რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დამბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

,,რუსებმა ხერსონის დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. 50 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაბომბვას ემსხვერპლა. ნამსხვრევებით დაზიანებები მიიღო 16 წლის ბიჭმაც”, – ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მსგავსი თემები