ერდოღანმა ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა.

,,ჩვენ ვუყურებთ მათ, ვინც ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს. ვინც დღეს თვალს ხუჭავს ხოცვა-ჟლეტაზე, ხვალ ინანებს. დასავლეთის ქვეყნებმა ღაზაზე გამოცდა ვერ ჩააბარეს. მათ დაკარგეს სანდოობა. გაჩნდა ფაშისტური აზროვნება, ვინც ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიას. მათ თვალები დახუჭეს ქალებისა და ჩვილების მკვლელობებზე”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები