,,არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი,” – ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.
ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად წმინდა მატრონას ხატზე სტალინის გარდა, თირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახულები.
,,არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი “სკანდალი” ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ”,- წერს ირმა ინაშვილი.