პრეზიდენტი წუხს, რომ სომხეთის პრეზიდენტი მას არ შეახვედრეს

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებს ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მას არ ეძლევს შესაძლებლობა, შეხვდეს და უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ”, – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

,,უწყება მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გააგრძელოს” – ჯანდაცვის სამინისტრო

,,უწყება მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები გააგრძელოს”. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები. შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური…

მეტი...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს ეხმიანება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს ეხმიანება. „გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, – აცხადებენ საპატრიარქოში. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

მეტი...

რუსეთმა მწერალი ბორის აკუნინი ძებნილთა სიაში შეიყვანა

ლონდონში მცხოვრებ რუს მწერალ ბორის აკუნინიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. ძებნილთა სიაში მისი სახელი და გვარი 26 იანვარს გამოჩნდა. 18 დეკემბერს ბორის აკუნინი საფინანსო სადამკვირვებლო ორგანო “როსფინმონიტორინგმა” ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა.

მეტი...

სენაკში, ყაჩაღობის ფაქტზე, 30-წლამდე პირი დააკავეს

სენაკში, ყაჩაღობის ფაქტზე, 30-წლამდე პირი დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-იდან 7-წლამდე ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 26 იანვარს, სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი,…

მეტი...

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტში შედის: IRIS-T SLM საშუალო მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის საზენიტო იარაღი; საარტილერიო სისტემები და 230 ათასზე მეტი ჭურვი; 80-ზე მეტი Leopard 1 A5 ტანკი; ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები; 450 ჯავშანმანქანა; საინჟინრო მანქანები; განაღმვისთვის საჭირო სისტემები; დრონები; სარადარო და სადაზვერვო სისტემები. გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია გეგმავს 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას.

მეტი...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია რამდენ ხანს დაჰყოფს მონარქი სამედიცინო დაწესებულებაში. სამეფო სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზმა შეგნებულად გაასაჯაროვა თავისი მკურნალობის ისტორია, რომ მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ. მისი ავადმყოფობის მიზეზი პროსტატის ადენომა გახდა. რამდენიმე დღის წინ იმავე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა უელსის პრინცესა კეიტს.

მეტი...

გონიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

გონიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

პრეზიდენტის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

სუს-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა. ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

სად გადაანაწილებს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს?!

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. უწყებამ კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალი გაავრცელა, სადაც მედპერსონალს დაასაქმებენ. ეს კლინიკებია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის რაიონული საავადმყოფო; პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა; გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა; ჯეო ჰოსპიტალის ქსელი; კავკასიის მედიცინის ცენტრი; ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფო; იმედის კლინიკა; დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.    

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის

სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქციის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სეცვლას არ აპირებს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდება. “რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა“ – განმარტავს ილია ღუდუშაური. შეგახსენებთ, რომ მედპერსონალმა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.  

მეტი...

„მე გავაუქმე ავტომობილის ტექდათვალიერება“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ტექდათვალიერება სავალდებულო არ უნდა იყოს. „თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი. ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია”, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

“საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა

რამდენიმე წუთის უკან, სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკის მუნიციპალიტეტში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ერთი პირი შიჭრა. მან ბანკში მყოფ მოქალაქეს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

,,მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი ოპტიმიზმითა შეყურებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს. „მინდა, აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა მოწოდებულია, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მზად…

მეტი...

ჰააგის სასამართლო   ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას არ დაეთანხმა

ჰააგის სასამართლო სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ არ დაეთანხმა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა შესაძლოა, უფრო მეტად გაუარესდეს, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებს გამოიტანს“, – განაცხადა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ  უმრავლესობით დაადგინა, რომ ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს გენოციდური მოქმედებები. ,,სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, – აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.

მეტი...

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთს აქვთ ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ…

მეტი...

,,დავიკავეთ თსუ-ს კანცელარია, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია”- მაისის სტუდენტური მოძრაობა

დავიკავეთ თსუ-ს კანცელარია, ვითხოვთ, შეწყდეს ოჯახების გამოსახლება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, – ამის შესახებ მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ისინი ითხოვენ უნივერსიტეტი გაიფიცოს, სანამ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან. „შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კეკელიძის ქუჩაზე ძალადობრივი გზით პოლიციამ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი უკანასკნელი საცხოვრებლიდან. პოლიციამ სახალხო სოლიდარობას დაუპირისპირა ხისტი და უკანონო ძალმომრეობა, რის პასუხადაც აკაკიმ და გიორგიმ დააზიანეს აღსრულების პოლიციის მანქანა. ურო, რომლითაც აღსრულების პოლიცია ოჯახს კარს უმტვრევდა, გამოდგა ამ უკანონობაზე წინააღმდეგობის იარაღი. აკაკი და გიორგი სწორედ სოლიდარობისთვის დააკავეს. გუშინ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვიტილება, მათ…

მეტი...

,,რისკ ჯგუფს შეადგენდნენ”- ცერცვაძე გრიპით გარდაცვლილებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპით გარდაცვლილი სამი პირიდან, ორი დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა. მისივე თქმით,  გარდაცვლილებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. ,,3 გრიპის ვირუსით გარდაცვლილი პირიდან, ორი დასავლეთ საქართველოში გარდაიცვალა, მესამეზე არ მაქვს ცნობები. დაახლოებით 50-60 წელს ასაკს შორის იყვნენ, მაგრამ რისკ ჯგუფს შეადგენდნენ, ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. საქართველოში არის ყველაზე ნაკლები რიცხვი გარდაცვალების სხვა ქვეყნებთან შედარებით კოვიდიდაც, გრიპითაც და სხვა რესპირაციული ინფექციებით არცერთი გარდაცვალება არ გვქონია. ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოქალაქეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. “მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ლაშა ხუციშვილის თქმით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლის 1 770 მცდელობა აქვთ აღკვეთილი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი. მისივე თქმით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის თქმის 1 770 შემთხვევა. “სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი...

