ფრიდონ ინჯია “ლგბტ პროპაგანდის” კანონით აკრძალვაზე საუბრობს

,,კანონი, ყველას მიმართ თანაბრად უნდა აღსრულდეს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს,”- ამის შესახებ  „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც მონატრებულ კრებაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა.

,,ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს. უნდა დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა. ამავე მოთხოვნებშია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა. აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მთავრობისთვის, მე ვუერთდები ამას და ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს. ამ პაკეტში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები მონატრებულ კრებაზე პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა“,- განაცხადა ინჯიამ.

მსგავსი თემები