პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს

პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს. ინფორმაცია პაკისტანის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გაავრცელა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანაში ელჩები დაბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ცნობისთვის, პაკისტანსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა. პასუხად, პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე განახორციელა სარაკეტო თავდასხმა.

მეტი...

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა რიგაში გამართულ შეხვედრაზე დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან. „მობილურობის საწინააღმდეგო თავდაცვითი დანადგარების აშენება არის კარგად გააზრებული პროექტი, რომლის საჭიროება გამომდინარეობს უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საჭიროა საზღვრების დაცვაც”, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დანადგარების მიზანია რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება. „ჩვენ ამას ვახორციელებთ იმისთვის, რომ ესტონელმა ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს, მაგრამ თუ ოდნავი რისკი გაჩნდა,…

მეტი...

,,ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან” – ლევან ნიკოლეიშვილი

არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ, რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშნავს ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ. ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადებისადმი კრიტიკას. „არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ – ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ. ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ. გასაგებია, რომ არც კაცის ეშინიათ და არც ღმერთის, თუმცა მოკითხვაც და განკითხვაც აუცილებლად მოუწევთ“, –…

მეტი...

რუსი ოკუპანტები სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან

რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ სანგრების გათხრა ოკუპანტების სამომავლო გეგმებსა და სამხედრო აგრესიას უკავშირდებოდეს. ,,ეს თხრილი და სასანგრე სისტემის გაგრძელებაც წარმოადგენს, იმ მთლიანი მოსამზადებელი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რომელსაც ჩვენ უკვე თვალყურს ვადევნებთ 2023 წლის მარტიდან. ეს არ არის რაღაც ერთეული შემთხვევა. ეს არის სისტემური მოქმედება საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ რუსეთი ემზადება რაღაცისთვის. რუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი აგრესიული მესიჯი, რომლითაც ის კიდევ ერთხელ გვაშინებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ის ემზადებოდეს კიდევაც გარკვეული აგრესიული ქმედებებისთვის”, –…

მეტი...

,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე” – ზელენსკი

,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. ,,რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე. მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და ამ ძალამ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ…

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა. ,,პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს”, – ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ ინფორმაციაში.

მეტი...

,,გასულ დღეს რუსებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს” – არის მსხვერპლი

გასულ დღეს, რუსებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია. ,,გასული დღის განმავლობაში მტერმა 119 შეტევა განახორციელა ნაღმმტყორცნებიდან, საარტილერიო, საზენიტო იარაღიდან. ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 664 ჭურვი ესროლა”, – ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრ პროკუდინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკუდინის თქმით, მხოლოდ ხერსონს რუსებმა 30 ჭურვი ესროლეს. ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და ეკლესია იყო.

მეტი...

ბათუმის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, აეროპორტში შევიდა შეტყობინება სახიფათო ვითარების შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა. ამ დროისთვის გამნაღმველებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. აღნიშნული შემთხვევის გამო, ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“, ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო და 19:40 საათზე შესრულდება. ამჟამად მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.

მეტი...

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. მან საუდის არაბეთს გაასწრო. ჩინეთის საბაჟოს ინფორმაციით, რუსეთმა 2023 წელს ჩინეთს 107,2 მლნ ტონა ნავთობი მიაწოდა. ეს დღე-ღამეში დაახლოებით 2,14 მლნ ბარელს უდრის. ეს რუსეთის მიერ ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების მხრივ რეკორდული მაჩვენებელია. საერთო ჯამში 2023 წელს ჩინეთმა 563,99 მლნ ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა. საერთო ჯამში რუსული ნავთობის ექსპორტში ჩინეთი 45-50%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინდოეთს, თუ 2-3 წლის წინ რუსეთის ექსპორტი ამ ქვეყანაში თითქმის ნულს უდრიდა, ახლა ის 40%-ს შეადგენს. 2023 წელს ინდოეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 115%-ით გაიზარდა და ახლა დღე-ღამეში 231,5 ათას ბარელს…

მეტი...

არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს, სიღნაღის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 წლის გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა. გამოძიება მის წინააღმდეგ 19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე , ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იყო აღძრული. ბრალდებული ფაქტს აღიარებს. ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა, სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კაცის ორი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის…

მეტი...

გორში მანქანა ამობრუნდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მეორე კი მაშველებმა მანქანიდან უვნებლად გადმოიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დროებითი გრაფიკი დააწესეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დროებითი გრაფიკი დააწესეს. ინფორმაციას კომპანია ჩერნომორენერგო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 0.00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 0.00 საათამდე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები. აბონენტებს შუქი დღეში 4 საათით ექნებათ. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები 23 იანვრის შემდეგაც.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი…

მეტი...

სამტრედიაში 79 წლის მამაკაცს ეძებენ

სამტრედიაში 79 წლის მამაკაცს ეძებენ. ,,ძა­ლი­ან გთხოვთ მი­ი­ტა­ნოთ გულ­თან. და­ი­კარ­გა ბა­ბუ­ჩე­მი, სჭირს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი. გუ­შინ პირ­ველ სა­ათ­ზე რომ გა­ვი­და სახ­ლი­დან, აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ასა­კით 79 წლის. იქ­ნებ ვინ­მეს გეც­ნო­ბათ, ან სად­მე და­ი­ნა­ხეთ, ან ვინ­მემ შე­ი­ფა­რეთ. ძა­ლი­ან გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ ამ ნო­მერ­ზე. 592072002 558 133 667″, – წერს და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლი.

მეტი...

,,მჯერა, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი” – მელია

,,მჯერა, უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო მეტად აღელდება ღარიბაშვილი”. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა. ,,ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი”, –…

მეტი...

მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, ნისლი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

მამაკაცი, ვინც 14 წლის ნათესავი გააუპატიურა, მართვით სუნთქვაზეა

გურჯაანში მომხდარ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე – გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. 45 წლამდე მამაკაცია, რომელმაც ნათესავი ბავშვი გააუპატიურა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესი წისით დასჯას ითხოვს. მათი თქმით, ახლობლის ქელეხის სუფრას აწყობდნენ და ამის გამო ბავშვი ფერმაში მყოფ ნათესავს ჩააბარეს. მამაკაცმა კი ბავშვზე იძალადა. „ბავშვი იმ უნამუსო კაცს დავუტოვეთ მან კი გააუპატიურა.  ბავშვმა დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა.  ის უნამუსო კაცი კი ჩვენმა ნათესავებმა დაჭრეს. ეს არის საშინელება. არ ვაპატიებთ, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“ – ამბობენ ბავშვის ოჯახის წევრები. ამბავი რომ ბავშვის ნატესავებმა…

მეტი...

„კოვიდმა კარგი კვალი დატოვა, ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო “კოვიდით” გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. მისი თქმით, ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ „თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა…

მეტი...

შესაძლოა, თებერვალ-მარტში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს

,,სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი“ – აცხადებს ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე. მისი შეფასებით, ამ პერიოდში ვირუსის შემთხვევების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა. „თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინარული და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების“  – აღნიშნავს ცერცვაძე.  

მეტი...

,,ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების 2 ფაქტი გვქონდა” – თენგიზ ცერცვაძე

,,ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა”. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ,,საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით კოვიდის სამ წელს. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი…

მეტი...

როგორია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინ ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მონაწილეობა არ მიუღია. როგორც დეკანოზ იოანე გორელიშვილმა განაცხადა, პატრიარქმა მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო: „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მეტი...

აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა მილ-მუღანის ეკონომიკურ რეგიონში მოხდა. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰეზბოლას“ სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰეზბოლას“ სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა. „თუ ვერ მივაღწევთ დიპლომატიურ შეთანხმებას, თუ „ჰეზბოლა“ პატივს არ სცემს ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებთა უფლებას, იცხოვრონ უსაფრთხოდ, ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოგვიწევს“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

მეტი...

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება

წერეთლის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. „აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

მეტი...

კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც გოგონას ბიძამ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია. საავადმყოფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137 მუხლებით (გაუპატიურება) დაიწყო.

მეტი...

4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – ვინ არის ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა

ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ტუხაშვილია. ის დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა. გიორგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის. 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა.…

მეტი...

,,რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს” – მაკრონი

,,რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ასევე, მან ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას მოუწოდა, გაზარდოს წარმოება, რადგან ევროპა ცდილობს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტრანსფორმაცია, რომელიც დავიწყეთ, რათა უფრო სწრაფად ვუპასუხოთ უკრაინის საჭიროებებს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვერ დავუშვებთ რუსეთმა იფიქროს, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოების დასასრულს”, – თქვა მაკრონმა სამხედროებისთვის მიმართვის დროს.

მეტი...

რუსეთში “ჰამასის” წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ

ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” წარმომადგენლები, მუსა აბუ მარზუკი და ბასემ ნაიმი, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ, რომელიც წარსულში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო ისრაელში. ,,საუბრისას ყურადღება გამახვილდა პალესტინა-ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაზე, რომლის ფონზეც ღაზiს სექტორში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის წარმომადგენელმა “ჰამასის” წევრებს ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა. ტყვეობაში ამ დროისთვის 3 რუსი იმყოფება.

მეტი...

ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა “ჰამასთან” დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა. როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ახალი ჩარჩო ძალაში 2025 წლის 19 იანვრამდე იქნება და საჭიროებისამებრ, განიხილება, განახლდება და შეიცვლება.

მეტი...

ჩინეთის ერთ-ერთი სკოლაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძრს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებული მე-14 ადამიანი, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჩინეთის სახელმწიფო მედიის თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს სკოლის ხელმძღვანელი.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი არტილერიით დაბომბეს. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. ,,მტრის მხრიდან საარტილერიო და ნაღმმტყორცნებიდან იერიში განხორციელდა რეგიონის 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის დაიბომბა კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი; ვოვჩანსკი, ვოვჩანსკი ხუტორი, ჩუგუივის რაიონის ბუდარკი; დვორიჩნა, სინკივკა, ივანივკა, ბერესტოვი, კუპიანსკის რაიონი,” – წერს სინებუგოვი Telegram-ზე.

მეტი...

სალონიკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სალონიკში ძარცვის, ქურდობისა და ქონების დაზიანების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 36 წლის მამაკაცი ტანსაცმლის მაღაზიაში ქორდობის მცდელობისას შენიშნეს, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელს ის ბასრი საგნით დაემუქრა. როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, დაკავებულმა იმავე დღეს ერთ-ერთ აფთიაქში შეჭრა სცადა, ხოლო ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა. თანხა მას ჩხრეკისას ამოუღეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს. გამოძიების ცნობით, ამოღებულია სავარაუდოდ ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა

იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim)მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა. აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა. ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება. ცნობისთვის, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ინფრაწითელი კამერით აღჭურვილ რობოტს მთვარის გეოლოგია 2 კვირის განმავლობაში უნდა ეკვლია.

მეტი...

,,მოსკოვის აეროპორტებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას” – რუსული მედია

რუსეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს. რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება “მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ” და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული. გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნასაც, რომელიც უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს. ,,მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას,” – წერს რუსული…

მეტი...

წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N 320 ავტობუსი…

მეტი...