სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“ – აცხადებენ უწყებაში. საია შსს-ს მოუწოდებს, დაკავებულებზე ინფორმაცია მიაწოდონ და მათთან ადვოკატები შეუშვან

მეტი...

„რესპუბლიკურის გადასარჩენად“ – აქცია ხვალ იგეგმება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ხვალ კლნიკასთან იკრიბება. „რესპუბლიკურის გადასარჩენად“ ასე ქვია აქციას, რომელსაც სამედიცინო პერსონალი გეგმავს. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა. რაც შეეხება კლინიკას, სამინისტრომ მისი მისი დანგრევისა და ახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ ღირსეული კომპენსაციით. აქცცია ხვალ, 24 იანვარს 11:00-ზე დაიგეგმა.  

მეტი...

ვის ეკუთვნის ანტალიის პლაჟზე ნაპოვნი უთავო ცხედრები

ანტალიის პლაჟებზე ნაპოვნი უთავო ადამიანები შესაძლოა არალეგალურ მიგრანტები იყვნენ. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაღუპული შესაძლოა იყოს სტუდენტი მერვა ალმასი, რომელიც თითქმის ორი კვირის წინ დაიკარგა. მაგრამ ეს საბოლოოდ გაირკვევა მას შემდეგ, რაც დნმ-ის ანალიზის შედეგები გამოჩნდება. იერლიკაიამ თქვა, რომ ერთ-ერთი დაღუპული შეიძლება იყოს კონცხ კურტოღლუს სამხრეთით გაუჩინარებული ნავის დაკარგულთა სიიდან. სხვა ცხედრები, სავარაუდოდ, არის 90 არალეგალური მიგრანტი, ნავის მგზავრი, რომლებიც ჩაიძირა დეკემბერში, კვიპროსისკენ მიმავალ გზაზე.

მეტი...

,,ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო

,,ჰამასმა” ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება უარყო. წინადადება ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებასა და მძევლების ცხედრების დაბრუნებას გულისხმობს. უცხოური მედიის ცნობით, ,,ჰამასის” ლიდერებმა ღაზას დატოვებაზეც უარი თქვეს. ისინი მოითხოვენ, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს ტერიტორიიდან ჯარები და პალესტინელებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცეს. ასევე, ეგვიპტე და კატარი, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის წარსულში შეთანხმებებს შუამავლობდნენ, ახლა მრავალპუნქტიანი წინადადების “ხარვეზებს” ამუშავებენ. წინადადება მოიცავდა ომის დასრულებას, მძევლების გათავისუფლებას და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას.

მეტი...

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

30 წუთზე მეტია ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გაჩერებულია. ფიზიკური დაპირისპირება რკინიგზის თანამშრომელსა და მგზავრს შორის მოხდა. კონფლიქტი ნახევარ საათზე მეტია დაიწყო და ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაცაა მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, მატარებელი ხარაგულთანაა გაჩერებული და არ იციან, როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე, 24 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე. შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, შეზღუდვა შეეხება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის…

მეტი...

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვმა კი 50-ს გადააჭარბა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ,,მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიღეს”, – წერია უწყების განცხადებაში შეგახსენებთ, რომ მორიგი მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით მიიტანა.

მეტი...

თელავში თანასოფლელების დაჭრისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 იანვარს, ბრალდებულმა ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრა. ასევე, კონფლიქტის დროს, ბრალდებულის მხრიდან გასროლის შედეგად დაიჭრა მისივე მეგობარი. ბრალდებულს ადგილზე მყოფმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს და სროლის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,ბ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის…

მეტი...

ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გია მანჯაფარაშვილის გარდაცვალების გამო. იგი ჩვენს მონასტერთან არსებულ ავტოსადგომზე მსახურობდა და მუდამ მხარში ედგა მონასტერს ყველანაირ საქმეში. დღესაც კი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თოვლის გადახვეტაში მოგვეხმარა. მას გული აწუხებდა და, როგორც ჩანს, გულით გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული!“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში. ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მეტი...

