მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში მომავალ კვირას მოათავსებენ.

ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ის გაივლის მაკორექტირებელ მკურნალობას. ასევე, მისი საჯარო გამოსვლები გარკვეული დროით გადაიდება, სანამ ჯანმრთელობა სრულად არ აღდგება. კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია, არ არის მითითებული.

ცნობილია, რომ წინა დღეს ჩარლზ III შოტლანდიაში უცხოელ მაღალჩინოსნებსა და კაბინეტის წევრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრები სამედიცინო მიზეზების გამო გაუქმდა.

 

მსგავსი თემები