,,ვნანობ ზოგს ძალიან გავუყადრე თავი, უკადრებელს კადრულობენ” – ანრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ვნანობ ზოგს ძალიან გავუყადრე თავი, უკადრებელს კადრულობენ”, – წერს ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მატრონა მოსკოველის ხატის სამებაში გამოჩენის შემდეგ დაიწყო, სადაც სტალინიცაა გამოსახული. მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

მეტი...

ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე – ნეთანიაჰუ

,,ისრაელი გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის პრემიერი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გენოციდის მოწყობის ბრალდების საქმეზე განხილვის დაწყებას გამოეხმაურა. ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ აფრიკამ შეიტანა. სამხრეთ აფრიკის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან პალესტინელების დევნა არა 7 ოქტომბერს, არამედ 76 წლის წინ დაიწყო. ,,ტერორისტული ორგანიზაცია ახორციელებს ყველაზე საშინელ დანაშაულს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის შემდეგ და ახლა გამოდის ვიღაცა, ვინც მათ ჰოლოკოსტის სახელით იცავს. სად იყო სამხრეთ აფრიკა, როდესაც მილიონობით ადამიანი მოკლეს ან დევნილად აქციეს სირიასა…

მეტი...

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს. „დიდად ვწუხვართ ბაბო (ბარბარე) დადიანის შვილის, ქ-ნ თამარის (თათულის), გარდაცვალების გამო. ასაკის მიუხედავად, იგი იყო ჩვენი დროის მშვენება, დიდი წარსულის მემკვიდრე, თავადაც შესანიშნავი პიროვნება და ღირსეული ქრისტიანი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მშვიდობა და ქალბატონ თამარისთვის (თათულისთვის) ლოცვის ძალა მიანიჭოს“, – აღნიშნულია წერილში.

მეტი...

გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

გორის რაიონში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს

გორის რაიონში, სოფელ ახალშენში, მინდორში, გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა. არსებული ინფორმაციით, საზღვრები 11 თებერვალს გაიხსნება. სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, წინა თვეში ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოკლევადიანი გახსნისას რუსეთიდან ფინეთში თავშესაფრის 300-ზე მეტი მაძიებელი გადავიდა. ნოემბერში კი, ფინეთში, რუსეთის გავლით კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან და სირიიდან დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი შევიდა. ,,ხელისუფლების მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოა, ფენომენის ხელახალი განმეორება და გაფართოების საფრთხე, როგორც ადრე იყო”, – ნათქვამია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სამებაში, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მისი სიღრმე 10 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:12 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იქნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ,,ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”, – თქვა გამსახურდიამ. გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა. მწერალი გიორგი კეკელიძე , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. „პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

მეტი...

„პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ პარლაენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით კეკელიძე საჯაროდ საუბრობს. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა…

მეტი...

თეთრი სახლი მხარს უჭერს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას – Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს რუსეთისთვის გაყინული აქტივები უკრაინას გადასცეს, მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, რომ უკრაინას გადასცეს რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივები”, – ციტირებს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ამერიკას რუსეთის 300 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა აქვს გაყინული. ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ  გადაწყვეტილებას აფერხებს ის, რომ რუსეთისთვის ქონების კონფისკაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე, რამაც შესაძლოა დოლარის გაუფასურება გამოიწვიოს.

მეტი...

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა. ელჩს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

მეტი...

,,ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში”- დანიის საელჩო

ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან, – ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად. „სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი…

მეტი...

,,ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, ეს რუსეთს დაეხმარება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება, რადგან ეს რუსეთს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, რათა გრძელ ვადაში გააგრძელოს უკრაინაში ომი. ,,ბრძოლის ველზე პაუზა არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის შეწყვეტას. ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. და ეს არ მოიტანს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას ჩვენ გვესმის ის მოცულობა, თუ რასაც რუსეთი აწარმოებს დღეს. ვიცით რა რაოდენობის დრონებსა თუ საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ ყოველ დღე. ასევე ვხედავთ რა აკლიათ – მათ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებისა და საარტილერიო ჭურვების. დიდი დეფიციტი… ეს პაუზა არ გაყინავს…

მეტი...

პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 39 წლის ქართველის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. კაცს ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება. საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. ის სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.  

მეტი...

ესტონეთი უკრაინას შეიარაღების გასაუმჯობესებლად 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა. ესტონეთი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. მისი თქმით, უკრაინა სამხედრო დახმარებას სამი წლის განმავლობაში მიიღებს. ,,უკრაინას სჭირდება მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო ინდუსტრიის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რათა უკრაინამ მიიღოს ის რაც სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს.  ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში”, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.

მეტი...

უკრაინის უმაღლესი რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მასში ცვლილებების შესატანად მინისტრთა კაბინეტს უბრუნებს

უკრაინის უმაღლესი რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს, მასში ცვლილებების შესატანად, მინისტრთა კაბინეტს უბრუნებს. მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, დღეს გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხედრო მეთაურებმა, მათ შორის ვალერი ზალუჟნიმ, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა. „თათბირის შედეგად კანონპროექტი უბრუნდება ინიციატორებს. ამავე დროს, გადავცემთ კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში შემუშავებულ წინადადებებს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ინტერესია, მაღალი საარჩევნო ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას”- დეკანოიძე

„ქართული ოცნების“ ინტერესია, მაღალი საარჩევნო ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრეა. „ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრე ვარ, რადგან ჩვენი მოქალაქეების ინტერესის ასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ბუნებრივი ბარიერი საშუალებას მისცემდა, პოლარიზებულ გარემოში პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესია, მაღალი ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას, რომელიც 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მეტი...