,,გათავისუფლდნენ დაკავებულები” – აქცია კეკელიძის ქუჩაზე

,,გათავისუფლდნენ დაკავებულები”, – ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს. საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩაინიშნა, მოითხოვეს ყველა დაკავებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტაც. ეს მოთხოვნა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა გააჟღერა. მან ასევე, მოუწოდა მოსახლეობას, ხვალ, 24 იანვარს, დილის 9 საათიდან ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ, სადაც მორიგი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.

მეტი...

საია შსს-ს მოუწოდებს, დაკავებულებზე ინფორმაცია მიაწოდონ და მათთან ადვოკატები შეუშვან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ პირებთან დაკავშრებით იფორმაციას ითხოვს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არ იციან სად არიან დაკავებულები გადაყვანილები და მათთან შეხვედრს შესაძლებლობა ადვოკარებს არ ეძლევათ. „2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. საყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც…

მეტი...

,,თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ”- 5 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, გამოძალვისა და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსურ დავასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერს მიმართა. ბრალდებულებმა „ქურდულ შეკრებაზე“, რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ, ერთ პირს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. სამ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვა), 223-ე პრიმა მუხლის…

მეტი...

ქართველი კაპიტნის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს. „20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე“, – ნათქვამია …

მეტი...

კახეთში მანქანა რკინის კონსტრუქციას შეეჯახა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე – დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცებელებული  ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ბოდბის დედათა მონასტრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ცხედარი სავარაუდოდ, სადგომზე მომუშავე კაცს ეკუთვნის.  წინასწარი ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

აფეთქება აზერბაიჯანში – დაშავდა სამი ადამიანი

აზერბაიჯანში, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.

მეტი...

რუსეთის თავდასხმა კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე – არის მსხვერპლი

რუსეთის თავდასხმა კიევზე, ხარკოვსა და პავლოგრადზე –  უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულია 22 ადამიანი. არსებული მონაცემებით, ხარკოვში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ,,ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებიდან 27 ადამიანი გამოიყვანეს. პავლოგრადში რუსულმა ტერორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებსა და მეგობრებს. ჩვენი გმირი მაშველები, ისინი, ვინც ყოველთვის პირველები მიდიან მტრის დაბომბვის ადგილებში, მიუხედავად ყველა სირთულისა, აგრძელებენ თავიანთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ხალხის გადარჩენის მიზნით,”-…

მეტი...

კეკელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი – შსს-ს განცხადება

კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების დროს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 18, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, 2 პირი დააკავა. უწყების ცნობით, შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები. შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული…

მეტი...

13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცი, ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. გამოძიება მამაკაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება. გაუპატიურებაში ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ)  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ტიბეტელები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად. ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება. ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენებითა და შესაწირით.ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდს ეტანებიან. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს „ჩუბა“ ჰქვია. მას…

მეტი...

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით,რესპუბლიკურ საავადმყოფოში საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე. ,,ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე – საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ სექსუალური ფოტოები არასრულწლოვანს ეკუთვნოდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. დაკავებული 23 წლის სამხედრო, დუმილის უფლებას იყენებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. ბრალდებულის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ‘‘მედიაცენტრ მთავართან” აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. მისივე თქმით, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ კავშირი მცირეწლოვანთან ჰქონდა. „არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური…

მეტი...

,,სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა”- აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძეზე

აღსრულების ეროვნული ბიურო კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან გაზის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ,,2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ…

მეტი...

,,სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას”- ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ,,საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების…

მეტი...

,,მზად ვართ, ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვოთ, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს”- ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  ცესკო-ს არალეგიტიმური თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც  სუს-ისგან იმართება. მისი თქმით, ”ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”. „ცესკო-ს და რუსულ პარტიას სურს, წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემა ელექტრონული არჩევნებია. პრობლემა არის, შემორჩენილი თავმჯდომარე რომ ჰყავს ცესკო-ს, არალეგიტიმური, ადამიანი, რომელიც არჩეული არ არის. ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ამ ადამიანის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არ აურჩევია პარლამენტს და „ქართულმა ოცნებამ“თავმჯდომარედ დატოვა. დღეს მოვიტანე 176-გვერდიანი დასკვნა და ასობით მტკიცებულება, რომ ცესკო პირდაპირ შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან“ და ხელისუფლებასთან. ჩემი კითხვა მდგომარეობდა…

მეტი...

