რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსმსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის რაიონზე სროლა და საჰაერო დარტყმები განახორციელეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

მათივე ცნობით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები.  წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რეგიონის შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.

“რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები