ჩვენ უნდა მოვემზადოთ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით – გერმანიის ფინანსთა მინისტრი

ევროპა ზედმეტად ბევრს საუბრობს დონალდ ტრამპზე იმის ნაცვლად, რომ მოემზადოს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი შესაძლო მეორე ვადისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა  განაცხადა.

მისი თქმით, შეშფოთებულია  იმით, რომ ევროკავშირში ზოგიერთი პოლიტიკოსი მიდრეკილია მიბაძოს აშშ-ს, თითქმის ყველაფრის სუბსიდირებაში.

„მე ვფიქრობ, რომ ევროპაში ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ დონალდ ტრამპზე და ჩვენ უნდა მოვემზადოთ დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენი საშინაო სამუშაოს შესრულება არის საუკეთესო მომზადება დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის. ეს მოიცავს ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს. ეკონომიკურ, ნატო-ს ფარგლებში ტვირთის თანაბარი განაწილების თვალსაზრისით მიმზიდველ თანასწორ პარტნიორად ყოფნა არის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა ლინდნერმა.

მსგავსი თემები