მკვლელობა გაგრაში – ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის ფაქტზე 26 წლის დევიდ ახიბა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით,  ბრალდებული 30 აპრილს დააკავეს და ჩადენილ დანაშაული აღიარა.

ე.წ გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიებამდაადგინა, რომ ცხედარი, 29 აპრილს გაგრის რაიონის სოფელ ალხაძარში, ყოფილი ფერმერის ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარს  მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იყო გადამალული.

მსგავსი თემები