სასწორზე დევს ევროატლანტიკური გზა და ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობას – ლუკ კოფი რუსულ კანონზე

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ რუსული კანონით სასწორზე დევს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ზიანი ადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს:

,,მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას და ასევე ქართველ ხალხს, თუ რა დევს სასწორზე ამ კანონპროექტით. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ გზას და ასევე ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობას. ამიტომ, მე ვთვლი, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, თუ რა ვითარებაა ახლა.

ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება იქნება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ერთიან პლატფორმაზე, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები და არჩევნებზე შეეცადონ რომ შეცალონ არსებული ხელისუფლება”, – ამბობს კოფი.

მსგავსი თემები