გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას  ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.

ინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები