„ოპოზიცია რომ გავერთიანდეთ, რა გავაკეთოთ, პარლამენტის ეზოში „ზილინა“ ვითამაშოთ?“ – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორს დეპუტატი აცხადებს, დღეს ოპოზიცია დეპუტატებს იმიტომ დასდევს, რომ 50 ხმა შეგროვდეს, რომ ოპოზიციამ თავის დროზე შეცდომა დაუშვა.

„11 მანდატი დავკარგეთ ოპოზიციამ იმისთვის, რომ სიები ჩახსნა ოპოზიციამ და იმ დეპუტატების ადგილმონაცვლეები ვერ შემოვიდნენ, ვინც პარლამენტი დატოვა. ეს იყო დიდი შეცდომა და სწორედ ამიტომ ერთმანეთს დავდებთ დღეს დეპუტატები რომ საგამოძიებო კომისიის საკითხი გავიტანოთ. როგორც კი 50-ის ნაცვლად 49 დეპუტატი ვიქნებით პარლამენტში, იმ წუთას გამოიტანს მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს და ჩავარდება. ახლა ლაპარაკი გაერთიანებებზე არის უმწიფრობა.

არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ახლა რა დროს გაერთიანებაა? ახლა რომ გავერთიანდეთ რა გავაკეთოთ, პარლამენტის ეზოში „ზილინა“ ვიცეკვოთ? ხალხს ხომ ვპირდებოდით არჩევნებამდე არიქა, შემიშვით პარლამენტში და ნახე რა გავაკეთოო, სწორედ ამიტომ ხალხს, სანამ პარლამენტში ვართ, რამე შვება უნდა მოვუტანოთ“ – აცხადებს ელისაშვილი.

 

მსგავსი თემები