რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება – უკრაინის შეიარაღებული ძალები

რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერხი ჩერევატიმ ტელემარტონის ეთერში განაცხადა.

„მალე დაამყარებენ გინესის რეკორდს იმ თარიღების გადადებაში, რომლითაც რაღაც უნდა აიღონ. მარტის ბოლოს მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები იყო 2022 წლის ივლისში, ასე რომ ჯერ კიდევ არის. ჩვენი თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არცერთი ეს თარიღი არ გახდეს რეალობა“, – განაცხადა სპიკერმა.

 

მსგავსი თემები