,,ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს” – თურქეთის მთავარი პროკურორი

,,ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს”. ამის შესახებ თურქეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ბექირ საჰინმა, განაცხადა. მისივე თქმით, დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, სამუდამო პატიმრობა ზოგ შემთხვევებში არასაკმარისია. თურქეთის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ქალის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ აბრკოლებს სხვებს იგივე დანაშაული ჩაიდინონ. თურქეთში სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად არ გამოიყენება 1984 წლიდან. ქვეყანამ ის ოფიციალურად აკრძალა 2004 წელს ევროკავშირში შესვლის ხელშემწყობი რეფორმების ფარგლებში.

მეტი...

TBC ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

TBC ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტახნის წინ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 თებერვალს გაიმართება.

მეტი...

ალბანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 32 და 36 წლის კაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ. სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული. ალბანეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, “როლექსის” საათი და მარგალიტის ყელსაბამი.

მეტი...

აშშ-ში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი

აშშ-ში, დუბლინის შტატის ქალაქ პერის საჯარო სკოლაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 5 ადამიანი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ გახსნა. შემთხვევა დილით, სწავლის დაწყებამდე მოხდა. შემდეგ კი თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ინგლისში, წყალდიდობის შედეგად, საცხოვრებელი სახლები, გზები და სარკინიგზო ლიანდაგები დაიტბორა

ინგლისში, წყალდიდობის გამო, ასობით სახლი დაიტბორა. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო დაიტბორა გზები და სარკინიგზო ლიანდაგებიც, გადაადგილება უჭირთ მოგზაურებს. ნოტინგემშირის საოლქო საბჭო არ გამორიცხავს, რომ დატბორილი სახლების რაოდებობა კიდევ გაიზარდოს.

მეტი...

ნიუ-იორკის მეტროში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ნიუ-იორკის მეტროში, 96-ე ქუჩის სადგურთან, ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა. ერთ მატარებელში 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მეორე კი მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელია, რომელშიც ოთხი მუშა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 26 მგზავრი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, რელსებიდან გადასული მატარებლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია დასჭირდათ მესამე მატარებლის მგზავრებსაც, რომელსაც შემთხვევის გამო გვირაბში გაჩერება მოუწია.

მეტი...

ირანში, ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

ირანში, ქალაქ ქერმანში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მედიის ცნობით, ისინი ქვეყნის ხუთ პროვინციაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისას აიყვანეს. მინისტრი ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

მეტი...

კადიროვი მზადაა, ტყვეობიდან გაათავისუფლოს უკრაინელი მებრძოლები, თუ მის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციებს მოხსნიან

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლი ტყვეები გაათავისუფლოს, თუ თავის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციები მოიხსნება. ამის შესახებ კადიროვმა ამერიკელ დაზვერვის ოფიცერ სკოტ რიტერთან განაცხადა. „ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკის რაიონებში დავიჭირეთ. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს [სამხედრო ტყვეთა სიას] თუ გააუქმებენ სანქციებს დედაჩემზე, ჩემს ქალიშვილებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, ცხენებზე… მაშინ ამ ადამიანებს გავათავისუფლებთ,“ – თქვა კადიროვმა. მისივე თქმით, იგი მზადაა 20 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლოს, თუმცა მას დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ უნდა მოხსნას შეზღუდვები ტყვეების გათავისუფლებისთვის.

მეტი...

რუსეთის გენშტაბის უფროსის დაღუპვაზე ინფორმციას ოფიციალურად რა ადასტურბენ

ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა, ოფიციალურდ არ დასტურდება. უკრაინის მოხალისეთა არმიის – „სამხრეთის“ პრესსპიკერი, სერგეი ბრაჩუკი აცხადებს, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს ნამდვილად პოზიტიური ამბავი იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რეალობას შეესაბამებოდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სამეთაურო პუნქტში რუსული საოკუპაციო ჯარის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი ან გენერალი მოხვდა, სიმართლეა“, – აცხადებს ბრაჩუკი. რუსული მხარე კი ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.  

მეტი...

დაღუპულია ერთი ადამიანი

დაზუსტებული ინფორმაციით, სოფელ რუისთან, მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გორი-აგარა-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემდეგ კი სატვირთო მანქანა მაგისტრალზე მოძრავ მეორე სატვირთოს დაეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

მეტი...

არის მსხვერპლი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, მგზავრებით სავსე  მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. არის მსხვერპლიც. არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.  

მეტი...

„გრიპი უკვე დომინანტური ვირუსია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გრიპის ვირურის მატებაზე ისაუბრა და აღიშნა რომ გრიპი უკვე დომინანტურია ქვეყანაში. „გრიპი უკვე გახდა დომინანტური ვირუსი. ზრდა ნამდვილად არის. სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის მანძილზე და აციების კვალდაკვალ შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, სავარაუდოდ არ იქნება ისეთი აქტიური პერიოდი გრიპის თვალსაზრისით, როგორც ეს 2022-2023 წლებში გვქოდა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში. თუ როგორია რეკომენდაციები, სიმპტომები და ასე შემდეგ, ვრცლად, იხილეთ ვიდეო. “გრიპის ვირუსი დომინანტია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

„მომდევნო პერიოდში შემთხვევები, სავარაუდოდ, მოიმატებს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  თსსუ-ის პროფესორმა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალის. „ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც პროფესორმა განმარტა, განსაკუთრებით ყურადღება ბავშვებს სჭირდება.…

მეტი...