რუსეთში ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთში, ქალაქ კლინციში, მასშტაბური ხანძარია –  ცეცხლი ნავთობის საცავში გაჩნდა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ”უკრაინელმა ტერორისტებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ქალაქ კლინცის ობიექტებზე თავდასხმა სცადეს.”

,,როდესაც საჰაერო სამიზნე განადგურდა, საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს კლინცოვსკის ნავთობის საცავის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”,- აცხადებს გუბერნატორი

ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

 

მსგავსი თემები