,,საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს სესხი აქვს – დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია”- ხაბეიშვილი

„რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური მმართველობა”, – განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, არამედ საბანკო მაფია – ოლიგარქია.

,,ამასობაში,  საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი. ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან,  მიკროსაფინანსო  დაწესებულებებიდან კი – 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს. 

„ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული ოცნების დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ასევე ოლიგარქიული – საბანკო მმართველობა ქვეყანაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მსგავსი თემები