,,ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ” – ედგარ რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ. ,,ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას დაამტკიცებენ. კიევის შესახებ შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობას. ერთადერთი რამ, რაც ძალიან ნათელია, არის ის, რომ უკრაინას ეს თანხა სჭირდება, უკრაინამ ეს თანხა უნდა მიიღოს და ევროკავშირმა ეს უნდა უზრუნველყოს”, – აცხადებს რინკევიჩი.  

მეტი...

ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა ჩაიშალა – ანდრეი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო ჩაიშალა. ,,ზუსტ ციფრს არ დავასახელებ და სანამ გაცვლა არ მოხდება, მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში. ფაქტობრივად, ეს უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, საიუბილეო – 50-ე გაცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შედგა“, – განაცხადა იუსოვმა.

მეტი...

თსუ-ში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა. აქციის მონაწილეები კეკელიძის ქუჩაზე, ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას  დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

მეტი...

იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ

საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. რეგიონებში, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მიერ ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრების მომხმარებლებისთვის გაგზავნა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ქ. თბილისში, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ აბონენტებისთვის ქვითრების გაგზავნა 30 იანვრიდან დაიწყება. სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, შემცირებულ ტარიფს დადებითი გავლენა აქვს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტიპის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური მოხმარება 500 000…

მეტი...

,,ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში, იქნება უამრავი დამკვირვებელი”- ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში, იქნება უამრავი დამკვირვებელი და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები, – ასე ეხმაურება„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისკის განცხადებას. მისი თქმით, დასავლელ პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან. „დასავლელ პარტნიორები, ჩვენი მეგობრები ცხადია, დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ კარგად ესმით, როგორი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ცვლილებები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე, ეკონომიკურ დოვლათზე. შესაბამისად, არავინ არ ენდობა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებს, ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რათა საქართველოში…

მეტი...

,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი”- რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვლის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება. აქციაზე შეკრებილები რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ. ,,ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ( მინისტრთან შეხვედრას), იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეს არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი: გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულიად უსაფუძვლო, სამარცხვინო, ნგრევის გადაწყვეტილება,” – აცხადებს მაია სულაქველიძე. ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდეს და მათ კითხვებს…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური  პარლამენტში – ერთმანეთს „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დაუპირისპირდნენ. პარლამენტის შენობაში ერთმანეთს არჩილ გორდულაძე და ალბერტ ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

,,შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა”- არასრულწლოვნის დედას და კიდევ ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. არასრულწლოვნის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით…

მეტი...

ვალუტის კურსი 26 იანვარისთვის

ვალუტის კურსი 26 იანვრისთვის – საქართველოს ეროვნული ბანკი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს: 1 აშშ დოლარი – 2.6769; 1 ევრო – 2.9168; 1 ლირა 0.0884; 1 ფუნტი კი – 3.4104 ლარი ეღირება.

მეტი...

გასულ წელს, საქართველომ 81,6 მლნ აშშ დოლარის ბრაზილიური ხორცი იყიდა

2023 წელს საქართველოში 81,615 მლნ აშშ დოლარის ბრაზილიური ხორცი და მისი სუბპროდუქტები შემოვიდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. ბრაზილიიდან საქართველოში 2022 წელს 57,540 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს კი 36,723 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2020 წელს 33,882 მლნ აშშ დოლარის და ა.შ. 2023 წელს ხორცის და სუბპროდუქტების იმპორტიორი ხუთეული შემდეგია: 1. ბრაზილია – 81,615 მლნ აშშ დოლარი 2. ჩინეთი – 18,446 მლნ აშშ დოლარი 3. თურქეთი – 17,835 მლნ აშშ დოლარი 4. უკრაინა – 12,744 მლნ აშშ დოლარი 5. ნიდერლანდები – 11,873 მლნ აშშ დოლარი

მეტი...

ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე – პაველ ჰერჩინსკი

 ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით,  კანდიდატის სტატუსი იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. „ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური,…

მეტი...

რესპუბლიკურის მედპერსონალი 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან იკრიბება

დღეს, 15:00 საათზე ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტებენ. ცნობილია, რომ აქციის პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან შეხვედრა დაგეგმა. ექიმები ამბობენ, რომ მინისტრს არ შეხვდებიან, რადგან მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება. „ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმიტომ, რომ შემდეგი აქცია გაიმართება კანცელარიასთან, იმიტომ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაა ეს და მთავრობამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა. 15:00 საათზე მინისტრთან შეხვედრა გამორიცხულია. საერთოდ რატომ შემოგვთავაზა, როცა იცოდა, რომ აქცია იყო 3 საათზე. მე არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვთქვა. შეხვედრაზე არასდროს უარს არ ვამბობთ, მაგრამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს აზრი. მინისტრთან შეხვედრას დავთანხმდებით იმ…

მეტი...

​რუსეთმა ხერსონისა და დონეცკის ოლქები დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთმა ღამით ხერსონი და დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბა. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაზიანდა კორპუსები, კერძო სახლები სკოლა, სავაჭრო ცენტრი, საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზია, ადმინისტრაციის შენობა და 29 ავტომობილი.  

მეტი...

ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს.  

მეტი...

,,გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს”- პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს. ასე რომ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არა აუცილებლად ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ეხება ვადებს. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. რეფორმები დასახული არ არის ბრიუსელის ან ვინმეს მოსაწონად, ისინი გამოიკვეთა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ, თავად საქართველოს ინტერესშია, განახორციელოს რეფორმები და იყოს მზად ევროკავშირში შესასვლელად. საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუმზადებლობის შემთხვევაში,…

მეტი...