,,ვთხოვოთ უფალს, რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ” – მეუფე შიო

რელიგიური სიწმინდეების მიმართ, რომ ვანდალიზმი დაუშვებელია და კანონის გამკაცრებაა საჭირო, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფის ფაქტი აღარ განმეორდება. „დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა…

მეტი...

ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. 31 წლის ნილუფარ ჰამედი და 36 წლის ელაჰ მოჰამედი 200 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ და ქვეყნიდან გასვლის უფლების აკრძალვით გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ქალები პატიმრობას ასაჩივრებენ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ციხის გარეთ დარჩებიან. ნილუფარ ჰამედი რეფორმისტულ გაზეთ Shargh-ში მუშაობდა, მან მაჰსა ამინის მამა და ბებია ჩახუტებულები გადაიღო მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მათი ქალიშვილი გარდაიცვალა და ინტერნეტში გამოაქვეყნა წარწერით: “გლოვის შავი კაბა ჩვენი ეროვნული დროშა გახდა”. ელაჰ მოჰამედიც რეფორმისტულ გაზეთ Ham-Mihan-ში მუშაობდა, მან ამინის დაკრძალვის შესახებ დაწერა. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

ჩიკაგოში ფრენები გადაიდო, მიჩიგანში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა – უამინდობა აშშ-ში

აშშ-ის ცენტრალურ რაიონებში უხვთოვლობას თან ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ძლიერი ქარი დაერთო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ჩიკაგოში უამინდობის გამო ფრენები გადაიდო, მიჩიგანში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც 150 ათასამდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არსებული ინფორმაციით, ამინდი მკვეთრად გაუარესდა აიოვაში, აიდაჰოსა და იუტაშიც.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დროშის ფერებში განათდა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.  

მეტი...

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და 2 ბავშვი დაიღუპა

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა. ისინი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან ცდილობდნენ, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში ხელი შეუშალეს. შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის მცდელობის უფლება არ მისცეს. ,,ქალი და ორი ბავშვი ტრაგიკულად დაღუპა Shelby-ის პარკთან, რომელსაც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ტეხასის შტატი აკონტროლებს“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

მეტი...

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა, განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მინდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

მეტი...

მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა – დანიას ახალი მეფე ჰყავს

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა. მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ. დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.

მეტი...

ისლანდიაში, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია

ისლანდიაში, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ქალაქ გრინდავიკმდე მიაღწია. ქალაქიდან 4 000 ადამაინის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლავამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია, რის გამოც სახლის ნახევარი დაიწვა. ლავა სახლებიდან სულ რაღაც 50 მეტრშია. სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა ვიადირ რეინისონმა თქვა, რომ ლავა ქალაქის წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაში მიედინება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

ბათუმში მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა

ბათუმში მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა. ადგილობრივი გამოცემა ,,აჭარა თაიმსის” ცნობით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მეტი...

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გორში, ვერხვების დასახლებაში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა. 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ,,TV მონიტორინგი” ავრცელებს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, გრინდავიკის მახლობლად, სულ მცირე 200 მიწისძვრა მოხდა. ცნობისთვის, ისლანდიაში ვულკანი დეკემბერშიც ამოიფრქვა. ეს კი უკვე მეხუთე ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, 2021 წლის შემდეგ.

მეტი...

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახლები და საწყობები 35-ჯერ გაძარცვა, მათ შორისაა პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი. ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ,,კრიმინალური დაჯგუფების წევრების სახლებიდან ამოღებულია: 2 451 ევრო, 4 მანქანა, ცეცხლსასროლი იარეღები, ნარკოტიკული ნივთიერება, ვაზნები, ალკოჰოლური სასმელები, კამერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ლეპტოპები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ”, – წერს მედია.  

მეტი...

,,მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა” – დონალდ ტრამპი

,,მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა”. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული შტატები სუსტ და არაეფექტიან სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ანგარიშს აღარ უწევენ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი ამომრჩევლებს მესამე მსოფლიო ომის შეჩერებას დაჰპირდა.

მეტი...

ჩაქვში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე, მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა. ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.

მეტი...

“მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ნაწილია” – საგარეო უწყება

13 ანვარს ტაივანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩინეთის საგარეო უწყება ეხმიანება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განმარტავს, ტაივანი ჩინეთია. „ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა. როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს ტაივანში, არ შეიცვლება ძირითადი ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთის მთავრობის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ეწინააღმდეგება “ტაივანის დამოუკიდებლობა” სეპარატიზმს, “ორი ჩინეთი” და “ერთი ჩინეთი, ერთი ტაივანი” არ შეიცვლება.  საერთაშორისო საზოგადოების გაბატონებული კონსენსუსი ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვაზე და ამ პრინციპის ხანგრძლივი და აბსოლუტური ერთგულება არ შეიცვლება. ერთი ჩინეთის პრინციპი არის მყარი წამყვანმა მშვიდობისა და…

მეტი...

„უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს” – ღარიბაშვილი

,,უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის…

მეტი...

გორში ძაღლი იარაღით მოკლეს – მიმდინარეობს გამოძიება

გორში ძაღლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მეტი...

სენაკში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 2 პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.

