,,ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ”- კახა კალაძე

,,ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, დღეს ყველაზე მეტი შეტევა არის ივანიშვილზე და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, რატომ ხდება ეს. „ყველაზე მეტი შეტევა არის ბიძინა ივანიშვილზე. თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ფორმალურ სახეს მიიღებს, რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს ამ ყველაფერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს თანხებით ვერ დააშანტაჟებენ. „შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან არ…

მეტი...

,,როგორ შეიძლება, ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს, დარწმუნებული ვართ, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ?”- კახა კალაძე

,,როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ?, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება „ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. არ გვინდოდა, დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ გადავიხადეთ საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა ზიანი მოგვაყენა…

მეტი...

„ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, თითქოს, მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარმოადდგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასა და პროდასავლურობასთან. „ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური? „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს…

მეტი...

,,ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო?”- ზარქუა

,,სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი განაცხადა. ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ შოუში მონაწილეობს მიღებას არ აპირებენ. „რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. მუშაობა თუ უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ რამეში არ მიუღიათ მონაწილეობა. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით როდესაც ვეუბნებით, რა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ითხოვთო, ამას არ გვეუბნებიან. ამ დროს სურთ, სასამართლო და…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. მისივე თქმით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. „იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, “ბეზპრიდელია”, მეტი არაფერი”,- განაცხადა ზარქუამ.

მეტი...

საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია – ობრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის,  ჯიმ ობრაიენის განცხადებით, რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია. ამის შესახებ ჯიმ ობრაიენმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესები, რომლებიც რუსეთში ელექტრონულ საქონელს გზავნიან, “რულეტს თამაშობენ”. ,,ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე – იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს,…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის დაბომბვის ტაქტიკა შეცვალა – მიხაილო პოდოლიაკი მიზეზებზე საუბრობს

უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი სარაკეტო თავდასხმები მიუთითებს რუსეთის ფედერაციის ტაქტიკის გარკვეულ ცვლილებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. ”ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ისინი პირდაპირ ურტყამენ სამოქალაქო, ამ შემთხვევაში, მრავალბინიან შენობებს”, – განმარტა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, ტაქტიკის შეცვლის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. კერძოდ, რუს დამპყრობლებს შეუძლიათ უკრაინის არმიის პროვოცირება კონტრშეტევის დასაწყებად. ,,ეს ასევე შეიძლება იყოს პროვოკაცია, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ – ოკუპანტებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დასავლეთს მოლაპარაკების აუცილებლობაზე უფრო მეტად ალაპარაკებს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

მეტი...

,,რუსებს მოუწევთ ყველაფრის გადახდა, დაუბადებელი მომავალი თაობებიც გადაიხდიან”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებს მოუწევთ ყველაფრის გადახდა,  ტერიტორიების დანაღმისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. ,,როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებს უკრაინას დარტყმების შედეგად, რუსებს ნათლად უნდა ვუთხრათ: მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი. და ამის დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი”,- წერს ერმაკი ტელეგრამზე.

მეტი...

გასულ დღის განმავლობაში უკრაინამ 41 შეტევა მოიგერია – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღის განმავლობაში მტრის 41 შეტევა მოიგერიეს 4 მიმართულებით. უწყების ცნობით,  მტრის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია. მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და მარინის მიმართულებით. ,,რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას. გასულ დღეს მტერმა 19 სარაკეტო დარტყმა განახორციელა (15 Kh-101 და Kh-555 ტიპის მტრის საკრუიზო რაკეტა წარმატებით გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა), განახორციელა 17 საჰაერო დარტყმა და 25 შეტევა სარაკეტო ზალვო სისტემებიდან. სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურამ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში,  გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე უწყებაში. ,,29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში,  გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე,…

მეტი...

მკვლელობა თბილისში – პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი, 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს. მას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 191 420 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 191 420 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 191 420; ​ტანკი – 3 701; ჯავშანტექნიკა – 7 193; საარტილერიო სისტემა – 2 930; სარაკეტო სისტემა – 544; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 298; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 477; საკრუიზო რაკეტები – 947; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 851; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 360.  

მეტი...

,,დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება”- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, 2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის, მოლდოვას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში. „პრემიერ მინისტრმა (მატეუშ მორავიეცკი – რედ.) და მე კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს იყო თავისუფალი დასავლეთის ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ პოლიტიკური გაგებით. დღეს, ამ მომენტის ისტორიული მოთხოვნაა ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება “ – განაცხადა დუდამ.  

მეტი...

ჰოლანდიაში დააკავეს ოთხი ქართველი, რომლებიც ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ

ჰოლანდიის აეროპორტში 30 წლამდე ოთხი ქართველი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი  ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ. რეგისტრაციის დროს მათ, ელექტრონულ ბაზაში ისრაელის პასპორტების მონაცემები შეიყვანეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა ისრაელის პასპორტი ან რაიმე სახის ისრაელის სამგზავრო დოკუმენტი. ისრაელში ჩატარებულმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ქართველების მიერ გამოყენებული ოთხი პასპორტის დეტალები ეკუთვნოდა ისრაელის მოქალაქეებს, რომელთაგან ორი ცოცხალი აღარ არის. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტი...

