პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში 25 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გდანსკში მაშინ მოხდა, როცა ტაქსის მძღოლად მომუშავე საქართველოს მოქალაქემ მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მას დანით დაემუქრა. პოლონური მედია წერს, რომ პოლიციამ მისი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად” – მამა ანდრია ჯაღმაიძე

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად”. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ,,მთავარი რამ, რასაც ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის…

მეტი...

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში 37 მლნ აშშ დოლარს შეიტანს

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში 37 მლნ აშშ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა. მისივე თქმით, რთული ზამთრის გადასატანად, იაპონია კიევს ხუთ მობილურ გაზის ტურბინის გენერატორს მიაწვდის. მან ასევე პირობა დადო, რომ უკრაინელებს თავშესაფრის აშენებასა და ქალებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაეხმარება. დღევანდელი ვიზიტი კონფერენციამდე შეხვედრას უკავშირდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტოკიოში 19 თებერვალს გაიმართება, კონფერენცია მიზნად უკრაინის ომის შემდეგ რეკონსტრუქციის განხილვას ისახავს.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბირთვული საწვავის პროგრამას იწყებს

დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ბირთვული რეაქტორების მაღალტექნოლოგიური ბირთვული საწვავის წარმოების (HALEU) პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ,,HALEU პროგრამის დაწყება დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს მიაწოდოს მსოფლიოს სპეციალიზებული ბირთვული საწვავი და კიდევ უფრო იზოლირებული გახადოს პუტინის რუსეთი”, – ნათქვამია მოხსენებაში. ინვესტიციის მიზანი ქვეყანაში ახალი ბირთვული პროექტებისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების გაძლიერებაა, ასევე რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდებაზე გლობალური დამოკიდებულების შემცირება. პროგრამა გამოიმუშავებს გამდიდრებულ ურანს, რომელიც აუცილებელია შემდეგი თაობის რეაქტორების მუშაობისთვის. ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მინისტრის კლერ კოუტინიოს თქმით, პროგრამა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისს სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციებს…

მეტი...

,,უკრაინა შვედეთთან ერთობლივი იარაღის წარმოებითაა დაინტერესებული” – ზელენსკი

,,უკრაინა შვედეთთან ერთობლივი იარაღის წარმოებითაა დაინტერესებული”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. ,,დღეს მე მივმართე შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას “საზოგადოება და თავდაცვა”, ეს ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიული ამბიციები შეიძლება ჩაიშალოს, თუ საკმარისი ძალა იქნება ამისათვის და ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი ძალა მხოლოდ ერთობლივად, სოლიდარობით, ერთმანეთის გასაძლიერებლად, ერთად მუშაობით. უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვის თანამშრომლობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. მსგავსი შეთანხმებები გვაქვს ჩეხეთთან, აშშ-თან და გერმანიასთან. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება პარტნიორებისთვის არის თანამშრომლობა, განვითარება და გაძლიერება ერთად.…

მეტი...

,,რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე აცხადებს, რომ ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე თვეა რაც არის, თუმცა ამისთვის ყურადღება ჟურნალისტების გარდა, არავის მიუქცევია. ,,არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი,” – ამბობს იოანე მჭედლიშვილი. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის ხატის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში…

მეტი...

ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა. ვიზიტით ის აგრძელებს რეგიონულ ტურს ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად. ბლინკენი ჯერ დოჰაში ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა, შემდეგ კი პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. არსებული ინფორმაციით, კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში გააგრძელებს ვიზიტებს.

მეტი...

იტალიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა ალპებში ზვავის შედეგად დაღუპული 2 მთამსვლელი იპოვა

იტალიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა შვეიცარიის საზღვრის მახლობლად, ალპებში, ზვავის შედეგად დაღუპული ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვა. ალპური სამაშველო ჯგუფი CNSAS-ის ცნობით, განგაშის გამოცხადების შემდეგ, რეგიონში ძლიერი ქარის მიუხედავად, ადგილზე სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენებით გაიგზავნა. სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას გაწვრთნილი ძაღლიც იღებდა. ერთ-ერთი ცხედარი თოვლში ჩამარხული, მეორე კი დაახლოებით 2200 მეტრის სიმაღლეზე, ტბაში იპოვეს. მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება.

მეტი...

