უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთს დაარტყას – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განაცხადებით, უკრაინას არ აქვს უფლება გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

კანცლერმა  აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის.

მისი თქმით, მსგავსი წესები აქვთ განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელ მიმწოდებლებსაც.

უკრაინის დასავლელი პარტნიორები, რომლებიც სამხედრო დახმარებას უწევენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რეგულარულად ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს, მათი იარაღის გამოყენებით.

მსგავსი თემები