გამსახურდიები მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას შვილი დედისთვის – მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. სარჩელი უკვე მზადაა.

„არანაირი სურვილი არ მქონდა, მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისთვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს იურიდიულ სახესაც მიიღებს“ – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

რაც შეეხება დედობის უფლების ჩამორთმევის, მოტივს, ეს უამრავია. მათ შორის, ერთ-ერთი კი ისაა, რომ მანანა არჩვაძე სარეაბილიტაციო კლინიკაში მყოფ შვილს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას, სახლში – კოლხურ კოშკში არ უშვებს. მან ყველა საკეტი შეცვალა. არაერთი სასამართლო პროცესის მოგების მიუხედავად, რომელიც შვილებმა შეიტანეს, ვითარება უცვლელია.

როგორც გიორგი გამსახურდია განმარტავს, ახლა, ერთადერთი გზა დედობის უფლების ჩამორთმევაა, რის შემდეგაც, მანანა არჩვაძეს შვილების ქონებრივ თუ სხვა უფლებებზე ყველანაირი ჩარევა ეკრძალება.

როგორც სარჩელშია აღნიშნული, არაერთი მტკიცებულება არსებობს მანანა არჩვაძის მხრიდან შვილებს მორალური და ფსიქოლოგიური წნეხისა.

ცოტნე გამსახურდია დღემდე წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში რჩება, რადგან მანანა გამსახურდია მას კოლხურ კოშკში არ უშვებს.

 

 

მსგავსი თემები