ფეხსაცმელების კარადა აია-სოფიაში (ვიდეო)

ერთ დროს დიდებულ ტაძარში, რომელსაც აია-სოფია ჰქვია, დღეს სანახავი არაფერია. „ტაძარში“, რომელიც მეჩეთად გადააკეთეს, არაფერია, გარდა ფეხსაცმელების კარადისა.

ტაძრიდან, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდნენ, ყველა სიწმინდე გატანილია, ტაძარი ისეა „გამოშიგნული,“  ვისაც ის მეჩეთად გადაკეთებამდე აქვს ნანახი, შესვლა არც მოუნდება.

აია-სოფიაში შესვლის პირველი და აუცილებელი წესი – თავსაბურავი; მეორე – ფეხსაცმლის გახდა და სპეციალურ კარადაში მოთავსება.  იქვეა ჩადგმული ჯიხური, სადაც თავსაბურავები იყიდება, რაც ადრე არ იყო. თავსაბურავის გარეშე კი შიგნით არავინ შეგიშვებს. ეზოში შესვლამდე სპეციალურ ბარიერში უნდა გაიარო, სადაც საგულდაგულოდ გაგჩხრეკენ. შიგნითაც პოლიციელების სიმრავლეა, რომ არსებული სტანდარტები მკაცრად დაიცვა.

ასე გამოიყურება ერთ დროს დიდებული აია-სოფია დღეს.

აია-სოფია ტურისტებს ვერ იტევს (ვიდეო)

 

მსგავსი თემები