ბათუმში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გამოცემა Ajara times წერს, ის უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს. ახალგაზრდა ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

იტალიამ ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდა

იტალიამ ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაინიმ განაცხადა. ,,შეიარაღებული კონფლიქტების მზარდმა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში გააძლიერა დისკუსია ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნის შესახებ. ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი შეიარაღებული ძალები ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ. ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ საკუთარი არმიის შექმნის საკითხი პირველად არ განიხილება. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ 2018 წელს ისაუბრა. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს სჭირდება ევროპული შეიარაღებული ძალები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.…

მეტი...

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამიტომა, მან თანამდებობა შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. ,,2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე” – თქვა მან ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ინტერვიუში. მიშელის თქმით, მისი მემკვიდრის ვინაობა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი. მიშელს არ დაუკონკრეტებია, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში. თუმცა, აღნიშნა, რომ აპირებს შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR – Mouvement Réformateur-ს. ,,მინდა ვიმსახურო იქ, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო. სხვა ამბიციები არ მაქვს. მსურს აქტიური როლი ვითამაშო ევროპულ დებატებში და დავეხმარო ევროპა 2030-ის პროექტის წინსვლას. ამას რეფორმები…

მეტი...

კიევსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, კიევსა და ზოგიერთ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ბალისტიკური იარაღის საფრთხე ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ჩერკასის, პოლტავას და ჟიტომირის რეგიონებშია.

მეტი...

,,ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს, ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ” – კიმ ჩენ ინის და

,,ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს, ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ”. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ და მთავარმა მოკავშირემ კიმ იო ჯონგმა განაცხადა. ,,როგორც უკვე გამოცხადდა, კორეის სახალხო არმია დაუყოვნებლივ სამხედრო დარტყმას განახორციელებს, თუ მტერი მცირე პროვოკაციას მოაწყობს”, – თქვა კიმ იო ჯონგმა. სამხრეთ კორეის სამხედროებმა უარყვეს კიმის განცხადება, როგორც დაბალი დონის ფსიქოლოგიური ომი და მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას საზღვართან. პარასკევს საზღვრის ორივე მხარეს ჩატარებულმა წვრთნებმა გამოიწვია გაფრთხილება სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულების მაცხოვრებლებისთვის, რომ თავშესაფარი ეძებონ, თუმცა ჭურვების საზღვაო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია…

მეტი...

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 7 იანვარს მოხდა, ბრწყინვალესა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში.

მეტი...

,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ” – ნეთანიაჰუ

,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ არ დავასრულებთ მის ყველა მიზანს – “ჰამასის” ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა ვეღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელის. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულებაც. ჩვენ ყველა სხვა მოსაზრება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად გავაგრძელოთ სიარული საბოლოო გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მიზნებს და როცა აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებლებისთვის.…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ვანის პროვინციაში, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 3.7 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 11:51 საათზე დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის სასახლე გაიხსნა

16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის სასახლე გაიხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასახლე, რომელიც საპორტო ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, 2300-ზე მეტი წლის წინ ააგეს. მოგვიანებით ის რომაელებმა გაანადგურეს და მისი ნანგრევები, XIX-ის დასაწყისში, გათხრების დროს აღმოაჩინეს. სასახლის ნაწილობრივ რეკონსტრუქციაზე, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ჩატარდა, 20 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა. სასახლის გახსნის ცერემონიას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დაესწრო, რომელმაც მას მსოფლიო მნიშვნელობის უწოდა.

მეტი...

ქრისტესშობა კიევის რამდენიმე ეკლესიამ იზეიმა

ქრისტესშობა კიევის რამდენიმე ეკლესიამ იზეიმა. გასულ წელს, ოფიციალურმა კიევმა შობის აღნიშვნის თარიღი შეცვალა და შობას, 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, რუსული ეკლესიის გავლენისგან გათავისუფლება დასახელდა. ამის მიუხედავად, წირვა კიევის ზოგიერთ ტაძარში შვიდი იანვარის ღამეს მაინც ჩატარდა.

მეტი...

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მან ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 124 საათი გაატარა. იაპონური მედიის ცნობით, ის ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, ქალს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები. ცნობისთვის, პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

ბრეივიკი ნორვეგიას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივის. ნეონაცისტი ტერორისტი აცხადებს, რომ ციხის საკანში იზოლაციითა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აკრძალვით, მისი უფლებები ირღვევა. სარჩელს ბრეივიკის ადვოკატი სასამართლოში 8 იანვარს შეიტანს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრეივიკი სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო უჩივის. ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანდერს ბრეივიკი საზოგადოებისთვის ამ დრომდე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იზოლირებულ საკანში მისი ყოფნა, აუცილებელია.