ავტობუსი, რომელშიც სტუდენტები იმყოფებოდნენ ამოტრიალდა – არის მსხვერპლი

ავტოსაგაზაო შემთხვევა თურქეთში – ქალაქ ბურსაში სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 44 კი დაშავდა. ბურსას გუბერნატორის განცხადებით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მასწავლებელი, 2 კი მძღოლი იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.  

მეტი...

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინამ ერთ-ერთი სოფელი დაბომბა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინულმა ძალებს, სოფელ კურკოვიჩის დაბომბვაში ადანა შაულებს. ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ,,დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სტაროდუბსკის მუნიციპალური რაიონის სოფელი კურკოვიჩი. მსხვერპლი არ ყოფილა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა სასწრაფო დახმარება,”- წერს ბოგომაზი.

მეტი...

ჰოლანდიაში დააკავეს მძღოლი, რომელსაც ბორის ჯონსონის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა ჰქონდა

ნიდერლანდებში, გრონინგენის პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც ბორის ჯონსონის სახელზე გაცემული ყალბი უკრაინული მართვის მოწმობა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NL Times ავრცელებს. პოლიციამ მძღოლი რეგულარული საგზაო შემოწმებისთვის გააჩერა და სწრაფად მიხვდა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პოლიციამ მანქანის ჩხრეკისას ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩინა. ლიცენზიას, რომელიც აშკარად უკრაინაშია გაცემული, აქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაბადების თარიღი, ხოლო გაცემის თარიღი – 2019 წლის 24 ივლისი – ემთხვევა იმ თარიღს, როდესაც ის გადავიდა დაუნინგ სტრიტში, როგორც გაერთიანებული სამეფოს ლიდერი. მოწმობის ვადის გასვლის თარიღად 3000 წლის 12 დეკემბერი იყო მითითებული.

მეტი...

პროტესტი საფრანგეთში – დემონსტრაციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა. არეულობის დროს დაკავებულია 290-ზე მეტი ადამიანი. საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. მედიის ცნობით, რადიკალურმა ჯგუფებმა პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. რასაც, პოლიციამ  ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა. „ბიბისის“ ინფორმაციით, უცნობია, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა არეულობის დროს. როგორც როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, პარიზში სერიოზული დაზიანებები ერთმა პოლიციელმა მიიღო, მას ხელებისა და სახის არეში დამწვრობები აქვს მიღებული.

მეტი...

ბოლო 5 თვეში ბახმუტში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა – თეთრი სახლი

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის 20 000 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც ჯონ კირბიმ განაცხადა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი იყო. „რუსეთმა ამოწურა თავისი სამხედრო მარაგები და შეიარაღებული ძალები. დეკემბრის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, რუსეთმა 100 000 ადამიანი დაკარგა, მათ შორის, 20 000 მოკლულია ბრძოლაში. მათგან დაახლოებით ნახევარი „ვაგნერის“ სამხედროები არიან. ეს ციფრები ნამდვილად გასაოცარია“, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

მტვრის ქარიშხალი აშშ-ში – დაიღუპა სულ მცირე  ექვსი ადამიანი

აშშ-ში, ილინოისის შტატში,  მტვრის ქარიშხლის გამო ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა, დაიღუპა სულ მცირე  ექვსი ადამიანი. ილინოისის შტატის პოლიციის ცნობით,  37 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში დაგადაიყვანეს. ილინოისის შტატის პოლიციის მაიორის, რაიან სტარიკის თქმით, დაშავებულთა ასაკი 2-დან 80 წლამდე მერყეობს. ერთ-ერთი დაღუპული იყო 88 წლის მამაკაცია. პოლიციის განცხადებით, ოფიციალური პირები ჯერ კიდევ მუშაობდნენ მოკლული კიდევ ხუთის იდენტიფიცირების დასადგენად.

მეტი...

კადიროვს დასავლეთის ქვეყნებიდან დაჩაგრული ხალხის ინტერესების დასაცავად, არმიის შექმნას სურს

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, დასავლეთის ქვეყნებიდან დაჩაგრული ხალხის ინტერესების დასაცავად, არმიის შექმნას სურს. „ამ ბოლო დროს მე უფრო მეტად ვფიქრობდი კარგი არმიის შექმნაზე, რათა მათ შეძლონ გადავიდნენ სხვადასხვა შტატებში და დაიცვან ხალხი, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებენ”“, – განაცხადა კადიროვმა. მისი თქმით, სურს “სპეციალურად გაწვრთნილი”, პატრიოტი ხალხის გუნდი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მზად არიან სიცოცხლე გაწირონ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში – ბაბუა და შვილიშვილი ადგილზე დაიღუპნენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაბუისა და 8 წლის დის შვილიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩას კვეთდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მეტი...