მეტი...

,,ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საელჩომ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

თოვის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

კახეთში ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. პერიმეტრის დასაწყისში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც გადაადგილებას უზრუნველყოფს. ,,ნალექი, თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან მოვიდა, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინტენსიურ რეჟიმში. ხდება ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. უსაფრთხოების მიზნითვე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე,” – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ.

მეტი...

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა განთავსდა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა. აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც. ისტორიული წყაროების თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს…

მეტი...

,,მოუსმინეთ უკრაინას და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები” – კულება

,,მოუსმინეთ უკრაინას და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები”. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგასთან, სტეფან სეჟორნესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ საკითხში ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს საფრანგეთთან, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო შვიდეულის ჯგუფის ყველა ქვეყანას და ევროკავშირს, მოუსმინონ უკრაინას და მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა შეაჩერონ ამ კომპონენტების მიწოდება რუსეთისთვის“, – აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია სარეცხი მანქანების, მიკროტალღური ღუმელებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწილებს იყენებს რაკეტებისთვის, რათა შემდეგ მოკლას უკრაინელები. ,,ჩვენ რეგულარულად ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს იმ კომპონენტების სიებს, რომლებსაც ვპოულობთ ჩამოგდებულ რუსულ რაკეტებში. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ…

მეტი...

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

მეტი...

,,ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე და არ გავჩერდებით” – ნეთანიაჰუ

,,ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე და არ გავჩერდებით”, – აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი და ამბობს, რომ ვერავინ შეაჩერებს ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ ომში. ,,ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ებრაელი ხალხის სტატუსი შეიცვალა – ჩვენ გვყავს სახელმწიფო, ჯარი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ჩვენს ხალხს,” – ამბობს ნეთანიაჰუ. ბენიამუნ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ აღარ განმეორდება ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა.

მეტი...

ხერსონში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

13 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 103 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან. რუსი ოკუპანტების სამიზნეს რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და პორტის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

მეტი...

,,ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაზე 600-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა განახორციელა” – უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები ყოველდღიურად 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ. ,,ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR. მათ ყრიან უპილოტო საფრენი აპარატებიდან. თუმცა, გამოიყენება გამაღიზიანებელი ნივთიერების შემცველი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ასევე, საარტილერიო შეტევები ხორციელდება ქიმიურად საშიში ნივთიერებების შემცველი ჭურვებით. 2023 წლის 14 დეკემბერს აღმოაჩინეს ახალი ტიპის სპეციალური გაზის ყუმბარა РГ-ВО, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას CS-ს,” – ამბობს გენშტაბი. მათივე თქმით, სახიფათო ქიმიკატების გამოყენების 36 შემთხვევა…

მეტი...

ფუნჯიანის პროვინცია – ამქვეყნიური სამოთხე (ფოტორეპორტაჟი)

ფუჯიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინციაა, რომელიც ცნობილია მთებითა და სანაპირო ქალაქებით. მისი დედაქალაქია ფუჟოუ და ასევე, მის შემადგენლობაშია საპორტო ქალაქი სიემენი.   ფუჯიანი ქვეყნის ერთ-ერთი პატარა პროვინციაა, თუმცა, იკავებს სტრატეგიულ საზღვაო პოზიციას ჩინეთის ზღვის ორ მონაკვეთს შორის. ფუჯიანი ცნობილია ჩაით. მას ტაივანის სრუტე ესაზღვრება. ის, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულად ყველაზე ახლოსაა ტაივანთან. სანაპიროდან კი საკმაოდ ახლო მანძილზე მოჩანს ტაივანი. როცა სანაპირო ზოლზე სეირნობ ხედავ და გრძობ, როგორ ახლოს ხარ ტაივანთან. ასევე, ადგილობრივები გაფრთხილებენ კიდეც, რომ ტაივანის მხრიდან საფრთხელ ყოველ წუთს ელიან. ფუნჯიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა  მსუბუქი მრეწველობა. აქ ძირითადად აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა…

მეტი...

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ სოფელ დიღომში, ტარიელის ქუჩის N8-თან ქსელზე დაზიანების გამო: სოფელ დიღომში- ავთანდილის, ტარიელის და ნინო ორბელიანი-აბაშიძის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 12:00-მდე. საბურთალოს რაიონში – ბობ უოლშის ქუჩის N26-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13/01 16:00-დან 14/01 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: კვიჭიძის, ბობ უოლშის, ვ.ნოზაძის, კ.გოგიშვილის, ი.ენუქიძის ფერაძე ქუჩებს, „გრინ დაიმონდს“ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს და 159 ნომერს. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 09:00-მდე. ჩუღურეთის რაიონში – ჯანსულ კახიძის ქუჩის N11-თან, წყალსადენის ქსელზე…

მეტი...

,,თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ” – ბაიდენი

,,თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ,”- განაცხადა ბაიდენმა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. ,,ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მანქანა მოიპარა და ავარიაში მოყვა

იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის ქართველმა მანქანა ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი მოპარულ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და პოლიციამ სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო. მანქანა მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

14-15 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა. დაშავებულების ანდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო

დღეს დილით, ქალაქ კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნებოდა.

მეტი...