ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით ჩაირა. ქეით მიდლტონი საავადმყოფოში 10-14 დღე გაატარებს.

“მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა 17 იანვარს ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება” – ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

მსგავსი თემები