გერმანიის მოქალაქეობის მიღება მარტივდება – ბუნდესტაგმა ახალი კანონი დაამტკიცა

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 8-ის ნაცვლად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, გერმანულის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია.

მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება უფრო რთული უნდა გახდეს ისეთი პირებისთვის, ვინც არ უჭერს მხარს გერმანიის თავისუფალ, დემოკრატიული წესრიგს.

ცვლილებებს ეწინააღმდეგება კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას ითხოვს. პარალელურად კი, გერმანია უცხოელი არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს.

მსგავსი თემები