მეტი...

თბილისში საშობაო ალილოსთვის ემზადებიან

თბილისში, მართლმადიდებელი მრევლი საშობაო ალილოსთვის ემზადება. სამების საკათედრო ტაძარში უკვე იკრიბებიან სასულიერო პირები. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება. ალილოს ტრადიცია საქართველოში უკვე 20 წელია აღდგა. შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების ტაძარში იყრის თავს, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

მეტი...

,,გამოჯანმრთელების პროცესში ვარ, მოუთმენლად ველი პენტაგონში დაბრუნებას” – ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა, მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელების პროცესშია. ,,ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ვარ და მოუთმენლად ველი პენტაგონში მალე დაბრუნებას. მე ასევე მესმის მედიის შეშფოთება გამჭვირვალობის შესახებ და ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთესი სამუშაოს შესრულება, რათა უზრუნველგვეყო საზოგადოების სათანადო ინფორმირება…მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებებზე გამჟღავნების შესახებ,” – განაცხადა ოსტინმა.

მეტი...

მსახიობი კრისტიან ოლივერი, ორ შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი, კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ. ცნობისთვის, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა. მოგვიანებით კი კარიერა აშშ-ში გააგრძელა.

მეტი...

ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” სარდლობა განადგურებულია – IDF

ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” სარდლობა განადგურებულია. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს. IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა. ჰაგარი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულინო არიან “ჰამასის” სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნიპროს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და განადგურდა რამდენიმე ავტომობილი. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლისაკის ცნობით, დაზიანებულ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობდა. ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში 45 მაშველი და 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. ლისაკმა ასევე აღნიშნა, რომ შაბათს საღამოს დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი გაანადგურეს.

მეტი...

,,დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა” – ზურაბიშვილი

,,დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა”. ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიმართლის, სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!”, – დაწერა პრეზიდენტმა.

მეტი...

უკრაინას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა, დღეს უკრაინას ეწვევა. იოკო კამიკავა კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. ვიზიტის ფარგლებში, ის გამართავს კონსულტაციებს უკრაინული მხარის პარტნიორებთანაც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით. ,,ვიზიტისას მინისტრი კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინისთვის იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება დღევანდელ რთულ საერთაშორისო ვითარებაშიც კი. მინისტრი კამიკავა ასევე აცნობებს უკრაინულ მხარეს შესაბამისი დახმარების დეტალებს და ჩვენი სახელმწიფოს გეგმებს”, – წერია იაპონიის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე, კამიკავა უკრაინულ მხარეს აცნობებს, რომ იაპონია თავის ერთგულებას ქვეყნის აღდგენაშიც გამოავლენს. 19 თებერვალს გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენციაც,…

მეტი...

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე, ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა.

მეტი...

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “​ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. ნაძალადევის რაიონში – ორბეთის ქუჩის N19-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:30-დან 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ინტერნატის, ფილიას, ორბეთისა, ლამისყანის, ბედნელიანის ქუჩებს. დიდუბის რაიონში – ტერევერკოს ქუჩის N7-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 13:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ტერევერკოს ქუჩას.…

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად როგორც გზების დეპარტამენტი წერს, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

რუსების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი

რუსების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია – ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს. ,,11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი – ეს პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგებია. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა”, – წერს ის. რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის”.

მეტი...

,,იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით” – ღარიბაშვილი

იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მთავრობის მეთაური ქრისტესშობას სრულიად საქართველოს ულოცავს. ,,ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

„კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს“ – პატრიარქი

„კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს. როგორი იქნება ჩვენი არჩევანი? თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. ილია მეორე ბრძანებს, რომ დღეს ყველზე მეტად მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება გვჭირდება. „ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.…

მეტი...

„ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე“ – პატრიარქი

„დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე“ – ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში. ილია მეორე ხელოვნური ინტელექტზე ამახვოლებს ყურადღებას და ბრძანებს რომ მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა. „ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ. ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ…

მეტი...

„დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება, რომ მთელი კაცობრიობა განადგურდეს“ – პატრიარქის ეპისტოლე

უწმინდესი და უნეტარესი საშობაო ეპისტოლეში მსოფლიოში მიმდინარე ომებზეც საუბრობს. „ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი…

მეტი...

„არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე“ – პატრიარქი

საქართველოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში მძიმე ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანებზეც საუბრობს და ბრძანებს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. „შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის…

მეტი...