,,ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სტალინის გამოსახულებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება ილია მეორესთან შეთანხმებულია. ,,საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე. მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში…

მეტი...

საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან. ცნობისთვის, დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

მეტი...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა. აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.  

მეტი...

,,რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია”- კახა კალაძე

„რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძე დადებითად აფასებს მმართველი გუნდის ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს…

მეტი...

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი კავლელაშვილი პატიმრობაში დატოვა. “არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. მისი პოზიცია იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თავის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია”, – განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა .

მეტი...

,,არავის დაჯარიმება არ მიხარია, იმედი მაქვს, არც კომპანია და არც ფიზიკური პირი თავს არ დაიჯარიმებს”- კახა კალაძე

​დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაათმაგების საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები. „2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელებულია და ვფიქრობთ, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ პრობლემები, რომლებიც გვქონდა ცალკეულ შემთხვევებში, აღარ განმეორდეს და აღარ იყოს, ამიტომ არის ამხელა ჯარიმები. არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც…

მეტი...

„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია”- ირმა ინაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას  წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია. „სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – წერს ინაშვილი. მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

მეტი...

,,ჩვეულებრივი სიბინძურეა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის რა აქვს გაკეთებული, საზოგადოებამ კარგად იცის”- კალაძე დანიის ელჩის განცხადებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს. „ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება,…

მეტი...

გრიპი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს

გრიპი გადამდები რესპირაციული დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. ის აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ხახა, ფილტვები). სხვა რესპირაციული ვირუსებისაგან განსხვავებით, გრიპი სერიოზულ დაავადებას და სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს. გრიპის ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ვრცელდება ხველების ან ცხვირცემინების დროს. შედარებით იშვიათად მაშინ, როდესაც პიროვნება ხელით შეეხება იმ საგანს, რომელზეც მოხვდა დაავადებული ადამიანის გამონაყოფი, შემდეგ ამ დაინფიცირებულ ხელს შეახებს პირს ან ცხვირს. გრიპის სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ტკივილი. ბავშვებში დამატებით შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება და ნაწლავთა მოქმედების გახშირება. გრიპის გართულებებია: ფილტვების ანთება, ყურის ინფექცია,…

მეტი...

,,გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს”- კალაძე გახარიას მიერ ივანიშვილის დებატებში გამოწვევაზე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და ბევრი აქვს სამუშაო. ამის შესახებ კალაძემ გახარიას მიერ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. „გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე – უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს, თბილისის მერი დადებითად პასუხობს. „რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა…

მეტი...

,,რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება”- კახა კალაძე

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ. „ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს – გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება…

მეტი...

,,ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე”- ზარქუა გახარიას

,,ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც”, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას განცხადებას. ,,მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და გამოიწვია ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია, ასე თამამად გამოიწვიოს.  მანამდე, მე ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც”, – აცხადებს ზარქუა.…

მეტი...

მივმართავთ ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო  წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. „წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს: საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება  დახატული იყოს  არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც…

მეტი...

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო- აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 725. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელიქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ…

მეტი...

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა თავს კარგად გრძნობს

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა თავს კარგად გრძნობს და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება დაშავებული თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილია. როგორც კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა, როდესაც შენობაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად, პირადად მან მცირე დაზიანება მიიღო.  

მეტი...

სომხეთთან თუ გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, ეს შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის , ილჰამ ალიევის განცხადებით,  სომხეთთან თუ გადავადდება სამშვიდობო შეთანხმებას, ეს შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს მისითქმით, თქმით, დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მხოლოდ 2012 წელს მოეწერა ხელი, დღემდე 13 წელი გავიდა, ყველა ნიშნები ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა. ,,სომხეთთან თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა, საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული,”- განაცხადა ალიევმა.

მეტი...

,,დანიის ელჩი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის”- დავითულიანი

საქართველოში დანიის ელჩი ქვეყნის შიდა საკითხებში ზედმეტად ერევა, რაც მისი საქმე არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. უმრავლესობის წევრს, კითხვა დაუსვეს საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“. „ისინი ცდილობენ ხოლმე შიდა პოლიტიკურ პროცესებში თავიანთი უფლებამოსილების მიღმა ზედმეტად ჩარევას და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია შევამციროთ და დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ. ამ დროს კი თავად ელჩი დეზინფორმაციის საფუძველს…

მეტი...

,,ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა” – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, “ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.” ,,საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად…

მეტი...

,,ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, ვიდებატოთ, ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას ცდილობს”- ბექა დავითულიანი

ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, რომ დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. ბექა დავითულიანს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა. დავითულიანის თქმით, ივანიშვილს ეს არაფერში სჭირდება. „ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ამ ქვეყანაში, სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომლად მეტი წონა. შესაბამისად, ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, რომ დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას. ეს არის მხოლოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ეს არაფერში სჭირდება. რატომ…

მეტი...