ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 ივლისს მომხდარი მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო. მან ბრალდებულებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას და  წარმოადგენს სრულ სიბნელეს.

მსგავსი თემები