,,2024 წელს გერმანია და საქართველო EU-სკენ მიმავალ გზაზე ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ” – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი, სოციალურ ქსელში საშობაო მილოცვას ავრცელებს. ,,2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს”,- აღნიშნულია ელჩის ვიდეომიმართვაში.

მეტი...

მესტიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება

მესტიის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება. მათივე ცნობით, ტერიტორიაზზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – უთხრეს ინტერპრესსნიუსს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ცნობისთვის, მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მოქალაქეების თქმით, გადაადგილებას უკვე 12 საათია, ვერ ახერხებენ.

მეტი...

კახეთში კაცმა სტუმრად მისული თანასოფლელი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მასპინძელსა და სტუმარს შორის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაება უძღოდა. კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 31 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ვენეციაში დიდი ტურისტული ჯგუფების მიღება და დინამიკების გამოყენება იკრძალება

ვენეციაში 25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფები და დინამიკების გამოყენება იკრძალება. ახალი წესები ძალაში 2024 წლის ივნისიდან შევა, რათა იტალიური ქალაქზე მასობრივი ტურიზმის გავლენა შეამსუბუქოს. ქალაქის წარმომადგენლობების განცხადებით, დინამიკებს შეუძლიათ “დაბნეულობისა და არეულობის” გამოწვევა, რის გამოც მათი გამოყენება აიკრძალება. ამ წლის სექტემბერში კი ვენეციამ უკვე დაამტკიცა ვიზიტორებისთვის ყოველდღიური 5 ევროს საფასური. ივლისში იუნესკოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ქალაქი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას უნდა დაემატოს, რადგან კლიმატის ცვლილებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენის გამო მას შეუქცევადი ცვლილებები ემუქრება. ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებად ქალაქად ითვლება. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად,…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ 2024 წელს

მშვიდობის, სიმშვიდის, წარმატებების და სიყვარულის წელი გქონოდეთ მეგობრებო. გისურვებთ დრაკონის სიძლიერეს და სიყვარულით ცხოვრებას. 2024 წელი ხის მწვანე დრაკონის წელია. ჩინურ კულტურაში ხე წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობასა და კრეატიულობას. დრაკონი კი  დაკავშირებულია წარმატებასთან, ინტელექტუალთან და ღირსებასთან.  ეს კომბინაცია ყოფილიყოს პოზიტივით,  ბედნიერებითა და სიმშვიდით სავსე წელი.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ახალგაზრდა კაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მომღერალი ჯანი იზორიაა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

მარნეულთან ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ

მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, მას ფეხი აქვს მოტეხილი. ავტომობილის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე სასწრაფო დახმარება და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

მეტი...

,,ომი მრავალი თვე გაგრძელდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, “ჰამასის” წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, ისრაელის ძალებმა ომში “8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს”. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. “ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს ახალი წელი მიულოცა

კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საახალწლო მილოცვას და იმ უცხოელი ლიდერების სიას აქვეყნებს, რომლებსაც პუტინმა დამდეგი 2024 წელი და შობა მიულოცა. პუტინის მილოცვის პირველი ადრესატი სწორედ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაა. მილოცვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და ის კიდევ უფრო განვითარდება. პუტინი ახალ წელს ულოცავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “ლიდერსაც.” ასევე, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს; დსთ-ს ქვეყნებისა და უცხოეთის სახელმწიფოებისა და მთავრობათა ზოგიერთ ყოფილ ლიდერს. მათ შორის, რობერტ ქოჩარიანს, ნურსულთან ნაზარბაევს, სერჟ სარქისიანს, ნიკოლა სარკოზის, გერჰარდ შრიოდერს.

მეტი...

რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა

რუსეთის მოთხოვნით უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, ვასილ ნებენზია ამტკიცებს, რომ ქალაქ ბელგოროდში უკრაინის თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შეხვედრის დროს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ხიარიმ კი განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღამით გაიზარდა. საფრანგეთის წარმომადგენელმა გაეროში, ნიკოლას დე რივიერამ აღნიშნა, რომ უკრაინა გაეროს წესდების სრული დაცვით, იცავს თავს. ,,საბოლოოდ, ძნელია არ შეამჩნიო ის უხეში ოსტატობა, რომ დღევანდელი შეხვედრის მოწვევა არის გზა, რომ რუსეთმა უპასუხოს გუშინ უკრაინის მოთხოვნით გამართულ შეხვედრას. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთი, მუდმივი წევრი,…

მეტი...

მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის ახალი სტანდარტები დაადგინა

საქართველოს მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვისთვის ახალი სტანდარტები დაადგინა. ახალი ნორმატიული დოკუმენტი საქართველოში EU-ს რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს აწესებს. სტანდარტი მოიცავს ქათმისთვის განკუთვნილი სივრცეების პარამეტრების განსაზღვრას და იმ წესებს, რომლითაც მათი მოვლა უნდა მოხდეს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები ასეთია: “მუხლი 1. 1. „კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათმით; ბ) საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების…

მეტი...

დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

გასულ დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაზიანდა ექვსი მაღალსართულიანი შენობაც. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, S-300 ტიპის რაკეტით განხორციელდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლიდან 29 კმ-ში, კურორტი თორღვას აბანოში დაფიქსირდა.

მეტი...

 ღამის შანხაი (ფოტორეპორტაჟი)

ეს არის გაბრდღვიალებული ტურისტული და ცენტრალური მოედანი შანხაიში, რომელიც ტურისტების ვერ იტევს.  ერთ-ერთი,  რაც აქ თვალში მოგხვდებათ და მოგინდებათ ყველაფერი დააგემოვნოთ, სწორედ ფერადი, ლამაზად გაფორმებული და მრავალფეროვანი ტრადიციული სამზარეულოა. ტკბილეული, ნაყინი, ეგზოტიკური ხილი, ფუნთუშეული, ხორცეული, ტკბილეულისა და ცხარეს ნაზავი – ღამის შანხაი განსაკუთრებულია. ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

მეტი...

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს. მისი თქმით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ ის ქალაქის ცენტრში უკვე მივიდა და იქ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული დახვდა. ,,სერიოზული ნგრევა და ხანძარია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ”, – წერს ტერეხოვი.

მეტი...

მსოფლიო პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 2023 წლის საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,ღრმად პატივცემულო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, წელს, ღმრთის მადლით, ჩვენ გალობით, ჰიმნითა და სულიერი სიმღერით კვლავ ვდღესასწაულობთ დაუსაბამო ძისა და ღმრთის სიტყვის ხორციელ შობას, სახელდობრ, საღმრთო და საკაცობრიო საიდუმლოს გაცხადებას. წმინდა ნიკოლოზ კაბასილას მიხედვით, საღმრთო ლიტურგიისას „ცხადდება ღმრთის განკაცების საიდუმლო“, იმ დროს, როდესაც ლიტურგიის დასაწყისი ასამაღლებელი „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ იმის მოწმობაა, „რომ ღმრთის განკაცებით ადამიანებმა ღმრთის სამპიროვნება პირველად შეიცნეს“.[1] იგივე წმინდა მამა ბრძანებს, რომ „მხოლოდ ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ის 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. დევნილი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად იძულებული იყო თავი სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა, გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 2013 წლის 26 სექტემბერს,…

მეტი...

ასე რეცხავენ ქუჩებს შანხაიში (ვიდეო)

ასე ირეცხება შანხაის ქუჩები ყოველ დილით.  06:00 საათიდან ქალაქის ქუჩებში არაერთგზის შეხვდებით მსგავსი სურათს. ასე რეცხავენ და ასუფთავებენ ქუჩებს დილით და საღამოს. ამიტომაც, ქალაქში ვერ ნახავთ ნაგავს და სიბინძურეს. ქალაქი იმდენად მოწესრიგებული და სუფთაა, თავს ვერ მისცემ უფლებას, რამე დააგდო და დააბინძურო. ეკა გულუა შანხაიდან ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბრიტანელი ჟურნალისტია. როგორც ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რუსებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე 6 დარტყმა განახორციელეს. ,,ოკუპანტებმა დაარტყეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, ტრანსპორტი,” – თქვა სინეგუბოვმა.

მეტი...

ლონდონში მატარებლების ერთ-ერთი სადგური დაიტბორა – გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები

ლონდონის მახლობლად, ებსფლეტის საერთაშორისო სადგურის გვირაბის დატბორვის გამო, ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა გაუქმდა. ათასობით მგზავრი ლონდონის სენტ-პანკრას საერთაშორისო სადგურზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გაუქმებულია პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის რეისები, რაც დაახლოებით 16 000 მგზავრს შეეხო. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, შესაძლო წყალდიდობის შესახებ ასზე მეტი გაფრთხილება გამოცხადდა. როდის აღდგება მიმოსვლა, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება რომ დაგვემატება, ერთი ათად გავძლიერდებით” – მდინარაძე

,,წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება რომ დაგვემატება, ერთი ათად გავძლიერდებით”. ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლას. ,,მისი ჩართულობა შეუძლებელია ერთი ორად პლუსში არ წავიდეს, ბუნებრივი ამბავია, ჩვენ ვახერხებთ რაღაცებს და ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რჩევებისგან დამოუკიდებლად, იქ გვაქვს სწორი სვლები და ეხლა წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილის გონება, მისი გადაწყვეტილება, მისი კონსულტაციები და რჩევები ამას რომ დაემატება, ბუნებრივია, ერთი ათად ვძლიერდებით, რაღაზეა ლაპარაკი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს” – გაეროს წარმომადგენელი

პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს სააგენტოს დირექტორის, ჯულიეტ ტუმას განცხადებით, ღაზის სექტორში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. მისივე თქმით, ასობით ათასი ადამიანი ახლა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ,,ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს – არც ჩრდილოეთით, არც ცენტრალურ ნაწილში და არც სამხრეთით”, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი. ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, 1,4 მილიონი ადამიანი გაეროს დახმარების სააგენტოს დაწესებულებებში ცხოვრობს – ესაა ადგილები, რომლებიც, მეტწილად, სააგენტოს მიერ სკოლებად გამოიყენებოდა. ,,ადამიანები ცხოვრობენ იქ, სადაც უხერხდებათ – ქუჩაში, გადაჭედილ ბინებში (მაგალითად, 70 ადამიანიც კი ცხოვრობს ერთ ბინაში)… ვისაც საშუალება აქვს, ოთახებს ქირაობს, მაგრამ ბევრი ცხოვრობს ღია ცის…

მეტი...

,,2024 წელს ნახავთ ატირებულ ივანიშვილს” – გიორგი ვაშაძე

,,ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა”. როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დატოვებს. ,,შეეშინდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ძალიან სწრაფი ვარდნის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხალხმა ძალა ირწმუნა, მეორე რომ ის ცალსახად მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის დაბრუნდა და პირადი უსაფრთხოებისთვის, მესამე, როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასე, პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს, ოღონდ უკვე ხელისუფლებიდან გავუშვებთ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პარტიის ყრილობაზე ცნობილი…

მეტი...

თურქეთის პოლიციამ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავა. სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში. ერთი დღით ადრე თურქეთმა განაცხადა, რომ ჩაშალა ისლამური სახელმწიფოს ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმის გეგმები. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში.

მეტი...

,,საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა… გამოწვევა მიღებულია” – გახარია

,,საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა… გამოწვევა მიღებულია”. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. ,,კარგია იმის ნახვა, რომ, საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს!”, – წერს გახარია.

მეტი...

გლდანში 2 კურიერს ავტომობილი დაეჯახა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, 2 კურიერს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორივე მათგანი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

უკრაინაში რუსულ აგრესიას 513 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 167 -ზე მეტი

30 დეკემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 513 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 1 167-ზე მეტი არასრულწლოვანი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 497, ხარკოვის ოლქში – 304, კიევის ოლქში – 141, ჩერნიგოვის ოლქში – 72, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 97, ხერსონის ოლქში – 132, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777, ლუგანსკის ოლქში – 67. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:26 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 6.6 კმ. იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

არსებული ინფორმაციით, ქარელში ქმარმა ცოლი შენიშვნის მიცემის გამო დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში,​ დანაშაულის ჩადენის მოტივი ის შენიშვნა გახდა, რომელიც ახალგაზრდა ქალმა მეუღლეს მისცა. ამის შემდეგ კაცი გაბრაზდა და ცოლს თავის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურორი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს დედამთილმა გადაარჩინა. ,,პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით, 2023 წლის 28 დეკემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. რამდენჯერმე დაარტყა თავის მიდამოში დანა, რაშიც ჩაერია მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, შემდგომში დაზარალებული…

მეტი...

1-ლი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინაში, კიევში, 1-ლი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კიევში, შევჩენკოვის რაიონში საწყობის ნანგრევებიდან უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მეტი...

,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში” – ხაბეიშვილი

,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში!”. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში. ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! 2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი “დაბრუნდა”… ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაპირდა… თავისი გაინაღდა და “წავედიო”… კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა – ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი… კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით – ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს . „ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომ ძალიან რთული დრო დგება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოში და არსებობს სხვა რისკები, რისი გადაზღვევაც არის აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტაში, წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას” – კახა კალაძე

მნიშვნელოვანი დღეა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, – ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის რიგით მე-7 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. „პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში. ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა.…

მეტი...

,,მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი” – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

,,მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი”. ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ,,ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი.​ ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანო”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მეტი...

,,თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება” – კალაძე

,,გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით თურმე შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შესაბამის კითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ. ,,აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ…

მეტი...

კიევში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

კიევში, 29 დეკემბერს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, იერიშის შედეგად მხოლოდ კიევში დაშავდა 32 ადამიანი.17 მათგანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

მეტი...