„პარამედიკოსი“ – ჯანდაცვაში ახალი სტატუსი შემოდის

პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით,   მესამე მოსმენით მიიღო  კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘.

კანონში შეტანილი ცვლილება პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება.
კანონს ემატება ცნება – პარამედიკოსი – შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.

 

მსგავსი თემები