყევად გაგრძელდეს. „ჩვენ არა მარტო შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი, არამედ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ, ვართ უზარმაზარი, უძლეველი იმპერია, რომლითაც ვამაყობთ და არასოდეს ვიქნებით ვინმეს კოლონია, ეს კი ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით მოხდა. მე მინდა, რომ პუტინის ეს კურსი ურყევად გაგრძელდეს,“  – განაცხადა თინა კანდელაკმა.

მეტი...

,,წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება”- ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. მისი თქმით, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა გახსნილი იქნება. „მე ყოველდღიურად ობიექტზე ვიმყოფები ხოლმე და მუდმივად ვუწევ ზედამზედველობას ჩემს თანამშრომლებს. დღეს დილიდან რამდენიმე ტელევიზიას ვუყურე, რომლებიც მიზანმიმართულად მოსახლეობას ატყუებენ, პანიკას თესავენ, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, ეს სამუშაოები ვერ დასრულდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ იცით, რომ მაგ ობიექტზე ჩვენ გვქონდა 24-საათიანი მუშაობის მოთხოვნა, ვალდებულება ჰქონდათ კომპანიებს. შესაბამისად, ეს დარღვევები როდესაც დაფიქსირდა, რომ კომპანიები რიგ შემთხვევებში 24 საათი არ…

მეტი...

ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ერაყის ქურთისტანში, ერბილის აეროპორტის მახლობლად სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაღმული უპილოტო აპარატების სამიზნე ერბილის აეროპორტში განთავსებული საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ბაზა იყო. ერაყის ქურთისტანის ანტიტერორისტული სამსახურის განცხადებაში არ არის ნათქვამი, იყო თუ არა მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება თავდასხმის შედეგად. აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერბილი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ირანში თქვეს, რომ თავდასხმის სამიზნე ისრაელის დაზვერვის შტაბი იყო.

მეტი...

მზექალა შანიძეს 98 წელი შეუსრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილ მეცნიერს, მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს. „დღეს ჩვენი გამორჩეული მეცნიერი, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი და ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია! მას 98 წელი შეუსრულდა. ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ვუსურვებ. რთულია, მილოცვაში წარმოაჩინო ქალბატონი მზექალას დამსახურება უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია. იგი თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია მომავალი თაობებისთვის, გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია მისი როლი ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის…

მეტი...

,,ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა” – ირაკლი კობახიძე

“რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესებისა და განვითარებისთვის” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს და პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება. “როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და ონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ…

მეტი...

,,დაფიქსირდა გრაფიკთან ჩამორჩენა, დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება”- ბენდელიანი წერეთელზე

თბილისის მერიის მიერ ხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებების შეწყვეტა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ,,გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ…

მეტი...

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ინფორმაციის მიზანია, მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და…

მეტი...

ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის  ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან მან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია. მისივე ცნობით, განიხილეს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ასევე ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პარტნიორებთან მიმდინარე სამუშაო.  

მეტი...

პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული” – გივი მიქანაძე

“პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, “ნიკა მელიას, ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ ლომჯარია-ზურაბიშვილის ჩართულობით ფორმირდება დაჯგუფება, რომლის მცდელობაა, თავი ვითომდა მესამე, ნეიტრალურ ძალად წარმოაჩინონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”. “მცდელობა აქვთ იმის, რაღაც ხმები გადაიქაჩოს, რათა ეს ხმა არც „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და არც „ქართული ოცნებისკენ“ არ წავიდეს. პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი არ იქნება. 2024 წლის…

მეტი...

მის ამერიკა 2024 აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიცერი, მედისონ მარში გახდა

მის ამერიკა 2024 აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიცერი, მედისონ მარში გახდა. 22 წლის მედისონ მარში აშშ-ის საჰაერო ძალების მოქმედი ოფიცერია. ის ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკას სწავლობს და ტაეკვანდოში შავი ქამრის მფლობელია.

მეტი...

,,უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა დაბლოკოს. ,,უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს გლობალურ მუშაობაში, რათა სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა დაბლოკოს. ამჟამად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რაკეტები, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება ბუნდოვან კავშირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. თითოეულ რუსულ რაკეტას აქვს ათობით კომპონენტი, რომელიც შექმნილის სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ. ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო. ექსპორტის ასეთ…

მეტი...

,,ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე”- დაკარგული დათი გავაშელის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

თბილისში დაკარგულ დათი გავაშელის მეუღლე, ლიზა კარაშვილი მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე. „ჩემი მეუღლე, დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ, 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ, ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ დამირეკეთ 591 00 02 20,“ – წერს დათი გავაშელის მეუღლე.  

მეტი...