ოზურგეთში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია გურია TV ავრცელებს. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება.

მეტი...

საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილი აქტივისტი ქალია. დაშავდა მისი მეუღლე და შვილი. ინციდენტი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელსაც მომიტინგეები თივის ზვინებით და ტრაქტორებით ბლოკავდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შედეგად აქციის ერთ მონაწილე დაიღუპა და ორი დაშავდა.  

მეტი...

,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან”- ზელენსკი

,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ,,უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, რადგან არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც სკეპტიკოსები არიან. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის, ეს ოფიციალური განცხადებებია. როდესაც ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან იქნება ესკალაცია, ეს ნიშნავს, რომ ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი ომი არ არის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი და მოღალატეობრივი უკრაინის მიმართ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის, მე ვიცი – გიორგი ვაშაძე

,,თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის ამ ქვეყანაში, მე მგონი, თავმდაბლად, მე ვიცი,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემები, რაც არის დღეს, მილიონზე მეტი თანამოქალაქე არის უცხოეთში და ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. „არალეგიტიმურია ცესკო-ს ადმინისტრაცია, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. ასევე პრობლემაა, ერთი და იგივე კომპანია, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში უწევს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები მოფიქრებული, არც ერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მოგცემთ. წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. ნამდვილად არ ვენდობი ცენტრალურ…

მეტი...

მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, გზებზე ლიპყინული – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.  

მეტი...

,,მიუღებელია მევახშეების წახალისება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას კიდევ ერთზელ ეხმაურება. “მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება,”- აცხადებს პრეზიდენტი.   ხმაური და დაპირისპირება კეკელიძის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება კეკელიძის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა. ბიუროს თანამშრომლები ბინაში მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ბიუროს წარმომადგენლებმა კარი დაამტვრიეს და ბინაში შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ხატიაშვილების გამოსახლება პირველად 2019 წელს სცადეს. კეკელიძის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძე დააკავეს

მეტი...

სარაკეტო იერიში უკრაინაზე – არის მსხვერპლი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით,  უკრაინაში რუსეთის მიერ დილით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას  ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, ამ დროისათვის ცნობილია 30-მდე დაშავებულის შესახებ. მასიური სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე დღეს დილით მიიტანა.  

მეტი...

უარს ვამბობთ უკრაინის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად არიან. “ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად. ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და…

მეტი...

„ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ”- ზურაბ აზარაშვილი

„დარწმუნებული ვარ სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც. „რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა…

მეტი...

პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეწყერში მოყოლილთა ძებნა-გადარჩენის ბრძანება გასცა

იუნანის პროვინციაში მომხდარი მეწყრის შედეგად 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის პრეზიდენტა კი ბრძანება გასცა, დაკარგულთა ძებნა-გადარჩენის სამუშაოები მანამ გაგრძელდეს, სანამ მათ არ იპოვნიან. სი ძინპინის ბრძანებით, მსხვერპლთა რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.  მან ასევე მოითხოვა მონიტორინგის გაძლიერება და ადრეული გაფრთხილება, აგრეთვე სამეცნიერო მიდგომა სამძებრო-სამაშველო ძალისხმევის მიმართ მეორადი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. სი ძინპინმა, ასევე შესაბამის უწყებებს მოუწოდა დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმარონ და მათთამ ფსიქოლოგებმაც იმუშაონ. პრეზიდენტი შესაბამის რეგიონებსა და დეპარტამენტებს მიმართავს, შეაფასონ პოტენციური რისკები და შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები, რათა თავიდან აიცილონ დიდი უბედური შემთხვევები.

მეტი...